ვენდოთ თუ არა განვითარების ცხრილებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ვენდოთ თუ არა განვითარების ცხრილებს

როგორ მოვიქცეთ, თუ პატარა რატომღაც ვერ ეწერება “ნორმის” ჩარჩოებში? დედებო, გჯეროდეთ: თუ ბავშვს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს და ნამდვილად ჩამორჩება განვითარებით, ექიმი გადახრებს თქვენი დახმარების გარეშეც შეამჩნევს. იმისთვის, რომ დაისვას “განვითარებაში ჩამორჩენის” დიაგნოზი, საჭიროა ბავშვზე ყოველმხრივი დაკვირვება, ეს კი ნიშნავს, რომ პატარა უნდა ჩამორჩებოდეს ყველა პარამეტრით: მსხვილი და მსუბუქი მოტორიკით, ემოციური განვითარებით და ა.შ. მაგრამ ხდება ისეც, რომ ბავშვი, რომელიც რომელიმე ერთი უნარის განვითარებით ჩამორჩება, რომელიმე სხვა მაჩვენებლით უსწრებს თანატოლებს. უბრალოდ, ყურადღებით დააკვირდით მის წარმატებებს. თუ ბავშვი ყველაფერს თავის დროზე აკეთებს და ისეთი უნარების დემონსტრირებასაც ახდენს, რომლებიც მასზე უფროსი ბავშვებისთვისაა დამახასიათებელი, თამამად შეგიძლიათ იამაყოთ და “პლუსი” ჩაიწეროთ აღზრდისა და მოვლის თქვენეული მეთოდების შეფასების გრაფაში. არსებობენ დედები, რომლებსაც აშფოთებთ, რომ მათი პატარები, მათი აზრით, მეტისმეტად სწრაფად ვითარდებიან - ვაითუ სიარულის ნაადრევი მცდელობა უარყოფითად აისახოს ჩონჩხის განვითარებაზე? დავაკვირდეთ ბუნებას. რატომ არის, რომ ერთსა და იმავე ხეს ერთდროულად ასხია მსხვილი, მწიფე, წვნიანი ნაყოფი, რომელიც სადაცაა ჩამოცვივდება და მომცრო, მწვანე, უმწიფარი? დასკვნა აშკარაა: ყველა ბავშვს განვითარების ინდივიდუალური ტემპი აქვს. თუ ასეა, რა საჭიროა ბავშვის განვითარების მაჩვენებლების ცხრილი? რა თქმა უნდა, იმის გასაგებად, რამდენად სწორად ვითარდება ბავშვი. მაგრამ ეს ცხრილები ელემენტარული სტატისტიკაა, რომელშიც საშუალო მაჩვენებლები აისახება. ყოველ ბავშვზე, რომელმაც 10 თვის ასაკში აიდგა ფეხი, მოიძებნება ბავშვი, რომელმაც პირველი ნაბიჯი წლისა და 2 თვის ასაკში გადადგა. ცხრილში კი მითითებულია, რომ პატარამ ერთი წლისთვის უნდა გაიაროს. და, რა თქმა უნდა, ასეთი პატარებიც მრავლად არიან. დიახ, ყველა ეს ბავშვი ნორმალურად ვითარდება. რატომ არის, რომ ბუნებრივად მიგვაჩნია ზრდასრული ადამიანის უნიკალურობა, მაგრამ როცა საქმე ბავშვებს ეხება, საღი აზროვნების უნარს ვკარგავთ? რატომ ვართმევთ უფლებას, გამოავლინონ თავიანთი ინდივიდუალობა, რატომ ვცდილობთ მათ მოქცევას განსაზღვრულ სტანდარტში? გახსოვდეთ, ყველაფერს თავისი დრო აქვს!