ურთიერთობის სირთულეები - პატარა შეიცვალა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ურთიერთობის სირთულეები - პატარა შეიცვალა

მაგალითად, პატარა კატეგორიულ უარს ამბობს, დაუთმოს სათამაშოები თანატოლებს, სამაგიეროდ, ცდილობს, უნებართვოდ დაეპატრონოს სხვისას. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მასში სიძუნწემ გაიღვიძა და მისგან აუცილებლად გამოუსწორებელი ეგოისტი დადგება; უბრალოდ, ასეთია მისი ასაკის თავისებურება. ნუ შეგრცხვებათ მისი საქციელის, ნუ გამოსტაცებთ ხელიდან სათამაშოს, რათა სხვა ბავშვს ათხოვოთ - ამით თქვენს პატარას ძლიერ ტრავმას მიაყენებთ, რაც პროვოცირებას გაუწევს ძილის დარღვევას, არასასიამოვნო და საშიშ ქცევას, ენაბორძიკობას, თითის წოვას... კონფლიქტური სიტუაციები თავიდან რომ აიცილოთ, სეინობისას ნუ წაიღებთ თან ისეთ ნივთს, რომელიც სხვა ბავშვების ყურადღებას მიიპყრობს და მათ მძაფრ ინტერესს გამოიწვევს. თუ პატარა საბავშვო მოედნისკენ პირადი მინიავტომობილით გაემართება, აუცილებლად მოუწევს თანატოლებისგან უსასრულო ხვეწნა-მუდარის მოსმენა: “მათხოვე, რა!” “ცოტა ხანს დამსვი რა საჭესთან!” - და წყენისა და ცრემლების საფუძველიც გაჩნდება, ქვიშაში სათამაშო აქსესუარებით კი მშვიდად გაერთობით. დაბადების დღეზე ნაცნობი ბავშვები დაპატიჟეთ? ნუ გადმოალაგებთ მათ თვალწინ ყველა სათამაშოს. უკიდურეს შემთხვევაში, იმათ მაინც, რომლებიც პატარა იუბილარს ყველაზე მეტად უყვარს და უფრთხილდება - თუ საყვარელი დათუნია სხვის ხელში დაინახა, კარგად აღზდილი ბავშვიც კი ისტერიკას მოაწყობს. კიდევ ერთი - ნუ გექნებათ იმედი, რომ პატარებს თოჯინებითა და მანქანებით გაართობთ. ამ ასაკში ერთად თამაში არ გამოუვათ, საუკეთესო შემთხვევაში ყველა თავისთვის განმარტოვდება სათამაშოთი ხელში, უარესში კი ყველაზე ლამაზი სათამაშოსთვის წაეკიდებიან ერთმანეთს. ჯობს, პატარა სტუმრები მოძრავი თამაშით შეიქციოთ, რომელშიც ყველა მიიღებს მონაწილეობას და დაიცავს მარტივ, მათთვის გასაგებ წესებს. მაგალითად, ათამაშეთ მატარებლობანა, რომელშიც “ვაგონები” ერთმანეთს ჩაებმებიან და სამოგზაუროდ წავლენ, ან, ხელიხელჩაკიდებულები, ერთად ამღერეთ და აცეკვეთ. შესთავაზეთ პატარებს ცხოველების, საყვარელი წიგნისა თუ მულტფილმის გმირების განსახიერება - ეს მათ ძალიან მოეწონებათ, კარგად იმხიარულებენ და დამეგობრდებიან. დანარჩენზე ნუ ინერვიულებთ - 4 წლისთვის პატარა მომწიფდება სხვა ბავშვებთან ერთად სიუჟეტური თამაშებისთვის და ხალისით გაუზიარებს თანატოლებს ყველა ნივთს. ზოგიერთ დედას ძალიან აშფოთებს ქვიშაში თამაშისკენ ან გუბეებში ჭყაპუნისკენ ბავშვების ლტოლვა - პატარა გამოპრანჭული გადის შინიდან, უკან კი ტალახში ამოსვრილი ბრუნდება. ნუ ღელავთ, ბავშვები, რომლებმაც ადრეულ ასაკში გაიარეს “ქვიშის პერიოდი”, ზრდასრულ ასაკში გაწონასწორებული, ფაქიზი და კარგად აღზრდილი პიროვნებები ხდებიან, ხოლო პატარები, რომლებიც მოკლებულნი იყვნენ ამ სიამოვნებას, ხშირად იტანჯებიან ენურეზით, იძენენ მავნე ჩვევებს, საკუთარ თავში ჩაკეტილ და აგრსიულ ადამიანებად იზრდებიან. ქვიშასა და წყალში თამაში ბავშვებს ლაღი, გულღია ხასიათით აჯილდოებს - ასეთ წუთებში ხომ პატარები ნამდვილ ბედნიერებას განიცდიან.