ბედნიერებაა, როცა შენი ესმით - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბედნიერებაა, როცა შენი ესმით

იქნებ, ეს ყველაფერი მისი პიროვნულობის გამოვლენის სურვილია? ძალიან ხშირად მშობლები, განსაკუთრებით კი დედები, მათ ფეხდაფეხ დასდევენ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, და ერთი დამოუკიდებელი ნაბიჯის გადადგმასაც არ ანებებენ. სპეციალისტები აღწერენ შემთხვევას, როცა დედა შვიდი წლის შვილს იმასაც თავად კარნახობდა, ტუალეტში როდის უნდა შესულიყო! ფსიქოლოგის შენიშვნაზე იმის თაობაზე, რომ შვიდი წლის ბავშვი საკმაოდ დიდია და თავისით განსაზღვრავს, როდის შევიდეს ტუალეტში, დედამ კატეგორიული ტონით განაცხადა, რომ მისი ბიჭი ჯერ ძალიან პატარა და უსუსურია. ბავშვი, რომელიც ასეა შებოჭილი მშობელთა ზედმეტი მზრუნველობით, ბუნებრივია, ყოველ მითითებას თავისუფლების მორიგ ხელყოფად აღიქვამს და ყოველთვის ცდილობს, არ დაემორჩილოს მათ. ასე რომ, უნდა ვებრძოლოთ ზედმეტ მზრუნველობას, მკვეთრად შევამციროთ შენიშვნათა და მითითებათა რიცხვი, ბავშვს სულ უფრო მეტი სივრცე და უფლება მივცეთ საკუთარი თავის გამოსავლენად და ამის შემდეგ ყველაფერი მოგვარდება.

სპეციალისტებს დედამ მიუყვანა ექვსი წლის ბიჭი. დედა წუხდა ბავშვის თავნებობის, აგრესიული ქცევისა და ამ ქმედებათა გამიზნული დემონსტრირების გამო. ფსოქოლოგებთან ურთიერთობისას პატარა ბიჭს მსგავსი არაფერი გამოუხატავს. ის იყო დამჯერი, დიდი სიამოვნებით ასრულებდა უფროსების თხოვნებს და დავალებებს, იწვოდა ყველას დახმარების სურვილით – იღებდა იატაკზე დავარდნილ სათამაშოებს, ეხმარებოდა უფროსებს სკამების დადგმაში, რიგს უთმობდა გოგონებს. ამ ასაკის ბავშვებს ჯერ არ შეუძლიათ თვალთმაქცობა და მოჩვენებითად კარგად მოქცევა. ამასთან ერთად, ფსიქოლოგებთან ურთიერთობისას ბავშვი ძალიან მალე იხსნება და თავის რეალურ სახეს გვიჩვენებს. ყოველ შემთხვევაში, თავნებობა (თუ პატარა რეალურად ასეთია) ძალიან მალე, ხანგრძლივი ლოდინის გარეშეც გამოვლინდება. გამოკითხვით გაირკვა, რომ ამ პატარა ბიჭს არც საბავშვო ბაღის მასწავლებლები უჩიოდნენ. ფსიქოლოგებმა ჩათვალეს, რომ ბიჭის უცნაური ქცევა ერთგვარი რეაქცია იყო ოჯახურ სიტუაციაზე და შეეცადნენ სიტუაციაში უკეთ გარკვევას.

როცა ბავშვს ბევრი ოჯახის წევრი ჰყავს, ეს ძალიან კარგია. ის ამ სამყაროში თავს მარტო არ გრძნობს, ირგვლივ მოსიყვარულე და მზრუნველი ადამიანები ახვევია. უბრალოდ, როცა ოჯახის ყველა წევრი ძალიან აქტიურია და თანაც ეს აქტიურობა ბავშვისადმია მიმართული, ის უბრალოდ შეიძლება ალერსში დაახრჩონ (ბუნებრივია, გადატანითი მნიშვნელობით). ასე ხდებოდა ამ ბიჭუნას შემთხვევაშიც. უფროსები ბავშვს ერთი დამოუკიდებელი ნაბიჯის გადადგმასაც არ ანებებდნენ, მუდმივად რაღაც ინსტრუქციებს აძლევდნენ, ურჩევდნენ, უშლიდნენ, ჭკუას ასწავლიდნენ, ტუქსავდნენ. რასაკვირველია, უფროსები ამას მხოლოდ საუკეთესო მოსაზრებით აკეთებდნენ, მაგრამ რეალურად ბავშვს სულის მოთქმის საშუალებას არ აძლევდნენ. მას ოჯახში საკუთარი სივრცე არ ჰქონდა. ყველაფერს უნდა დავუმატოთ ის, რომ პატარა ბიჭი საკმაოდ ჭკვიანი იყო და არც სჭირდებოდა ზედმეტი შენიშვნები და მითითებები, ისედაც ყველაფერს ხვდებოდა. ოჯახში კი, როგორც ჭკუასუსტს, ისე ექცეოდნენ. როცა უფროსებს ეს ყველაფერი აუხსნეს და მათგან მითითებებმა იკლო, პატარა ბიჭის თავნებობაც ნელ-ნელა სადღაც გაქრა.

ზოგჯერ ბავშვის უპასუხისმგებლო და ცუდი საქციელის მიზეზი არის მისი შიში იმის გამო, რომ ის სათანადოდ არ უყვართ. ცუდად მოქცევისას ბავშვი ცდილობს უფროსების ყურადღების მიპყრობას, მაშინ როცა უფროსები თითქოს სულაც არ აკლებენ ზრუნვას. ალბათ, ასეცაა, თუმცა მათ თავისი გამოხტომებით პატარა ძალიან აღიზიანებთ. ეს ნიშნავს, რომ ყურადღებას, რომელსაც მის მიმართ იჩენენ, მხოლოდ უარყოფითი კონტექსტი აქვს. ბავშვს კი დადებითი ემოცია სჭირდება, რომ საქციელი გამოასწოროს. ასე იკვრება მანკიერი წრე, რომლის გარღვევაც მხოლოდ უფროსების ხელთაა.

რასაკვირველია, ამ ყველაფრის პარალელურად არსებობს ჭეშმარიტი თავნებობა – ხასიათის განსაკუთრებული თვისება, რომელიც ძირითადად ბიჭებს აქვთ. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ვიზრუნოთ ხასიათის გამოსწორებაზე. ამ ყველაფრის შესახებ შემდგომ ვისაუბრებთ.