დედების სკოლა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დედების სკოლა

ფსიქოლოგის კომენტარი: მამა დამნაშავე არ არის _ გოგონას გაუჭირდა უთქვენოდ, ხოლო როცა ბავშვები იმაზე მეტხანს რჩებიან დედის გარეშე, ვიდრე სტრესის გარეშე შეუძლიათ მოთმენა, ადვილი შესაძლებელია, სწორედ ასეთი რეაქცია ჰქონდეთ _ ჭირვეულობენ, ბრაზობენ, ცდილობენ, თავისი გაიტანონ... ამ დროს საჭიროა მოცდა, მოთმენა. მიეცით საშუალება, დატკბეს თავისი საზოგადოებით რამდენ ხანსაც მოისურვებს და ყველაფერი თავის ადგილას დადგება. თქვენი გოგონა უკვე იმ ასაკშია, როცა ბავშვი აქტიურად ამჟღავნებს თავის ხასიათს, იცავს თავის სურვილებს, მოითხოვს მათ დაკმაყოფილებას. ახლა უნდა მოიფიქროთ, როგორ შეუთანხმდეთ, როგორ დაიყოლიოთ. საუკეთესო გამოსავალია ყურადღების რამე ისეთზე გადატანა, რაც მას დააინტერესებს. კარგი იქნება იმის ცოდნაც, რატომ ჭირვეულობს პატარა _ დაღლილობის თუ შიმშილის გამო. თუ პრობლემის მოგვარება შეიძლება ბავშვის ხელში აყვანით და დაყვავებით, ასეც მოიქეცით. იმისთვის, რომ ბავშვის ხელით ტარება უფრო მოხერხებული იყოს, სპეციალური მოწყობილობა შეიძინეთ.

რამდენად აუცილებელია ბავშვისთვის საბავშვო ბაღში სიარული? ჩემი გოგონა წლისა და რვა თვისაა. მთელი დღე ჩემთან არის. უცხო ადამიანებს ცუდად იღებს, ბავშვებთან თამაში არ უყვარს. ცოტა ხნის წინ საავადმყოფოში ვიწექით, მერე სახლშიც დიდხანს ვიავადმყოფეთ. იქნებ ბავშვებთან ურთიერთობა სასიკეთოდ წაადგეს?

ფსიქოლოგის კომენტარი: თუ ბავშვის კლინიკიდან გამოწერის შემდეგ თვეზე ნაკლებია გასული, ბაღში მიყვანას არ გირჩევთ. სავსებით ბუნებრივია, რომ საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ გოგონას ქცევა შეეცვალა. ავადმყოფობა და, მით უმეტეს, საავადმყოფოში წოლა ნებისმიერი ბავშვისთვის ძლიერი სტრესია. ორგანიზმსაც და ფსიქიკასაც სჭირდებათ დრო, რათა ამ სტრესს დაემშვიდობონ. თუ ბავშვს ჯერ არ სურს ბავშვებთან თამაში, ამაში არაფერია საგანგაშო. რაც შეიძლება მეტი ისეირნეთ მასთან ერთად, ეთამაშეთ მოძრავი თამაშები, მოიპატიჟეთ სტუმრად დედები ბავშვებთან ერთად _ თავის სახლში, საკუთარ ტერიტორიაზე, გოგონას უფრო გაუადვილდება ურთიერთობის დამყარება. ჩემს ექვსი წლის ბიჭუნას ძალიან ეშინია ძაღლის. წლისა და ხუთი თვისა მეზობლის ძაღლმა შეაშინა. დავამშვიდე, მაგრამ, როგორც ჩანს, შიში დარჩა. ახლაც, როგორც კი ძაღლს დაინახავს, იმალება და გვეკვრის.

ცოტა ხნის წინ ფანჯრიდან ასეთ რამეს მოვკარი თვალი: გავიდა თუ არა ჩემი შვილი სადარბაზოდან, მისკენ მომავალი ძაღლი დაინახა; ბავშვი დაძაბული, შეშფოთებული მოსწყდა ადგილს (წინ კი მანქანებით სავსე ქუჩაა)... როგორ გადავლახოთ შიში? იქნებ ლეკვი შეგვეძინა?

ფსიქოლოგის კომეტარი: როგორც თქვენი ნაამბობიდან ჩანს, პრობლემა დიდი ხნისაა, ამიტომ სასურველია, მიმართოთ ფსიქოლოგს, რათა ბავშვს მიეცეს საშუალება, “დაამუშაოს” თავისი შიში და დაემშვიდობოს მას. შინ შეიძლება ვასწავლოთ ძაღლებთან მოქცევის წესები, ავუხსნათ, ვავარჯიშოთ, მასთან ერთად გავითამაშოთ რაიმე სიტუაცია _ როგორ უნდა მოიქცეს, თუ ძაღლი მისკენ მიდის, უყეფს ან უღრენს. როცა ადამიანმა იცის, რა იღონოს რთულ სიტუაციაში, ნაკლებად ეშინია. შიში მცირდება და დროთა განმავლობაში შესაძლოა გაქრეს კიდეც.