მშობელთა ამბიციების მძევლები
ამ კომპლექსით შეპყრობილი ადამიანი ვერ ეგუება, რომ შესაძლოა, ოდესმე რამე არ გამოუვიდეს. იგი გამუდმებით მალავს თავის სისუსტეებს, თავს არიდებს სიტუაციებს, რომელმაც შეიძლება უნებურად გამოამჟღავნოს ისინი, არასოდეს არავის სთხოვს დახმარებას და გამუდმებით თან სდევს წარუმატებლობის შიში. ნარცისები ხშირად იზრდებიან ოჯახებში, სადაც მშობლები:
დაქორწინებულნი არიან არა სიყვარულით, არამედ გარკვეული აუცილებლობის ან შეთანხმების გამო;
უქმნიან შვილს გარდაუვალი წარმატების მოლოდინს. ეს თვისება დამახასიათებელია ისეთი ოჯახებისთვის, რომლებსაც ოდესღაც რამეში (მაგალითად, ბიზნესში) ხელი მოეცარათ. ისინი ბავშვისგან საკუთარი წარუმატებლობის კომპენსაციას ელიან. იხილეთ ვრცლად