ასაწყობი სათამაშოები ბავშვის ფსიქიკური და გონებრივი განვითარებისთვის მეტად მნიშვნელოვანია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ასაწყობი სათამაშოები ბავშვის ფსიქიკური და გონებრივი განვითარებისთვის მეტად მნიშვნელოვანია

ის მხოლოდ გასართობი და სიხარულის მომგვრელი როდია ბავშვისათვის. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, სათამაშო იმავდროულად ფსიქიკური განვითარების შეუცვლელი იარაღი და უნიკალური აღმზრდელია, ის პატარას ამზადებს მომავალი ცხოვრებისა და საზოგადოებაში დამკვიდრებისათვის. აქედან გამომდინარე სათამაშოს შერჩევას ბავშვისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

მოგეხსენებათ, ბავშვის განვითარებაში განსაკუთრებულ როლს თამაშობს შესაერთებელი კონსტრუქციები, ცალკეული ფრაგმენტებისაგან შექმნილი ასაწყობი სათამაშოები, კონსტრუქტორები და თავსატეხები. სწორედ მათ როლსა და მნიშვნელობაზე გთავაზობთ პროფესიონალთა კომენტარს:

mkurnali.geფსიქოლოგი ნანა კალანდაძე:

საბავშვო გასართობები - რთული კონსტრუქციები და ასაწყობი მოდელები, თავსატეხები, ასაწყობი სურათები ანუ ე.წ. "Puzzle" და პოპულარული "LEGO"-ს სათამაშოები ბოლო დროს სათამაშოების მაღაზიებში მომრავლდა. ასეთი ტიპის საბავშვო გასართობები, რომელთა აწყობა ხანგრძლივი და შრომატევადი სამუშაოა, არა თუ ბავშვებს, დიდებსაც ძალიან მოსწონთ.

რამდენად სასარგებლოა ბავშვისათვის ასეთი გასართობი, რამდენად უწყობს ხელს მის განვითარებას?

დღეისათვის შესამჩნევია და სულ უფრო მატულობს ისეთი მშობლების რაოდენობა, რომლებიც ცდილობენ შეუქმნან ბავშვებს გარემო აქტიური განვითარებისათვის, თანაც საბედნიეროდ ამის სურვილი და საშუალება აქვთ. ეს გასაგებიცაა, ინფორმაციის ნაკადი ისეთი უზარმაზარია, რომ ადამიანი უნდა იყოს განვითარებული, რათა გახდეს წარმატებული. ამისთვის ზრუნვა კი უკვე ადრეული ასაკიდან არის საჭირო.

ცნობილი ამერიკელი მეცნიერები აცხადებენ, რომ ტვინი, ისევე როგორც კუნთები, საჭიროებს რეგულარულ მეცადინეობას და ვარჯიშს. უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია, ბავშვისათვის სათამაშოსა თუ სხვა გასართობის შეძენისას იხელმძღვანელოთ არა მისი გარეგნული შეხედულებით, ფერით ან კონსტრუქციით, არამედ ბავშვის ასაკით.

გაითვალისწინეთ, რომ ასაწყობი კონსტრუქციები ან შესაერთებელი ფრაგმენტებისაგან ასაწყობი სურათები თუ მეტისმეტად იოლი გამოდგა, ბავშვი მას ხელსაც არ დააკარებს. მეტისმეტად რთულმა კი შეიძლება სულ მთლად დააკარგვინოს თამაშის ხალისი.

ყურადღება მიაქციეთ, რომ ბავშვებმა მექანიკურად კი არ შეაერთონ ფრაგმენტები, არამედ ლოგიკური კავშირები იპოვონ მათ შორის.

ბავშვებს უყვართ ისეთი რამის კეთება, რაც იოლად გამოსდით. ეს მათ თავდაჯერებას მატებთ.

mkurnali.geრთულ კონსტრუქციას ან თავსატეხს შეგიძლიათ ერთად გაუმკლავდეთ, ბავშვთან ერთად განიხილოთ სტრუქტურა ან სიუჟეტი, რათა ბავშვი ლოგიკურ მსჯელობას, რთული ამოცანების გააზრებას და ამოხსნას მიეჩვიოს. მშობლებთან ერთად კი ასეთი საქმიანობა უფრო სახალისოა - ბავშვი მეტად არის მოტივირებული, უხარია, როცა თავის გამოჩენის შესაძლებლობა ეძლევა, შექებაც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

კონსტრუქციების ან თავსატეხის აწყობა რამდენიმე მიზეზის გამოა სასარგებლო:

• არააგრესიული თამაშია;

• აფართოებს თვალსაწიერს;

• გამოუმუშავებს ბავშვს დაკვირვების უნარს - მისი აწყობისას ხომ უმცირესი დეტალების შემჩნევაა საჭირო;

• გამოუმუშავებს ჩვევას, აქეთ-იქით არ მიმოფანტოს ნივთები - სურათის ან კონსტრუქციის ასაწყობად ხომ ყველა დეტალი აუცილებელია;

• ხვეწს ხელის მოძრაობას, რაც აუცილებელია სკოლამდელი ბავშვის საერთო განვითარებისათვის;

• ხელს უწყობს ხატოვანი აზროვნების განვითარებას;

• ამშვიდებს ნერვულ სისტემას, ავითარებს მოთმინების უნარს, ნებისყოფას, კონცენტრირების უნარს. ეს თვისებები პატარას სკოლაში ძალზე გამოადგება.

