არის თუ არა ჩუტყვავილა უვნებელი ინფექცია? - რა სერიოზული გართულებებია მოსალოდნელი ბავშვებში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

არის თუ არა ჩუტყვავილა უვნებელი ინფექცია? - რა სერიოზული გართულებებია მოსალოდნელი ბავშვებში

- მიიჩნევა, რომ ჩუტყვავილა აბსოლუტურად უვნებელი ინფექციაა. მაგრამ ეს მთლად ასეც არ გახლავთ. შემთხვევათა 5-7%-ში ჩუტყვავილათი დაავადებულ ბავშვებს ესა თუ ის გართულება უვითარდებათ. მათ შორის არის შედარებით მსუბუქიც და საშიში გართულებებიც. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაავადების პერიოდში და მის შემდეგაც ყურადღებით ვადევნოთ თვალი ბავშვს, არ გამოგვეპაროს მისი ქცევისა თუ მდგომარეობის არცერთი მნიშვნელოვანი ცვლილება.

ჩუტყვავილა ინფექციური დაავადებაა და მას ჰერპესვირუსის ერთ-ერთი სახეობა იწვევს. ვირუსი ჰაერ-წვეთოვანი გზით ჰადაეცემა. ვრცელდაბა 20 სმ მანძილზე, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ დაავადებულთან ერთად მცირე ფართის შენობაში იმყოფებიან სხვა ადამიანები, მათაც აუცილებლად გადაედებათ ინფექცია.

ინკუბაციური პერიოდი 7-დან 21 დღემდეა. ამასთან ბავშვი დაავადების გამავრცელებელი ხდება მანამდე, ვიდრე ჩუტყვავილას პირველი სიმპტომები გამოუვლინდება - კანზე პირველი გამონაყარის გაჩენამდე 1-2 დღით ადრე.

ჩუტყვავილა ვლინდება გამონაყრით მთელ ტანზე, განსაკუთრებით კი კიდურებსა და თავზე. გამონაყრის რაოდენობა განსხვავებულია სხვადასხვა პაციენტში, ზოგს ის ძალიან ცოტა აქვს, ზოგს კი მთელი სხეული დაფარული აქვს.

გარდა ამისა შეიძლება მოიმატოს ტემპერატურამ, აღინიშნებოდეს თავის ტკივილი, სისუსტე. გამონაყარს აუტანელი ქავილი ახასიათებს.

ახალი გამონაყარი ჩნდება ტალღურად პირველი 3-5 დღის განმავლობაში, ამის შემდეგ ახალი გამონაყარი აღარ აღინიშნება. ძველი გამონაყარი კი ხმება, იქერცლება და შემდეგ უკვალოდ ქრება.

ჩუტყვავილა, როგორც წესი, თავისით გაივლის ხოლმე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ავადმყოფს მკურნალობა არ სჭირდება. აუცილებელია ბავშვს მოვუხსნათ უსიამოვნო სიმპტომები: თუ ტემპერატურა 38 გრადუსზე მაღალია, უნდა მივცეთ დამწევი, გამონაყარი უმჯობესია ბრილიანტის მწვანით ან ფურაცილინით დავუმუშავოთ, რათა ჭრილობის დაინფიცირება ავიცილოთ თავიდან; საჭიროა ქავილის შემცირებაც, რისთვისაც ექიმები ანტიჰისტამინურ საშუალებებს ნიშნავენ.

ადამიანს, რომელმაც ჩუტყვავილა გადაიტანა, მეორედ აღარ უნდა დაემართოს ეს დაავადება, რადგან მას ვირუსისადმი მუდმივი იმუნიტეტი უვითარდება.

სამწუხაროდ, როგორც უკვე გითხარით, ჩუტყვავილას ზოგჯერ მეტად არასასიამოვნო გართულებები ახასიათებს.

გართულებები დაავადების შემდეგ

ბავშვებში შეიძლება განვითარდეს ჩუტყვავილას ბაქტერიული და ვირუსული გართულებები. პირველ შემთხვევაში მავნე ბაქტერიები ორგანიზმში ხვდებიან კანზე არსებული წყლულებიდან, როგორც წესი გამონაყრის ქავილისას თითებით ან ფრჩხილებით. შემდეგ ბაქტერიები მრავლდებიან კანზე, ანდა სისხლის ან ლიმფის გზით ვრცელდებიან მთელ ორგანიზმში.

მეორე შემთხვევაში კი ვირუსული ინფექცია შეიძლება გავრცელდეს შინაგან ორგანოებსა და სისტემებზე.

