როგორ ამოვიცნოთ ბავშვის პიროვნება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ამოვიცნოთ ბავშვის პიროვნება

სინამდვილეში კი ამ ნახატიდან მართლაც ბევრი რამის გაგება შეიძლება, არა მხოლოდ იმაზე, სწორად ვითარდება თუ არა ბავშვი, არამედ იმაზეც, საკმარის ყურადღებას უთმობენ თუ არა მას მშობლები. ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ ნახატი ყოველთვის გამოხატავს ბავშვის სათქმელს, რომელიც გარკვეულ ხატებად არის დაშიფრული. ამ შეტყობინებათა გაშიფვრა მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ეს გამოცდილი ფსიქოლოგის დახმარებით უნდა მოხდეს, თუმცა მანამდე შეგიძლიათ ბავშვის ტესტირება თავადაც სცადოთ.

ნათესაური კავშირები

ამ ტესტის შესასრულებლად პატარას დასჭირდება თეთრი ფურცელი და ფერადი ფანქრები. უმჯობესია, თუ ბავშვს დავალებას მისცემს სხვა - თქვენი მეგობარი, მეზობელი, მასწავლებელი. თქვენმა არჩეულმა ადამიანმა უნდა სთხოვოს ბავშვს, დახატოს დედა, მამა, ბებია, ბაბუა ისე, რომ უფროსები რამეს აკეთებდნენ. ტესტი აჩვენებს, როგორ წარმოუდგენია ბავშვს საკუთარი თავი ოჯახის შიდა ურთიერთობებში. გაშიფვრა: სანამ ბავშვი ხატავს, მიაქციეთ ყურადღება მოქმედებათა თანამიმდევრობას. ყველაზე მნიშვნელოვან პიროვნებას ბავშვი პირველად დახატავს. ხდება ხოლმე, რომ ბავშვები პირველად საკუთარ თავს ხატავენ. ეს ნორმალურია. დააკვირდით, ვის დახატავს ამის შემდეგ. თუ ბავშვმა მთელი ოჯახი დახატა, ესე იგი ოჯახში ყველაფერი რიგზეა. თუ ოჯახის ყველა წევრი ხელიხელჩაკიდებული დგას, ეს ორმაგად სასიხარულოა - ეს ნიშნავს, რომ ოჯახი მტკიცეა და იქ სრული ურთიერთგაგება სუფევს. თუ ადამიანები ერთმანეთისგან შორიშორს არიან დახატულნი, იქვე გამოსახულია გაზეთი, გაზქურა, საუთოო მაგიდა, ტელევიზორი და სხვა საოჯახო ნივთები, ეს იმის მაჩვენებელია, რომ ოჯახში საკმარისი ურთიერთგაგება არ არის. სინამდვილეში შესაძლოა ასე არც იყოს, მაგრამ ბავშვის წარმოდგენაში ვითარება სწორედ ასეთია. იმ ადამიანს, ვინც ბავშვის ცხოვრებაში დიდ და მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ბავშვი, როგორც წესი, დიდხანს და გულმოდგინედ ხატავს, ისეთი დეტალებიც კი არ ავიწყდება, როგორიცაა ღილები ტანსაცმელზე ან თმის სამაგრები. ”მეორეხარისხოვან” პიროვნებებს შეიძლება აკლდეთ ხელი ან ფეხი, ცხვირი, ყურები. ასეთი ფიგურები, ჩვეულებრივ, ზერელედ არის გაფერადებული. ყურადღება მიაქციეთ ”მხატვრის” ფიგურას. ის სხვებზე დიდია თუ სხვებთან თანასწორი? გამორიცხული არ არის, ბავშვი მშობლების სიყვარულში ეჯიბრებოდეს დას ან ძმას. თუ ის სხვებთან შედარებით პატარაა, შესაძლოა აკლდეს მზრუნველობა ან ყურადღება. თუ ბავშვმა არ დახატა საკუთარი თავი ან მხოლოდ თავისი თავი დახატა, შესაძლოა თავს მარტოსულად გრძნობდეს. იგივე შეიძლება ვიფიქროთ, თუ ბავშვმა საკუთარი თავი სხვებისგან მოშორებით დახატა. ყურადღებით შეისწავლეთ ნახატის სიმბოლოები. თუ ბავშვმა დახატა ტალახი, ეს შინაგანი შფოთვის მანიშნებელია. წყალი, ყინული, წვიმა, ვარსკვლავები დეპრესიულ განწყობილებას გამოხატავს. საწოლი, გალია (ასოცირდება ტყვეობასთან), თოფი, რევოლვერი, ტყვიები, დანა და სხვა სასროლი ან მჭრელი საგნები აგრესიულობისა და სიფიცხის მანიშნებელია.

ვხატავთ ცხოველებს

ეს ტესტი ბავშვის პიროვნული თვისებების ამოცნობაში დაგეხმარებათ. თქვენ თქვენს პირმშოზე ბევრ რამეს გაიგებთ: განვითარებულია თუ არა მასში შემოქმედებითი საწყისი, აქვს თუ არა აგრესიული დამოკიდებულება გარშემო მყოფების მიმართ, ხომ არ აშფოთებს რამე და ა.შ. ტესტი შეიძლება გამოიყენოთ როგორც პატარებთან, ისე მოზარდებთანაც, თუმცა არსებობს გარკვეული განსხვავება შედეგების ინტერპრეტაციაში (ეს დამოკიდებულია ტესტირებული ბავშვის ასაკზე). განვიხილოთ თვით ტესტირების პროცესი. დაგჭირდებათ თეთრი ფურცელი, უბრალო და ფერადი ფანქრები. დავალება ასეთია: ბავშვმა უნდა დახატოს არარსებული ცხოველი და დაარქვას მას სახელი. გააფრთხილეთ, რომ არ შეიძლება მულტიპლიკაციური ფილმების ან ზღაპრული გმირების დახატვა - ისინი ხომ უკვე სხვის მიერ არიან მოგონილნი. გაშიფვრა: მიაქციეთ ყურადღება, როგორ არის განლაგებული ნახატი. ნორმაა ნახატი ცენტრში. თუ ნახატი ფურცლის ზედა კიდესთან არის მიახლოებული, ეს ”მხატვრის” მაღალ თვითშეფასებაზე მიუთითებს. შესაძლოა იგი აზვიადებს საკუთარ შესაძლებლობებს. ძალიან პატარა გამოსახულება ქვედა კიდესთან საკუთარი თავის წმენის ნაკლებობაზე მეტყველებს. ასეთი ადამიანი დათრგუნულია და გაუბედავი. თუ ცხოველის თავი ან ფიგურის ცენტრალური ნაწილი მარჯვნივ არის შებრუნებული, ბავშვი ენერგიული და მიზანსწრაფულია. თუ ფიგურა ან თავი მარცხნივ არის მიბრუნებული - პასიური და გაუბედავი. თუ ცხოველის თავი ანფასშია, ბავშვში ეგოიზმი ჭარბობს, დიდი ყურები ცნობისმოყვარეობას ამხელს, ღია პირი ლაპარაკის სიყვარულზე მეტყველებს, მრგვალი პირი შფოთვას, შიშს გამოხატავს. კბილებს ფსიქოლოგები ზედმეტი აგრესიულობის გამომხატველ სიმბოლოდ მიიჩნევენ. იმავეს თქმა შეიძლება რქებზე, ბრჭყალებზე, ეკლებსა და სხვა მჩხვლეტ თუ ბასრ ელემენტებზე.

(გაგრძელება იქნება)