უკმაყოფილება საკუთარი თავით - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

უკმაყოფილება საკუთარი თავით

ბავშვს სურს, თუნდაც მშობლების თვალებში ამოიკითხოს, რომ ის ლამაზია, სიყვარულის ღირსია, რომ შეიძლება გარშემო მყოფებს მოსწონდეთ. სამწუხაროდ, მშობლებში ჯერ კიდევ დამკვიდრებულია შეხედულება, თითქოს "ზედმეტი" სითბო ბავშვს აყოყოჩებს. მათ ავიწყდებათ, რომ სამართლიანი, კეთილი, თანაგრძნობით სავსე დამოკიდებულება მოზარდს ეხმარება, ირწმუნოს საკუთარი თავის. არსებობს მოშლილობა, რომლის თაობაზეც მეცნიერებსაც კი არ აქვთ საერთო აზრი. ამ დაავადებას ფსიქიკურ ანორექსიას უწოდებენ. დაავადების არსი ის არის, რომ მოზარდ ასაკში გოგონები თავს ანებებენ ჭამას (მსუქანი და გამხდარი ქალის უპირატესობებზე უხსოვარი დროიდან დავობენ, მაგრამ ეს მეტწილად გემოვნების საქმეა). სიგამხდრის ჟინი უფრო და უფრო მძლავრობს. უჭმელობისაგან დაავადებული გოგონა თანდათანობით უძლურდება, იკლებს 10-15 კილოგრამს. ზოგიერთს ესმის, რომ თუ ასე გაგრძელდა, იგი შეიძლება დაუძლურდეს და მოკვდეს, ამიტომ თავს ძალას ატანს, რომ ჭამოს, მაგრამ კუჭი უკვე გადაჩვეულია საკვების მიღებას, იწყება პირღებინება, წონის კლებაც გრძელდება. თუ ასეთ ავადმყოფს დროულად არ ვუმკურნალეთ, შეიძლება ხელიდანაც გამოგვეცალოს. მედიკოსები დიდხანს ეძებდნენ ამ ავადმყოფობის მკურნალობის ოპტიმალურ ხერხებს: აძლევდნენ პაციენტებს მადის გამაძლიერებლებს, ძალით კვებავდნენ და ა.შ. ეფექტი არ იყო. მაშინ მათ თითოეული პაციენტების პიროვნების შესწავლა დაიწყეს. როცა არ იცნობ კონკრეტულ პიროვნებას, არ იცი, რითი საზრდოობს იგი, რა აწუხებს, შეუძლებელია ადეკვატური მკურნალობა დაუნიშნო. ბევრი გოგონა, რომელსაც მომავალში ასეთი ავადმყოფობის საფრთხე ემუქრება, უკვე 10-12 წლის ასაკში ამჟღავნებს ზედმეტ პატივმოყვარეობას, გულცივობას, რაციონალურობას და ხასიათის სხვადასხვა მამაკაცურ თავისებურებებსაც კი.  გოგონები, რომელთაც მიდრეკილება აქვთ ფსიქიკური ანორექსიისადმი, როგორც წესი, ინტელექტუალურად განვითარებული, დადებითი პიროვნებები არიან. მათში ყველაფერია, გარდა ქალურობისა, სინაზისა, ემოციურობისა. როდესაც ისინი აღმოაჩენენ, რომ მათი ქალური არსი იფურჩქნება, გამალებით ებრძვიან მას, მერე კი უკვე აღარ შეუძლიათ, ექიმის დაუხმარებლად დაანებონ თავი ამ უაზრო ბრძოლას. ზოგიერთი მათგანი ქალურ ფორმებს სიკვდილს ამჯობინებს - სავსე მკერდი და თეძოები მათი გაგებით სიმსუქნეა. უბედურება ის არის, რომ ავადმყოფობა ნელ-ნელა იწყება, პირველ ხანებში მას ფსიქოლოგიური ახსნა აქვს და არავითარ ეჭვს არ იწვევს, მაგრამ ხშირად საქმე შორს მიდის. გოგონებს შიმშილისგან გული მისდით. როცა მშობლებს ისინი ექიმთან მიჰყავთ, უმეტესად უკვე ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში ხვდებიან, ზოგჯერ სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე არიან. მრავალი დედა უმეცრებას ამჟღავნებს, როცა გოგონას შიმშილის საშუალებას აძლევს. ძნელია დაადგინო ზღვარი, რომელიც ნორმალურ შიმშილობას ავადმყოფურისაგან განასხვავებს. დიეტა და შიმშილობა მხოლოდ გამოცდილი სპეციალისტის მეთვალყურეობით შეიძლება. