ბავშვის გრძნობები მნიშვნელოვანია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბავშვის გრძნობები მნიშვნელოვანია

უმეტესობა გონებას უფრო მეტად ენდობა, ვიდრე გრძნობებს. მათ ავიწყდებათ, რომ ემოციები ჩვენი შინაგანი სამყაროს ინტელექტზე არანაკლებ მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩვენი გრძნობები თავისებური ბარომეტრია იმისა, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება. შინაგანი შეგრძნებები გვკარნახობს, რა არის ჩვენთვის კარგი და რისი გაკეთება არ ღირს. მაგალითად, შიშის გრძნობა გვიცავს საფრთხეებისგან, დანაშაულის განცდა გვკარნახობს, რომ გადავაბიჯეთ ზღვარს ახლობელთან ურთიერთობისას, ხოლო ბედნიერების განცდა საშუალებას გვაძლევს, შევიგრძნოთ სიცოცხლის სიხარული, რომელიც სირთულეთა გადალახვაში გვეხმარება. ემოციური სრულყოფისთვის მნიშვნელოვანია ორი რამ: შეგვეძლოს საკუთარ გრძნობებში გარკვევა და გვესმოდეს სხვისი განცდები. ბავშვი სიცოცხლის დასაწყისიდანვე მჭიდროდ არის დაკავშირებული დედასთან, რომელსაც შესწევს უნარი, უსიტყვოდ გაუგოს შვილს, სხვა ადამიანებთან ურთიერთგაგების დამყარება კი პატარამ აუცილებლად უნდა ისწავლოს. თუ გსურთ, თქვენი შვილი გაერკვიოს ადამიანური ურთიერთობების სამყაროში, ასწავლეთ მას სხვისი გრძნობების გაგება. მაგალითად, ერთად დაათვალიერეთ წიგნების ილუსტრაციები, იმსჯელეთ პერსონაჟთა განწყობილების შესახებ: “პატარა ნინიკოს ბურთი ღობის იქით გადაუვარდა, შეწუხდა და ატირდა”. ესაუბრეთ საკუთარი გრძნობების შესახებ: “მიხარია, როცა ნახატს მჩუქნი!” “როცა ცელქობ, მე ვბრაზდები” და ა.შ. ასაკის მატებასთან ერთად გაუფართოვეთ ბავშვს ემოციური თვალსაწიერი: ესაუბრეთ ისეთი გრძნობების შესახებ, როგორებიცაა იმედგაცრუება, სიამაყე, უნდობლობა და სხვა. ასეთი საუბრები პატარას იმის გაგებაში დაეხმარება, რომ სწორედ გრძნობები მართავს ყველაზე ხშირად ადამიანის ქცევას. ძალიან მნიშვნელოვანია ვასწავლოთ ბავშვს იმის გაგება, რა ხდება მის თავს ცხოვრების ამა თუ იმ მომენტში. ამისთვის საჭიროა, მან საკუთარ გრძნობებში გარკვევა შეძლოს. მაგალითად, “შენ ძაღლის შეგეშინდა”, “ვიცი, რომ ნაწყენი ხარ, მაგრამ უკვე დროა, სეირნობა დავამთავროთ და შინ წავიდეთ”. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ გრძნობების ახსნა, მათთვის სახელის დარქმევა არ იქცეს შთაგონებად, რომელიც გავლენას მოახდენს თვითშეფასებაზე: “გეშინია, ღელავ - ესე იგი, არ ენდობი საკუთარ თავს”. თქვენი ახსნა-განმარტებების წყალობით ბავშვს გაუფართოვდება გრძნობათა ლექსიკონი, ეს კი იმის გაცნობიერებაში დაეხმარება, რა ხდება ადამიანებთან ურთიერთობისას (“არ ვიმეგობრებ მარიამთან: ის დამცინის, მე კი ეს მწყინს!”) აქედან ერთი ნაბიჯია იქამდე, რომ ბავშვმა ისწავლოს თავის გრძნობათა მართვა: “მე მოწყენილი ვარ... ჩამირთეთ ჩემი საყვარელი მულტფილმი!” ეს კი უკვე მნიშვნელოვანი ნაბიჯია სრულყოფისკენ. ეს იმას ნიშნავს, რომ პატარა იზრდება.