კითხვები ბავშვთა ფსიქოლოგს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კითხვები ბავშვთა ფსიქოლოგს

ფსიქოლოგის რჩევა: ასეთ ვითარებაში არჩევანის გაკეთება ადვილი არ არის, მაგრამ არც ის არის საჭირო, ეს ვისიმე საამებლად გააკეთოთ. უფროსმა თაობამ საწყენად არ უნდა მიიღოს, მაგრამ ისინი “სიყვარულით” გვეხმარებიან, ამიტომ უფრო მეტი უფლებით სარგებლობენ, ვიდრე ძიძა, ვისთანაც ურთიერთობა ფულით რეგულირდება. თქვენ ირჩევთ ისეთ ძიძას, რომლის წარმოდგენები ბავშვის მოვლასა და აღზრდაზე თქვენსას ემთხვევა. სხვა შემთხვევაში თქვენ მას სამუშაოზე არ აიყვანთ. ბებიასთან კი ასეთი სვლა არ გაგივათ: “მან გაგზარდათ თქვენ (ან თქვენი მეუღლე), ბავშვი თავს ურჩევნია და უკეთ იცის, რა სჭირდება მის შვილიშვილს”. სიყვარული უფრო მერყევი მატერიაა, ვიდრე ფული. ამიტომ მისით აპელირება იოლია, ხოლო მასზე დაყრდნობა - ძნელი. იმას არ ვგულისხმობთ, რომ ეჭვი უნდა შეიტანოთ ბებიის (ან ბაბუის) შვილიშვილისადმი სიყვარულში - რა თქმა უნდა ბავშვი ბებიისთვის ღვიძლია, ძიძისთვის კი - არა, მაგრამ მაინც გირჩევთ, კარგად აწონ-დაწონოთ ყველაფერი. ბევრ დედას მიაჩნია, რომ ბებიები ხშირად არღვევენ ბავშვების კვების წესებს, ანებივრებენ მათ, სკეპტიკურად უყურებენ განმავითარებელ თამაშებს... ბებიის ქცევის შეცვლა შეუძლებელია. ძიძა ერთადერთი გამოსავალია. ცხადია, რაც უფრო  მეტი ადამიანის სიყვარულს გრძნობს ბავშვი, მით უფრო ბედნიერია ის. ტაქტიანად აუხსენით ბებიებს, რომ ყოველდღიური მძიმე შრომისთვის ძიძა გჭირდებათ, მათ კი კინოში ან თეატრში წასვლისას დაიხმარებთ. სასხვათაშორისოდ უთხარით ისიც, რომ ბავშვებს ბებიები მაშინ უფრო ძლიერ უყვართ, როცა, მკაცრი მშობლებისგან თავმობეზრებულები, მათთან სტუმრად მიდიან.

მეორე შვილის დაბადებას შიშით ველოდი, რადგან გამეგონა, რომ უფროსი და-ძმები ეჭვიანობის გამო ტირანულად ექცევიან უმცროსებს. ჩემი ბიჭუნა, გიორგი, მაშინ ოთხი წლის იყო. ჩვენ ბევრს ვსაუბრობდით, ვათვალიერებდით სურათებს, რათა მას სცოდნოდა, როგორ ვითარდება მისი დაიკო, ერთად ვუსმენდით, როგორ მოძრაობდა ის მუცელში, ერთად ველოდით... მსურდა, მარიამის დაბადება სასიხარულო მოვლენა ყოფილიყო მისთვის და ეს შევძელი. გიორგის არ სწყინდა ჩემი “უყურადღებობა”, მეხმარებოდა კიდეც ბავშვის მოვლაში და ელოდა, როდის წამოიზრდებოდა და, რომ დედას მეტი დრო დარჩენოდა მისთვის. ის კი წამოიზარდა და... ნამდვილი ოტელო აღმოჩნდა! როცა მიხვდა, რომ დედისთვის ერთადერთი არ იყო, ძამიკოს ნამდვილი ომი გამოუცხადა. მასთან მისულს დამინახავს თუ არა, ისტერიულ ტირილს იწყებს. ამით გიორგიც იტანჯება და მეც. მენატრება მასთან სიახლოვე, მასზე ზრუნვა... თამარი, 32 წლის

