სწორი დღის რეჟიმი და მასთან შეჩვევა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სწორი დღის რეჟიმი და მასთან შეჩვევა

უნდა ავუხსნათ, რატომ არის საჭირო კბილების გახეხვა დილასა და საღამოს, როგორ იცვლება დღე ღამით და რატომ არის აუცილებელი თავის დროზე დაძინება. არცთუ იშვიათად მშობლები გარკვეულ პრობლემებს აწყდებიან: პატარები ჭირვეულობენ, არ სურთ ჩაცმა ან დაბანა, უარს აცხადებენ საბავშვო ბაღში წასვლაზე. აქ კი აქტიურად გვეხმარება გასართობი თამაშები. თამაშ-თამაშ ბავშვები გაცილებით ადვილად აღიქვამენ და ითვისებენ ინფორმაციას.

2. ზოგადი სავარჯიშოები

მაგალითად, დედას, ელენეს, თავისი პატარა გოგონა, 2,5 წლის ანი, მიჰყავს დასაბანად და კბილების გასახეხად. საუზმის შემდეგ ოჯახი მიდის სასეირნოდ, რომლის დროსაც დედა უამბობს და უხსნის გოგონას, რომ მზე ამოდის ჰორიზონტის ერთი მხრიდან და ჩადის მეორე მხარეს. დედის კვალდაკვალ გოგონა იმეორებს გარემომცველი საგნების დასახელებას და ამით ავარჯიშებს მეხსიერებასა და მეტყველებას.

სეირნობისას ელენესა და ანის უყვართ ქვიშაში თამაში, გოგონა გატაცებით ამზადებს ქვიშის ღვეზელებს თავისი ფუმფულა დათუნიას გამოსაკვებად. ეს ვარჯიში დაეხმარება ხელის მოტორულ განვითარებას და ანის პატარა მეგობრებზე ზრუნვას ასწავლის. "დათუნიას ვაჭამეთ, ხომ არ არის დრო, რომ ჩვენც ვისადილოთ?" - ეკითხება ანის დედა და ისინი შინ ბრუნდებიან.

3. თამაშები კონსტრუქტორებით

სადილის შემდეგ ანის უყვარს თამაში და დედა მას სთავაზობს გართობას კონსტრუქტორით (ეს შეიძლება იყოს LEGO, DUPLO და ა.შ.). ამ პროცესში შესაძლებელია სხვადასხვაგვარი კონსტრუქციების აგება. კონსტრუქტორის საშუალებით გოგონა ეცნობა დღის რეჟიმს, ამ მოწყობილობის სხვადასხვა პერსონაჟებთან ერთად გებულობს, რას საქმიანობს ნებისმიერი ადამიანი ერთი დღის მანძილზე. "აბა, შეხედე, ახლა დილაა თუ საღამო?" - ეკითხება მას დედა. ბავშვი მიუთითებს კუბზე, რომელზეც მზეა გამოსახული. დედა აჩვენებს კუბს, რომელზეც მაღვიძარაა და უხსნის, რომ ეს ნივთი ეხმარება ადამიანებს დროულად გაღვიძებაში. "ჩვენ რას ვაკეთებთ, როცა ვიღვიძებთ?" - ეკითხება დედა. "პირს ვიბანთ", - პასუხობს პატარა და მიანიშნებს კბილის ჯაგრისიან კუბზე. "აუცილებელია კარგად ვისაუზმოთ, რომ მხიარული თამაშებისათვის ძალა და ენერგია გვქონდეს", - უხსნის დედა ანის. ანი პოულობს კუბებს, რომლებზეც პროდუქტებია გამოსახული - საუზმის დროა. წინ მთელი დღეა სათამაშოდ და გასართობად. როცა ანი გადაატრიალებს კუბს მზიანი გამოსახულებიდან მთვარის გამოსახულებაზე, გოგონას ესმის, რომ უკვე საღამოა და მისი მეგობრების დასვენების დრო დადგა. მათთან ერთად ისიც ძილისათვის უნდა მოემზადოს - ივახშმოს, კბილები გაიხეხოს და საწოლში ჩაწვეს.

რჩევა მშობლებისთვის: ბავშვი რომ საკუთარ თავში დარწმუნებული იყოს, ხშირად წაახალისეთ: არ არის საჭირო ბავშვის შეცდომების აქცენტირება, შეაქეთ ის სწორი პასუხებისა და მოქმედებებისთვის, სწორედ თამაშისას უჩვენეთ მას დადებითი მაგალითები.