როცა ბავშვი მატყუარად მიგიჩნევთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როცა ბავშვი მატყუარად მიგიჩნევთ

დაგვეთანხმებით, სიტუაცია ნამდვილად არ არის სასიამოვნო, ყველაზე უარესი კი ის გახლავთ, რომ ნაწყენ ბავშვს ძნელად თუ აუხსნით რამეს. ისღა დაგვრჩენია, უხერხულობის თავიდან აცილებას ვეცადოთ. რასაკვირველია, ყველა პრობლემას ვერ გაითვალისწინებთ, მაგრამ შეიძლება, პატარა ისე მოვამზადოთ, რომ ნაწყენი არ დარჩეს.

1. რაიმე ღონისძიების დაგეგმვისას ბავშვი ყოველთვის გააფრთხილეთ, რომ გამორიცხული არ არის, რამემ შეგიშალოთ ხელი. რასაკვირველია, პატარა მაინც ნაწყენი დარჩება, მაგრამ თქვენ მართალი იქნებით, შვილს თქვენს სიტყვებს გაახსენებთ და ისიც თანდათან გაიგებს, რომ დაგეგმილი ყოველთვის არ სრულდება.

2. შეეცადეთ გაიგოთ, რატომ დარჩა ბავშვი ნაწყენი და თანაუგრძნოთ. პატარა უპირობოდ ენდობა მშობლებს. თავად მშობლებიც მიისწრაფვიან, შვილი მკაცრი რეალობისგან დაიცვან. მაგრამ როცა უქმდება დიდი ხნის წინ დაგეგმილი გასართობი ღონისძიება, ბავშვის ბუნებრივი რეაქციაა იფიქროს, რომ დედის სიტყვა სანდო არ არის. ასეთ დროს ყველაზე გონივრული იქნება, ბავშვს წყენის გადალახვაში დავეხმაროთ. სწორედ დავეხმაროთ და არა თავი ვიმართლოთ ან თავად ბავშვს ვუსაყვედუროთ, რომ ჩვენი პრობლემები არ ესმის. ნაწყენ ბავშვს საყვედურები შვებას ვერ მოჰგვრის, მაგრამ თუ გულში ჩაიკრავთ, მოეფერებით, ეტყვით, რომ თავადაც ძალიან გწყდებათ გული, პატარას ნამდვილად მოეშვება გულზე.

3. სთხოვეთ პატიება მომხდარის გამო. ნუ ჩათვლით, რომ ამით დათმობაზე მიდიხართ და საკუთარ ავტორიტეტს ლახავთ. პირიქით, ეს მისთვის საკმაოდ კარგი მაგალითი იქნება.

4. როცა პირველი ემოციები ჩაცხრება და ბავშვიც დამშვიდდება, აუხსენით, რომ ცხოვრება ასეა მოწყობილი - ის, რაც დაგეგმილი გვქონდა, ყოველთვის არ გამოგვდის. ამასთან, როცა თავად მშვიდად შეხვდებით მოულოდნელობას, თქვენი შვილიც ნელ-ნელა მიეჩვევა ემოციების მართვას.

ამგვარად თანდათან შექმნით ნდობაზე დამყარებულ ურთიერთობას და კიდევ უფრო ასწევთ შვილის თვალში საკუთარ ავტორიტეტს, მოგვიანებით კი აღარ დაგჭირდებათ მკითხაობა, რატომ არის თქვენი შვილი ასეთი გაუგონარი, აგრესიული, რადგან თქვენს მეგობრობას თავიდანვე მტკიცე საფუძველი ექნება.