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ბევრია ადამიანი, რომელიც ყურად არ იღებს ასეთ გაფრთხილებას. ბიჭები და გოგონები, რომლებსაც მიდრეკილება აქვთ ფსიქიკური ანორექსიისკენ, პიროვნულად თითქმის არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ისინი ყოველთვის "მართლები" არიან, არ გააჩნიათ იუმორის გრძნობა, მიდრეკილება აქვთ სქემატური აზროვნებისკენ. ყოველივე ეს ბავშვობიდან იწყება და ბევრი რამ ამ შემთხვევაში მშობლებზეა დამოკიდებული. ზოგიერთი დედა, რომელიც ვაჟიშვილზე ოცნებობდა, ლამის სკოლამდელი ასაკიდანვე უნერგავს გოგონას, რომ ქალად ყოფნას მამაკაცად ყოფნა სჯობია, რომ ქალი ცხოვრებაში კარგს ვერაფერს ნახავს. დედის ამგვარი დამოკიდებულება ქალიშვილის არსებაში ბადებს მისი ბიოლოგიური დანიშნულებისადმი აშკარა ან ფარულ ზიზღს, ამას კი შეუძლია ფსიქიკის მძიმე მოშლილობა გამოიწვიოს. მნიშვნელოვანია, დროულად გავამხნევოთ ბავშვი, ჩავუნერგოთ მას საკუთარი თავის რწმენა, გადავლახოთ საკუთარი გარეგნობის მიმართ მისი ზედმეტად კრიტიკული დამოკიდებულება. თითქმის ყველა მოზარდი, განურჩევლად იმისა, როგორ გამოიყურება სინამდვილეში, კრიტიკულად აღიქვამს საკუთარ თავს. მოზარდებს, საერთოდ, ახასიათებთ მეტისმეტი კრიტიკულობა, მაქსიმალიზმი. მთავარია, ამ თვისებებმა დამახინჯებული ფორმა არ მიიღოს. თუ მოზარდი ასეთ აზრებს თავს ვერ აღწევს, აუცილებელია ექიმისა და ფსიქოლოგის ჩარევა. ეს მოშლილობა წარმოშობითა და ზოგადი კლინიკური გამოვლინებით ახლოს დგას ფსიქიკურ ანორექსიასთან. მას დისმორფომანიას, ანუ საკუთარი გარეგნობის არასწორად აღქმის ბოდვას უწოდებენ. დისმორფომანია შეიძლება ჰქონდეს ნებისმიერი სქესის ადამიანს, მაგრამ უფრო ხშირად მამაკაცებში შეიმჩნევა. ისინი განიცდიან შეუცნობელ შიშს, ეჩვენებათ, რომ რაღაც ცუდი ემართებათ, რომ რაღაც საბედისწერო გარდატეხა ხდება მათში. ყოველივე ეს ემთხვევა ძლიერ ფსიქოლოგიურ და ჰორმონულ ცვლილებებს, რაც მოზარდი ასაკისთვის ნიშანდობლივია და ამიტომ ბევრ მშობელს ჰგონია, რომ ცუდი არაფერი ხდება, ყველაფერი გაივლის და ყურადღების გამახვილება არ ღირს. ეს შეცდომაა, მშობელს დიდი სიფრთხილე მართებს. ასეთი პაციენტები დაჟინებით აკვირდებიან საკუთარ თავს, ძველ ფოტოსურათებს იმ მიზნით, რომ გაარკვიონ, რა მოხდა, რატომ შეეცვალათ გარეგნობა (ცხადია, მხოლოდ მათსავე თვალში). ამრიგად, მოზარდის მთელი ცხოვრება ემორჩილება მწუხარე განცდებს: ცხვირი, ყურები, პირი და სხეულის დანარჩენი ნაწილები მახინჯად ეჩვენება, აქვს განცდა იმისა, რომ გარშემო მყოფებში უსიამოვნო განწყობას იწვევს, ხდება ეჭვიანი, მძიმე ხასიათისა, ყველაფერი ადვილად სწყინს. მხოლოდ მშობლების უსაზღვრო სიყვარულსა და მოთმინებას შეუძლია შეარბილოს ეს განცდები. არცთუ იშვიათია, რომ უფროსების უტაქტობის, გულგრილობისა და უადგილო ირონიის გამო მოზარდი საბოლოოდ კარგავს საკუთარი თავის, ადამიანების, მომავალი ცხოვრების რწმენას, ამან კი შეიძლება დიდ განსაცდელში ჩააგდოს, ამიტომ აუცილებელია, ამ დროს იყოთ ფაქიზი, ყურადღებიანი საკუთარი შვილის მიმართ!