ეჭვიანობა სხვადასხვა ასაკში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ეჭვიანობა სხვადასხვა ასაკში

ზოგჯერ პატარას მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების სურვილიც უჩნდებათ. ამისთვის მშობლები მათ მკაცრად სჯიან, მაგრამ სასჯელი სულაც არ ამცირებს, პირიქით, აძლიერებს კიდეც ეჭვიანობას და მასთან დაკავშირებულ ახირებებს. ამ უცნაურობას მარტივი და გასაგები მიზეზი აქვს - ბავშვი ცდილობს, კვლავ მოექცეს მშობლების და, საზოგადოდ, ოჯახის წევრების ყურადღებისა და მზრუნველობის ცენტრში. თავის მხრივ, მშობლებსაც მიუძღვით ბრალი. ისინი უსაფუძვლოდ მიიჩნევენ ჯერ კიდევ პატარა ბავშვს “დიდად”. ახალშობილთან შედარებით ის მართლაც დიდია, მაგრამ რეალურად - ძალიან პატარა. მშობლები უფროსი შვილისგან მოითხოვენ უფრო მეტ გაგებასა და თანადგომას, ვიდრე პატარას შეუძლია. ხშირად გაიგონებთ ჩივილს, რომ უფროსი შვილი “უკვე დიდია”, მაგრამ დედისა არ ესმის, არ ეხმარება მას. ბავშვი კი ვერ ხვდება, რატომ აღარ უთმობენ სათანადო ყურადღებას. მას ძალიან უნდა, იმედი არ გაუცრუოს უფროსებს, მაგრამ ეს არ გამოსდის და ისიც იოლ გზას პოულობს - ცდილობს, ისევ პატარა და უმწეო გახდეს. ეს ერთადერთი გზაა მშობლების ყურადღების დასაბრუნებლად. არ აქვს მნიშვნელობა, ეს ყურადღება პოზიტიური იქნება თუ ნეგატიური - მთავარია, უფროსის მზერა მისკენ იყოს მიმართული და დაე, იყოს ის მკაცრიც, გაბრაზებულიც. მშობლებმა უნდა გაიგონ, რომ ბავშვი არ არის დამნაშავე. ის კი არ “გაფუჭდა”, არამედ ჯერ ვერ შეეგუა ცხოვრების ახალ წესს, ვერ იგრძნო დაძმური სიყვარული. როცა ბავშვი რეგრესიის სიმპტომებს ამჟღავნებს, ნუ უსაყვედურებთ და ნუ დასცინებთ. აუხსენით, რომ ახალშობილს ჯერ კიდევ არ შეუძლია საკუთარ თავზე ზრუნვა, ამიტომ დედის მეტი ყურადღება სჭირდება. ხაზი გაუსვით, რომ ის უკვე დიდია, ბევრი რამ იცის, ბევრ რამეს აკეთებს თავისი ხელით, მაგრამ თუ პატარობანას თამაში უნდა, დედა მზადაა ეთამაშოს. ნუ გაბრაზდებით; ჯობია, სერიოზული სახით ჩააცვათ პამპერსი თუნდაც 4 წლის ბავშვს, გაახვიოთ საფენებში, მისცეთ საწოვარიანი ბოთლი. ბავშვს ეს ყველაფერი მალე მობეზრდება. მაშინაც კი, როცა უფროსი ბავშვი სისტემატურად უშლის ხელს ახალშობილს, ხმაურობს, აღვიძებს პატარას, მას სულაც არ ამოძრავებს ბოროტი განზრახვა - შესაძლოა, მას მიაჩნდეს, რომ ეს არის მშობლების ყურადღების მიპყრობის ერთადერთი ხერხი. ბავშვი ვერ ხვდება, რომ ასე დედას უფრო მეტ დროს ართმევს და, შესაბამისად, საკუთარ თავსაც აკლებს მშობლის ყურადღებას. ასეთ დროს დედამ პატარას უნდა აუხსნას, რომ როცა ჩვილი დაიძინებს, ერთად ითამაშებენ ან წიგნს წაიკითხავენ, ოღონდ დაპირება აუცილებლად უნდა შეასრულოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის შვილის ნდობას დაკარგავს.