რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
როგორ ვასწავლოთ ბავშვს მეგობრობა
როგორ ვასწავლოთ ბავშვს მეგობრობა
თუ გსურთ, თქვენი შვილი გულღია ადამიანი და კარგი მეგობარი იყოს, ეცადეთ, ხშირად მიიპატიჟოთ შინ მისი თანატოლები. გინდათ, პატარამ მეგობრობა, თანატოლებთან ურთიერთობა ისწავლოს? ამისთვის ერთადერთი საშუალება არსებობს - ურთიერთობა. ურთიერთობა - ეს ისეთი სოციალური ჩვევაა, რომელიც აუცილებლად უნდა შევასწავლოთ ბავშვს. ამაში ის მუდმივად უნდა ვავარჯიშოთ.

ურთიერთობის პრობლემა განსაკუთრებული სიმწვავით დგას ოჯახებში, სადაც მხოლოდ თითო ბავშვია. ბავშვებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თანატოლებთან თამაშს. ამასთან, ეს უნდა იყოს არა კონსტრუირებული, უფროსების მიერ მოფიქრებული განმავითარებელი თამაში, არამედ ის, რასაც ბავშვები თვითონვე მოიფიქრებენ. თამაშში ბავშვები გამოიმუშავებენ ქცევის სხვადასხვა მოდელს, ირგებენ სხვადასხვა როლს - ამ გზით ყალიბდება მათი თვისებები, ხასიათი. შინ სტუმრების მოსაწვევად განსაკუთრებული მიზეზი არ არის საჭირო; საკმარისია თავისუფალი დრო. თანაც ეს დრო უნდა ჰქონდეს ბავშვს და არა თქვენ. უფროსებს შეუძლიათ, თავიანთ საქმეებს მიხედონ: მოამზადონ სადილი, წაიკითხონ ან დაისვენონ.

ბავშვის სხვა ბავშვებთან ურთიერთობის პროცესის ორგანიზებაში დაგეხმარებათ მარტივი რეკომენდაცი­ები:

  • მიეცით ბავშვს საშუალება, თვითონ აირჩიოს, ვისი მოწვევა სურს. უმჯობესია, თავდაპირველად ერთი ბავშვი მოიწვიოთ - დიდ კომპანიაში ბავშვები მალე იღლებიან.
  • სტუმარი ბავშვის
    You must have Flash Player installed in order to see this player.
    მშობლებს წინასწარ შეუთანხმდით ვიზიტის დროისა და ხანგრძლივობის თაობაზე. კარგი იქნება, თუ პირველი სტუმრობა არც ისე დიდხანს (1-2 საათი) გაგრძელდება. შემდეგ შეიძლება ვიზიტის ხანგრძლივობა გაზარდოთ.
  • გააფრთხილეთ თქვენი შვილი, რომ ის მასპინძელია, ამიტომ ვალდებულია იზრუნოს სტუმა­რზე: შესთავაზოს ჩაი, ნამცხვარი და ა.შ. ათხოვოს სათამაშო, რომელიც მას მოეწონება, გააცილოს ტუალეტში.
  • გააცანით სტუმარს თქვენს სახლში ქცევის წესები: უნდა ითამაშონ მხოლოდ სათამაშოებით, უნებართვოდ არ უნდა აიღონ უფროსების ნივთები, თამაშს რომ დაამთავრებენ, სათამაშოები უნდა აალაგონ, არ იხმაურონ, რადგან მეზობელ ოთახში ჩვილ ბავშვს ან ბებიას სძინავს და ა.შ.
  • ნუ გაკიცხავთ და ნუ უყვირებთ ბა­ვშვს მეგობრების თანდასწრებით. შენი­შვნები მიეცით, როცა მარტონი დარჩებით.
  • მიეცით ბავშვებს თავისუფლად, თქვენი ზედამხედველობისა და ჩარევის გარეშე თამაშის საშუალება.

    იხილეთ გაგრძელება
კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
"ოჯახის მკურნალი" ახალ ინოვაციურ პროდუქტს სთავაზობს მომხმარებელს. ვებგვერდზე www.mkurnali.ge კითხვა-პასუხის უფასო სერვისი წლებია არსებობს. მასზე სტაბილურად მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე მომსახურების დახვეწა და განვითარება გადაწყდა.
შაქრის გადაჭარებეული მოხმარება თანამედროვე კვების რეჟიმის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა. ტკბილი საკვების სიყვარული აჩქარებს დაბერების პროცესს,
ალბათ, ბევრს აინტერესებს - რა ხდება ორგანიზმში შიმშილობისას, მაშინ, როდესაც ორგანიზმში არ ხვდება არავითარი საკვები, არც ცილები, არც ცხიმები, არც ნახშირწყლები. მეტიც, ე.წ. მშრალი შიმშილობისას ორგანიზმი წყლის მიღებასაც კი მოკლებულია. ეს ნიშნავს იმას, რომ ორგანიზმმა გარკვეული პერიოდის განმავლობაში (რადგან, საბედნიეროდ, სამკურნალო შიმშილობა გარკვეული ვადით გრძელდება) შინაგანი მოთხოვნილებები საკუთარი სარეზერვო ენერგეტიკული წყაროებიდან უნდა დაიკმაყოფილოს, რადგან მათ სხვა წყაროებით ვერ მიიღებს.