ბაქტერიული გართულებები

ჩუტყავავილას ყველაზე ხშირი ბაქტერიული გართულებაა კანის დაავადებები, რომლებიც კანის წყლულების მოქავებისას წყლულებში ინფექციის შეჭრისას ვითარდება. ამ დროს გამონაყარი ჩირქდება, შუპდება, წითლდება. ზოგჯერ ბუშტუკის შიგთავსი იმღვრევა და ბუშტუკი ყვითელ თავს იკეთებს. სიმპტომები იმაზეა დამოკიდებული, თუ რომელი ბაქტერია შეიჭრება ჭრილობაში. არსებობს რისკი, რომ დაავადების შემდეგ დაჩირქების ადგილას ნაიარევი დარჩეს. თუ დაჩირქებულ ჭრილობას უყურადღებოდ დავტოვებთ, შეიძლება ნეკროზი განვითარდეს.

არის მოსალოდნელი უარესი გართულებაც: თუ ბაქტერიები სისხლით მთელ ორგანიზმში გავრცელდება, შეიძლება შინაგანი ორგანოებიც დაზიანდეს, კერძოდ კი შეიძლება განვითარდეს ბაქტერიული პნევმონია ჩუტყვავილას ფონზე. იგი იწყება მწვავედ, მაღალი ტემპერატურით, მშრალი ხველით, რომელიც შემდეგ ნახველიან ხველაში გადადის.

არის საშიშროება, რომ განვითარდეს ტვინის ბაქტერიული ანთება - მენინგოენცეფალიტი. ასეთ დროს ტემპერატურის მატებასთან ერთად ბავშვს აღენიშნება გულისრევა, ღებინება, ხელების კანკალი, ზოგჯერ - კრუნჩხვა, კუნთების სისუსტე, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა.

სამწუხაროდ, ზოგიერთ შემთხვევაში, ნევროლოგიური გართულებები მას შემდეგ იჩენს თავს, როცა ბავშვი უკვე გადაიტანს ჩუტყვავილას და ექიმები და მშობლები ვერ უკავშირებენ ხოლმე ნევროლოგიურ სიმპტომებს უკვე გადატანილ დაავადებას. ამიტომ ბავშვს აგზავნიან ნევროლოგთან და უწყებენ სიმპტომურ მკურნალობას, რამაც შეიძლება სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანოს.

როგორც ნებისმიერი ბაქტერიული ინფექციის, ასევე ამ გართულებების დროს ექიმის მიერ უნდა დაინიშნოს ანტიბიოტიკები. ექიმი მათ არჩევს ბავშვის მდგომარეობის, სიმპტომების და ალერგიული ფონის გათვალისწინებით.

ამის პარალელურად კი ტარდება სიმპტომური მკურნალობა საერთო მდგომარეობის შესამსუბუქებლად.

ვირუსული გართულებები

გართულებების მეორე ტიპი უკავშირდება ვირუსის მიერ შინაგანი ორგანოების დაზიანებას. რა უცნაურიც არ უნდა მოგვეჩევენოს, ვირუსულ გართულებათა შორის ასევე აღსანიშნავია ენცეფალიტი და პნევმონია. ისისნი ისე მწვავედ არ მიმდინარეობს, როგორც ბაქტერიული ინფექციები, მაგრამ სწორედ აქ სეიძლება იმალებოდეს პრობლემა. სიმპტომების შენიღბვის გამო დიაგნოსტიკა საკმაოდ გართულებულია.

გარდა ამისა, გარეგნული ნიშნებით ყოველთვის ვერ ხერხდება ბაქტერიული და ვირუსული ინფექციების განსხვავება ერთმანეთისგან. ზუსტი დიაგნოზის დასასმელად


აუცილებელია ანალიზების ჩატარება. ამიტომ ასეთი გართულებების დროს ჩუტყვავილათი დაავადებულ ბავშვს სტაციონარში მკურნალობენ.

ჩუტყვავილას გართულება შეიძლება იყოს სტომატიტი ან თვალის ნერვის ანთება. ეს გართულებები, როგორც წესი, ჩნდება ხოლმე პირისა და თვალის ლორწოვან გარსზე ჭარბი გამონაყრის არსებობისას. ზოგიერთ შემთხვევაში ზიანდება სახსრები, ღვიძლი, თიკმელები და გულიც კი.

ვირუსულ გართულებებს ანტივირუსული პრეპარატებით მკურნალობენ.

საბედნიეროდ, გართულებები არც თუ ისე ხშირია. მაგრამ მათ შესახებ მშობლებსაც და ექიმსაც უნდა ჰქონდეს ინფორმაცია და არ გამოეპაროთ საგულისხმო სიმპტომები.

ზოგიერთ მშობელს შეგნებულად შეჰყავს კონტაქტში შვილი ჩუტყვავილათი დაავადებულ ბავშვთან, რადგან მიიჩნევს, რომ უმჯობესია, მისმა შვილმა პატარაობაშივე მოიხადოს ეს ინფექცია. ეს არ არის სწორი საქციელი.

თუ თქვენს შვილს მაინც დაემართება ჩუტყვავილა, ყურადღებით ადევნეთ თვალი მის მდგომარეობას როგორც ავადმყოფობის დროს, ისე გამოჯანმრთელების შემდეგაც!