• მშობლებს საშუალებას მოგცემთ, დროულად შეამჩნიოთ, ხომ არ უჭირს თქვენს შვილს ფერებისა და ფორმების გარჩევა.

• ეს თამაში (განსაკუთრებით მაშინ, თუ ახალია ბავშვისთვის) ავადმყოფობის დროს საოცრად ამშვიდებს პატარას და თვალის დახამხამებაში ავიწყებს ტკივილსა თუ სხვა უსიამოვნებებს.

• და, რა თქმა უნდა, ასეთი გასართობები პირდაპირ მისწრებაა მაშინ, როცა უფროსებს სამუშაო გაქვთ და გსურთ, შინ სიმშვიდე იყოს.

შორენა ბურდილაძე ჟურნალ " საბავშვო კარუსელის" რედაქტორი:

საერთოდ, ინტელექტუალურ თამაშებზე აღზრდილი ბავშვები ყოველთვის გამოირჩევიან სკოლაში მომზადების მაღალი დონით. თვალსაწიერიც უფრო ფართო აქვთ და სწრაფად იწყებენ დამატებითი ლიტერატურის კითხვას. მეტი აინტერესებთ და ემოციურადაც უფრო გაწონასწორებულნი არიან, ვიდრე ციფრულ თამაშებზე აღზრდილი პატარები.

ადრეული ასაკიდან ჟურნალთან ურთიერთობა შემდეგ წიგნებისადმი და სწავლების პროცესისადმი სწორ დამოკიდებულებას უვითარებს. ბავშვს სკოლაში აღარ უჭირს მიცემული დავალების გააზრება და მისი შესრულებისთვის ძალისხმევის გაღება. წერისთვის ხელი გავარჯიშებული აქვს, მიჩვეულია მოსმენას და ფიქრს. სწორედ ამიტომ ჟურნალში, ვცდილობთ რაც შეიძლება მეტი თამაში და აქტივობა იყოს, რაც პატარას გართობის გარდა განვითარებაშიც უწყობს ხელს. თითქმის ყველა რუბრიკა ბავშვის ამათუიმ უნარის გამომუშავებაზეა მორგებული. ყურადღება, დაკვირვება, ლოგიკური განსჯისა და ტექსტის გააზრების უნარი, ხელის დახვეწილი მოძრაობა, შემოქმედებითი აზროვნება, ფანტაზია - ამ ყველაფრის ამოქმედება დასჭირდება პატარას, რათა ერთი შეხედვით მარტივი და სახალისო თავსატეხი ამოხსნას. გვაქვს სპეციალური რუბრიკები, რომლებიც განაწილებას, თანმიმდევრობის დაცვასა და დანაწევრებული მთლიანობის აწყობას გულისხმობს. ხშირად საჩუქრადაც მოჰყვება ასაწყობი პაზლები და კონსრუქციები.

ოჯახის ექიმი, პედიატრი, კლინიკა "ინტერმედი 1" -ის დირექტორი ნინო ბურჯანაძე:

თამაში და სათამაშოები ბავშვის ფიზიკურ და ფსიქიკურ განვითარებაში ძალიან დიდ როლს ასრულებს. თამაშში ყალიბდება ის ძირითადი პიროვნული მახასიათებლები და ფსიქიკური პროცესები, რომლებიც გავლენას ახდენს ბავშვის მომავალზე და აზროვნების განვითარებაზე. ასაკის შესაბამისად ბავშვებს უყალიბდებათ საჭირო უნარ-ჩვევები. თუმცა, თამაშს სათამაშოებით ხშირად მიიჩნევენ უმნიშვნელო საქმიანობად, რომელსაც რაიმე სერიოზული მიზანი არ გააჩნია და აღიქმება როგორც მხოლოდ მშობლის განტვირთვის საშუალება. სინამდვილეში კი თამაშს და სათამაშოებს გართობასთან ერთად ბევრად უფრო დიდი მისია აკისრიათ და გადამწყვეტი როლი აქვთ პიროვნების სრულფასოვან ჩამოყალიბებაში. ფსიქოლოგების დასკვნით ბავშვის გონებრივი, ფიზიკური და ემოციური განვითარება პირდაპირ თამაშზეა დამოკიდებული. ამიტომ მნიშვნელოვანია რომ სერიოზულად მივუდგეთ სათამაშოების შერჩევის საკითხს და შევარჩიოთ ისეთი სათამაშოები, რომლებიც უბიძგებენ ბავშვებს ფიქრისა და აზროვნებისაკენ, ხელს უწყობენ მათ გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას, ეხმარებიან ფანტაზიის განვითარებაში და აღვიძებენ ინტერესს სხვადასხვა სფეროს მიმართ. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით საყურადღებოა ასაწყობი სათამაშოები და თავსატეხები. სხვადასხვა ფაქტურის მქონე ნივთებით თამაშისას ბავშვები ფიზიკური კანონზომიერების შემეცნებას იწყებენ. ასე რომ ბავშვთან სწორი ფორმით თამაში და სათამაშოების სწორად შერჩევა მშობელს საშუალებას აძლევს შვილს შეუქმნას სიყვარულით სავსე გარემო და ბავშვს ეხმარება იყოს თავდაჯერებული და წარმატებული.