ბავშვთა ფსიქოლოგის რჩევები - რატომ ცრუობს ბავშვი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბავშვთა ფსიქოლოგის რჩევები - რატომ ცრუობს ბავშვი

შეგნებულ ტყუილს კი რამდენიმე ტიპური მიზეზი აქვს:

1. ბავშვს თქვენი ყურადღების მიპყრობა, ქება, ალერსი სურს. როგორც ჩანს, ის ყურადღების დეფიციტს განიცდის.

2. ბავშვს დანაშაულის დამალვა და სასჯელის თავიდან აცილება უნდა. მან მშვენივრად იცის, რომ დააშავა.

3. ამგვარად გამოხატავს ბავშვი აგრესიას და მტრულ დამოკიდებულებას უფროსების მიმართ.

ხშირად მშობლები მეტისმეტად ბევრს ითხოვენ შვილებისგან, თავს აბეზრებენ მათ გაუთავებელი რჩევებითა და შენიშვნებით. საყვედურის ან სასჯელის შიშით ბავშვი ამჯობინებს, დამალოს ან შენიღბოს თავისი საქციელი... გახსოვდეთ, ნდობით აღსავსე ოჯახური ურთიერთობა მთავარი პირობაა კეთილსინდისიერი და პატიოსანი ადამიანის აღსაზრდელად. ბავშვმა, რომელსაც მშობლების სიყვარული და ალერსი აკლია, შესაძლოა ისე, უბრალოდ მოგატყუოთ, შეგნებულად მოგიშალოთ ნერვები. თუ ასეთი რამ ხშირად ხდება, მშობლებმა დაუყოვნებლივ უნდა მოაგვარონ შვილთან ურთიერთობა, ყოველნაირად ეცადონ, დაიმსახურონ მისი კეთილგანწყობა, თორემ რამდენიმე წლის შემდეგ ურთიერთობის დამყარება პრაქტიკულად შეუძლებელი გახდება. მოზარდს არ ექნება მშობლების ნდობა, იქნება აგრესიული, დაძაბული, გაუჭირდება ჯანსაღი ურთიერთობა სხვებთანაც, ვერ გადავურჩებით ნევროზს. ნევროზი ნერვული სისტემის ფართოდ გავრცელებული დაავადებაა, რომელსაც ზედმეტი ფსიქიკური დაძაბულობა იწვევს. ბავშვებში ის მჟღავნდება: მეხსიერების დაქვეითებით, ღამის შიშებით, სწრაფად დაღლით, ყოფაქცევის შეცვლით, ენაბლუობით, განწყობილების სწრაფი და უსაფუძვლო ცვლით. ნევროზის ერთ-ერთი მიზეზია არასწორი აღზრდა. ინტერესებისა და სურვილების დათრგუნვა ბავშვს გულჩათხრობილს ხდის, საკუთარი თავის რწმენას აკარგვინებს. ასეთი ბავშვი არ არის ლაღი, თავისუფალი და დამოუკიდებელი, რაც ხელს უშლის თანატოლებთან ურთიერთობაში. საპირისპირო შემთხვევაა, როცა ბავშვს ხელისგულზე ატარებენ და ყველა სურვილს უსრულებენ. ამით გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უუნარო პიროვნება ხდება.  ბავშვს, რომელსაც, მშობლების მისდამი დამოკიდებულებიდან გამომდინარე, თავი “განსაკუთრებულად” მიაჩნია, მომატებული თვითშეფასება აქვს და ხშირად ზედმეტად მომთხოვნია სხვების მიმართ. ნევროზის განვითარებას ხელს უწყობს “მათრახისა” და “თაფლაკვერის” აღმზრდელობითი  სისტემაც. ოჯახში, სადაც ბავშვის აღზრდას ერთდროულად ორი თაობა ეწევა (დედა, მამა, ბებია და ბაბუა) და თითოეულს საკუთარი დამოკიდებულება აქვს მის მიმართ, ბავშვებს ხშირად ემართებათ ნევროზი. ეცადეთ, არ დაუზიანოთ ბავშვს ფსიქიკა, აჩუქეთ მას რაც შეიძლება მეტი დადებითი ემოცია, გამონახეთ მისთვის დრო. ხშირად გაახარეთ, ყოველთვის შეასრულეთ მისთვის მიცემული პირობა, ნუ მოითხოვთ ბავშვისგან იმას, რის ძალაც მას არ შესწევს, ნუ მოაკლებთ ყურადღებას, მაგრამ ნურც ზედმეტი მზრუნველობით დაღლით. სრულფასოვანი ფიზიკური, გონებრივი და ემოციური განვითარებისთვის ბავშვს ურთიერთობა - საუბარი, თამაში, მოფერება საჭირდება. სიყვარულის გაცემისა და აღქმის, ურთიერთობის დამყარების უნარი ადამიანს დაბადებიდანვე დაჰყვება. ბავშვს სურს, იგი უყვარდეთ; გრძნობდეს, რომ მისი არსებობა ყველას უხარია. ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილება ბავშვის შინაგანი სამყაროსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია - ეს მას უსაფრთხოების, დაცულობის განცდას უჩენს.