რუბრიკები
ბავშვის ფსიქოლოგია
არის შემთხვევები, როცა თითისტოლა ბავშვი თავისას არ იშლის - იმიტომ კი არა, რომ რაღაც ძალიან უნდა, არამედ იმისთვის, რომ რაც ერთხელ მოითხოვა, აღარ გადათქვას. ის არ ითვალისწინებს, რომ გარემოებები შეიცვალა. სწორედ ასეთი საქციელია სიჯიუტე.

როგორ ფიქრობთ, რა განსხვავებაა მიზანსწრაფულობასა და სიჯიუტეს შორის? პასუხის გაცემას ნუ ვიჩქარებთ, კარგად დავფიქრდეთ და საკუთარი განმარტებები ჩამოვაყალიბოთ - ჩვენ ხომ ახლა ვსწავლობთ, როგორ უნდა ვიყოთ კარგი მშობლები! მოიფიქრეთ? რასაკვირველია, თქვენი პასუხი მართალია! მიზანსწრაფულობაა, როცა პატარას რაღაც უნდა და დაჟინებით ცდილობს, მიაღწიოს საწადელს, ჯიუტი ბავშვი კი ისევ და ისევ ითხოვს იმას, რაც შესაძლოა უკვე აღარც უნდოდეს ან ისე ძალიან აღარ უნდოდეს. რითაც არ უნდა სცადოთ მისი ცდუნება - კანფეტით, სათამაშოთი თუ გასეირნებით, პატარა კვლავ თავისას იმეორებს. სიტუაცია რთულია, რადგან არც ყვირილი ჭრის, არც წამორტყმა, არც მუქარა.

ამ რუბრიკით, ვეცდებით, ვუპასუხოთ კითხვებს, რომლებსაც ხშირად უსვამენ მშობლებს შვილები.

რატომ ვერ ჩავაქრობთ აალებულ ბენზინს წყლით?
ბენზინი ადვილად აალებადი სითხეა. მრავალი სხვა შემთხვევისგან განსხვავებით, წყლით მისი ჩაქრობის მცდელობა აზრს მოკლებულია - ამით მხოლოდ წვის ფართობი გაიზრდება. მაინც რატომ ასხამენ აალებულ საგნებს წყალს? პასუხი მარტივია: წვის პროცესისთვის აუცილებელია ჟანგბადი, ამიტომ ხანძრის ჩაქრობისას მთავარი მიზანია, შევზღუდოთ წვის არეში ჟანგბადის მიწოდება.

ბავშვის განვითარების კვლევის ცენტრის ამერიკელი ექსპერტების მოსაზრებით, ახალ სიტყვებს ბავშვები მასწავლებლებთან ცოცხალი ურთიერთობით უფრო ადვილად ითვისებენ. ამ თვალსაზრისით, ვიდეოგაკვეთილები საერთოდ უსარგებლოა. მათი თქმით, ბავშვები სწავლობენ მშობლების, ძიძის ლაპარაკის მოსმენისას, მაშინაც კი როდესაც ისინი თანამოსაუბრეს ონლაინ ეკონტაქტებიან.
ბოლო ხანს უფრო და უფრო ხშირად გვესმის მშობლების წუხილი იმის თაობაზე, რომ მათი პატარა თავნებაა. თანაც, თუ წინათ დედ-მამა უბრალოდ ამბობდა, რომ ბავშვი მეტისმეტად განებივრებულია, ახლა ამას “მეცნიერული”, “ფსიქოლოგიური” “ტერმინოლოგიაც” ემატება: გვესმის, რომ ბავშვი უმართავია, არაფერი ესმის, არაფერი ანაღვლებს. ამ “უმართავობას” მშობლები სხვადასხვანაირად ხსნიან და აბრალებენ ყველაფერს, გენეტიკით დაწყებული, ეკოლოგიით დამთავრებული. რაღა თქმა უნდა, ეკოლოგიაა დამნაშავე. მაშ, რით ავხსნათ, რომ ასე უცნაურად იქცევა გარდატეხის ასაკში თითქმის ყველა მოზარდი?! მერე კი უცებ აღმოჩნდება, რომ ბავშვები, რომელთა მშობლებიც ეკოლოგიის მავნე გავლენაზე საუბრობენ, სკოლაში სულაც არ იქცევიან ასე ცუდად - სწავლობენ, ცდილობენ, წარმატებას მიაღწიონ, არც ზრდილობის წესებს არღვევენ...

ჩემი გოგონა წლისა და სამი თვისაა. რამდენიმე დღით მამასთან დარჩა (მე მივლინებაში გავემგზავრე). როცა დავბრუნდი, აღმოვაჩინე, რომ ძალიან ჭირვეული გამხდარიყო. როგორც გაირკვა, მამა მას ყველაფრის უფლებას აძლევდა. ნორმალურია თუ არა, ბავშვი ამ ასაკში დედის მითითებას, თხოვნას არ დაემორჩილოს (მაგალითად, მე მას ვეძახი, ის კი გარბის)? როგორ ვებრძოლო ამას? არც ისე ბევრ რამეს ვუკრძალავ, ტალახში რომ ჩავარდეს, მაშინაც კი არ ვეუბნები საყვედურს...

ბოლო ხანს მშობლები სულ უფრო ხშირად უჩივიან პატარების თავნებობას. წინათ დედ-მამა ან ოჯახის სხვა უფროსი წევრები უბრალოდ აღნიშნავდნენ, რომ მათი პირმშო მეტისმეტად განებივრებულია, ახლა ამ ყველაფერს ემატება “მეცნიერული” და “ფსიქოლოგიური” ტერმინოლოგია. ამბობენ, რომ ბავშვი უმართავია, არაფერი ესმის, არაფერი ანაღვლებს. ამ “უმართავობას” მშობლები სხვადასხვანაირად ხსნიან და უკავშირებენ ყველაფერს, გენეტიკით დაწყებული, ეკოლოგიით დამთავრებული.

არავის გაუკვირდება, თუ ვიტყვით, რომ სასკოლო კონფლიქტები უმეტესად ერთმანეთს ჰგავს. ან ბავშვები აწყენინებენ ხოლმე სხვა ბავშვებს, ან მასწავლებლებისა და მოსწავლეების ურთიერთობა იძაბება.

ცოტა ხნის წინ ბავშვის ტყუილთან ბრძოლის მეთოდები გაგაცანით. ამჯერად იმაზე ვისაუბრებთ, რისი ბრალია პატარების მატყუარობა. მშობლები ხშირად ჩივიან, რომ მათი პატარა ცრუპენტელაა. უფროსებმა არ იციან, რომ ბავშვის ტყუილსა და ფანტაზიას შორის ძალიან მყიფე ზღვარია. როგორ განვასხვაოთ უწყინარი ფანტაზია ტყუილისგან და რა არის ამ უკანასკნელის მიზეზი - სასჯელის შიში, არასწორი აღზრდა თუ სხვა რამ? როგორ ვასწავლოთ პატარას სიმართლის თქმა და, რაც მთავარია, როგორ გავაკეთოთ ეს ბუნებრივად?

ნაჩვენებია მე-2 გვერ 10 - დან
ბოლო კომენტარები
24-09-2016
მოგესალმებით, სასქესო ორგანოზე გადმომაყარა თავიდან არცტუისე პატარა გამონაყარმა, ნუარმივაქციე ყურადგება და დამეწყო საშინელი ქავილი, ქავილმა გააღიზიანა სავარაუდოდ ეს გამონაყარი და იქცა უკვე მუწუკებად, და შეგიძლიათ მირჩიოთ რავუშველო ? საშინელი დისკომფორტი მა