ფსიქოლოგის კომენტარი: სიტუაცია მარტივი არ არის, თუმცა დრო რომ გაივლის, შეიცვლება. იგრძნობა, რომ ემოციურად თქვენ უფროსი შვილის მხარეზე ხართ. როგორც ჩანს, ინტუიციურად ამას ბიჭუნაც გრძნობს. ეცადეთ, ფხიზლად შეხედოთ იმ მინუსებს, რომლებიც უმცროსი შვილის მდგომარეობას აქვს - ის ვერასოდეს იქნება ერთადერთი, როგორიც იყო ოთხი წლის განმავლობაში გიორგი, ყურადღებას ვერასოდეს დაუთმობთ მხოლოდ მას. პატარამ იცის ეს და აპროტესტებს. მოგიწევთ, ერთხანს - ნახევარი ან ერთი წლის განმავლობაში - დროსა და სივრცეში გამიჯნოთ მათი დაძინების რიტუალები. დაუთმეთ მთელი ყურაღება მარიამს, სანამ არ დაიძინებს, მერე კი გიორგის ჯერი დადგება - მოეფერეთ, წაუკითხეთ, ეთამაშეთ, ხატეთ მასთან ერთად. მიეცით საშუალება იამაყოს, რომ მას აქვს უფლება, უფროსებივით გვიან დაიძინოს. იფიქრეთ იმაზე, რომ საერთო მხიარულების დრო წინ გაქვთ და ის აუცილებლად დადგება.

ჩემი გოგონა, ელენე, ორი წლის ხდება. როგორც კი თავისი და სხვისი სათამაშოების გარჩევა ისწავლა, მაშინვე შეწყვიტა სხვებისთვის მათი თხოვება. უფრო მეტიც - სხვებს სტაცებდა სათამაშოებს. მინდა, საბავშვო ბაღში მივიყვანო, მაგრამ ვშიშობ, აუცილებლად მოუვა კონფლიქტი - იქ ხომ სათამაშოები საერთოა. თინიკო, 24 წლის

ფსიქოლოგის კომენტარი: დაახლოებით სამ წლამდე ბავშვებს არ შეუძლიათ სასურველ ნივთებზე უარის თქმა. ჯანსაღი ბავშვური ეგოცენტრიზმი ნორმალურია. როცა პატარა სამი წლის გახდება, შეეცადეთ, თქვენ თვითონ გასცეთ პასუხი კითხვას: როგორ გესმით სიტყვა “ხელგაშლილობა”? როცა თქვენი შვილი ქვიშაში თამაშობს და უშურველად სჩუქნის პლასტმასის სათლს თუ ნიჩაბს თანატოლს, ეს, ბუნებრივია, გახარებთ, მაგრამ როგორი იქნება თქვენი რეაქცია, როცა გოგონა დაბადების დღეზე ნაჩუქარ თოჯინას ან ველოსიპედს მეორე დღეს მეზობელს აჩუქებს? რას ეტყვით ელენეს, როცა ის შეგახსენებთ, რომ ძუნწი არ უნდა იყოს? აღზარდეთ ბავშვში საკუთრებისადმი სწორი დამოკიდებულება შემდეგი ხერხით: გოგონას უნდა ჰქონდეს ნივთები, რომლებსაც ის თავისი შეხედულებისამებრ განკარგავს. ნაცვლად იმისა, რომ თხოვნისთანავე თავისი სათამაშო სხვა ბავშვს გადაულოცოს, შეეცადეთ, თავის სურვილებში გარკვევა ასწავლოთ. ბავშვს აქვს სრული უფლება, თავისი სათამაშო თავისთვის დაიტოვოს. ამგვარად უკეთ გაიგებთ, რატომ აქვთ სხვა ბავშვებს იმავეს უფლება. მოგვიანებით ის თვითონვე იგრძნობს სიძუნწის უსიამოვნო შედეგებს და შეგნებულად გაანაწილებს თავის მცირე ქონებას, უფრო გვიან კი იმასაც გაიგებს, რომ ადამიანები ზოგჯერ ერთმანეთს საჩუქრებს უძღვნიან და საჩუქრის უკან გამორთმევა არ შეიძლება.