ამ კატეგორიის სხვა სტატიები
კომპიუტერული თამაშები, რომლებსაც ბავშვები საათობით ვერ წყდებიან, მათ ფსიქიკაზე უდიდეს გავლენას ახდენს, რაც მთავარია, უარყოფითს. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, კომპიუტერი ბავშვების ფსიქიკას ანგრევს.
ზოგს თითების საშუალებით თვლა უადვილდება და ამაში გასაკვირი და საგანგაშო არაფერია. მეცნიერების აზრით, ეს მაღალი ინტელექტის ნიშანია. ბავშვები, რომლებიც მათემატიკურ ამოცანებს თითების საშუალებით ხსნიან,
- ჩემი გოგონა 1 წლის და 8 თვის არის. ლექსიკური მარაგი დიდი აქვს, ყველაფერი ესმის, მაგრამ მხოლოდ ცალკეულ სიტყვებს ამბობს, ერთმანეთთან კი ვერ აკავშირებს. მე ძალიან მიჭირს გაგება, რას მეუბნება, ბავშვი ამის გამო ნერვიულობს და ხშირად მართავს ისტერიკას. როგორ მოვიქცე? ყურადღება არ მივაქციო მის მოთხოვნებსა და ჭირვეულობას?

თქვენ არ გაქვთ ნერვიულობის საფუძველი. ბავშვები ამ ასაკში “აგროვებენ” ლექსიკურ მარაგს, 2 წლისთვის კი “გამოტყორცნიან” ხოლმე მთლიან ფრაზებს. ძალიან ხშირად ეს ასე ხდება. ამიტომ მოიკრიბეთ ნებისყოფა და როცა წარმოიშობა რთული სიტუაციები, მშვიდად აუხსენით პატარას, რომ თქვენ მას ვერ გაუგეთ, წაახალისეთ, უბიძგეთ, თავისი ქცევით, მოქმედებით გაჩვენოთ ის, რაც სურს.

მეცნიერული გამოკვლევები ადასტურებენ, რომ მშობლების მიერ ჟესტების გამოყენება ბავშვთან ურთიერთობისას მნიშვნელოვნად აჩქარებს პატარას მეტყველების განვითარებას.

იმ ბავშვების მეტყველება, რომლებიც ჩვილობისას ენას ჟესტების დახმარებით ითვისებენ, 36%-ით უფრო განვითარებულია, ვიდრე დანარჩენებისა. ეს განსხვავება განსაკუთრებით თვალსაჩინოა ადრეულ ასაკში - ჩვეულებრივ, პატარა ერთი წლისა წარმოთქვამს 2-5 სიტყვას, მაშინ, როდესაც ის ბავშვები, რომელთა მშობლები ჟესტებს იყენებდნენ, წარმოთქვამენ 16 სიტყვას, გამოიყენება 70-მდე ასეთი ჟესტი ყოველდღიურად.

ნარცისის კომპლექსი ყალიბდება სკოლამდელ ასაკში, როცა ჩნდება მისწრაფება, გახდე იდეალური, სრულყოფილი, დედ-მამის სიამაყე.
ორენოვანი ბავშვები გარკვეულ ამოცანებს უკეთ ართმევენ თავს. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ კონკორდიის უნივერსიტეტის მეცნიერები,
08 აგვისტო 2016
· ოჯახის ყველა წევრს უნდა ჰქონდეს საკუთარი პირსახოცი და საწოლი;
26 სექტემბერი 2016
ელექტრონულ ფოსტაზე დამოკიდებულება ზრდის სტრესის დონეს, რამაც შეიძლება სხვადასხვა დაავადება გამოიწვიოს.
ქალის ტირილი არავის უკვირს, კაცის თვალზე კი ცრემლს იშვიათად შენიშნავთ. მშრალი, მაგრამ სასტიკი სტატისტიკით, მამაკაცები დიდხანს ვერ ცოცხლობენ. მიზეზი შესაძლოა ისიც იყოს, რომ მათ ტირილის მორალური უფლება არ აქვთ, დარდსა და სევდას გარეგანი გამოვლინების საშუალება არ ეძლევა.

თუმცა მამაკაცებიც ტირიან, მაგრამ გაცილებით იშვიათად და ახლობელთაგან ფარულადაც კი.

ნათხემშიდა სისხლჩაქცევები

ნათხემში სისხლჩაქცევების მიზეზი ვადაზე დაბადებულ ბავშვებში მასიური სუპრატენტორიალური პარკუჭშიდა ჩაქცევაა, დღენაკლულ ბავშვებში კი - გერმინული მატრიქსის ჰემორაგია (სისხლჩაქცევა). ყოველივეს კი იწვევს სამშობიარო ტრავმისა და ასფიქსიის თანხვედრა.

ნათხემში სისხლჩაქცევების კლინიკა სწრაფად პროგრესირებს. ქალას უკანა ფოსოს სუბდურალური სისხლჩაქცევის მსგავსად ამ დროსაც სწრაფად ძლიერდება სუნთქვითი დარღვევები, ქვეითდება ჰემატოკრიტი და ჩქარდება ლეტალური გამოსავალი (ბავშვი იღუპება).

ეს ნივთიერებები საკვებს არც აგემრიელებს და არც სასარგებლოა, სამაგიეროდ, საგრძნობლად აიაფებს მის წარმოებას.