ძილის წინ ზღაპრების წაკითხვა მეტყველებასთან დაკავშირებულ ტვინის უბნებს ავითარებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ძილის წინ ზღაპრების წაკითხვა მეტყველებასთან დაკავშირებულ ტვინის უბნებს ავითარებს

ცინცინათის ბავშვთა ჰოსპიტლის სამედიცინო ცენტრის მკვლევარებმა დაამტკიცეს, რომ ეს მათში ავითარებს სწავლის უნარსა და მეტყველებასთან დაკავშირებულ ტვინის უბნებს. მეცნიერების აზრით, წერს The Daily Mail-ი, სკოლამდელი ასაკი წარმოადგენს ტვინის განვითარებისთვის კრიტიკულ პერიოდს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია არ დავკარგოთ ეს ძვირფასი დრო.

ცენტრის მიერ ჩატარებულ კვლევაში მონაწილეობდა 3-დან 5 წლამდე ასაკის 19 ბავშვი. მათგან 37% იყო ხელმოკლე ოჯახიდან. მოხალისეთა მშობლები ყვებოდნენ რამდენად ხშირად და რომელ წიგნებს უკითხავდენენ ისინი შვილებს, როგორ ექცეოდნენ და თამაშობდნენ ბავშვებთან. ამის შემდეგ სპეციალისტები ახდენდნენ მონაწილეთა ტვინის სკანირებას, ვიდრე ბავშვები ყურსასმენებით ისმენდნენ ზღაპრებს.

კვლევამ აჩვენა, რომ ამ შემთხვევაში ბავშვების ტვინის სემანტიკურ გადამუშავებასთან (მოსმენილი ტექსტიდან შინაარსის გამოტანის უნარი) დაკავშირებული უბნების აქტივობა უფრო მაღალი იყო. მოცემული ზონები პასუხისმგებლები არიან მეტყველებასა და კითხვაზე. შედეგები არ შეცვლილა, მონაწილეთა ოჯახების შემოსავლების დონის გათვალისწინების შემდეგ.

ლალი ჩხიკვაძე