დღენაკლული ახალშობილი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დღენაკლული ახალშობილი

- რატომ იბადებიან დღენაკლულები?

- მიზეზად შეიძლება იქცეს:

  • დედის არასრულფასოვანი და არასაკმარისი კვება;
  • ფიზიკური და ფსიქოლოგიური დატვირთვა;
  • დედის ქრონიკული დაავადებები;
  • დედის მავნე ჩვევა.

შესაძლოა, დროზე ადრე დაბადება განაპირობოს დედის ასაკმა და ორსულობის მიმდინარეობამაც: ამ პერიოდში გადატანილმა ინფექციურმა დაავადებამ, პლაცენტის აშრევებამ, უხვწყლიანობამ...

- რით განსხვავდება დღენაკლული ახალშობილი დროულისგან?

- დღენაკლულ ახალშობილს ეტყობა უმწიფრობის ნიშნები:

  • თავი ტანთან შედარებით დიდი აქვს;
  • თავის ქალას ნაკერები და მცირე ყიფლიბანდი ღიაა;
  • კანი უხვადაა დაფარული ღინღლით;
  • ფრჩხილები ვერ ფარავს თითის ფალანგებს;
  • დღენაკლული ვაჟის სათესლე ჯირკვლები ჩამოუსვლელია პარკში.

რაც უფრო მცირეა დაბადებისას ბავშვის მასა და გესტაციური ასაკი, მით უფრო მკვეთრადაა გამოხატული უმწიფრობის ნიშნები. ასეთ ახალშობილებს სჭირდებათ სპეციალიზებული დახმარება. საბედნიეროდ, მედიცინის მიღწევების წყალობით ღრმა დღენაკლული ბავშვები, რომლებიც ადრე განწირული იყვნენ, ცოცხლობენ და შეუფერხებლად ვითარდებიან.

- რა თავისებურებებით გამოირჩევა დღენაკლული ბავშვის განვითარების ეტაპები?

- ჯანმრთელი დროული ახალშობილის პირველი წამოტირების დროს ფილტვები კარგად იშლება და ასევე რჩება. დღენაკლულის ფილტვები ძნელად იშლება. მისი სუნთქვა ზედაპირულია, ზერელე, ამიტომ ორგანიზმი საკმარისი რაოდენობით ვერ იღებს ჟანგბადს, ფილტვები ცუდად ვენტილირდება და ეს ორგანიზმს სუნთქვის დარღვევებისა და პნევმონიის განვითარებისადმი განაწყობს. დღენაკლულებში ხშირია საჭმლის მონელების დარღვევა. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის განვითარება დაუსრულებელია, ორგანიზმში არ არის საკვების გადასამუშავებლად საკმარისი ფერმენტები. თუ ახალშობილს მსუბუქად დავაწვებით მუცელზე, რძე ადვილად გადმოვა პირის ღრუდან ან შადრევანივით ამოხეთქავს. კუნთების სისუსტის გამო ჭიპის რგოლი გაფართოებულია, ხშირად ყალიბდება ჭიპის თიაქარიც, რომელიც ადვილი შესამჩნევია ტირილის დროს. პირველი 1-1,5 თვის განმავლობაში დღენაკლული ბავშვი მოდუნებულია, ცოტას მოძრაობს, უმეტესად სძინავს, ჭამის დროს ადვილად იღლება, ტირილის დროს პირის ირგვლივ ხშირად უჩნდება სილურჯე (ციანოზი). კანი მარმარილოსებრი აქვს, რაც საცივეში უფრო შესამჩნევია. ახალშობილს ნერვული სისტემის უმწიფრობა მის საქციელზეც აისახება: შეუძლია, დიდხანს იძინოს, მერე დიდხანს იფხიზლოს და ბევრი იტიროს. დაახლოებით 2 თვის ასაკიდან ბავშვი უფრო აქტიური ხდება, მაგრამ ხშირად ამავე პერიოდში უძლიერდება ხელ-ფეხის კუნთების ტონუსიც. ხელები თითქმის ყოველთვის მომუჭული აქვს და ძნელად თუ გააშლევინებთ. ცერი ძნელად გადის განზე. თუ ბავშვს საგანგებოდ არ ავარჯიშებთ, ეს სიმპტომები დიდხანს შენარჩუნდება. იმუნური სისტემის მოუმწიფებლობა ორგანიზმს ნაწლავური და სასუნთქი სისტემის ხშირი ინფექციებისადმი განაწყობს. ყოველივე ამან არ უნდა შეაშფოთოს დედა. თუ ახალშობილს შეუდგენთ სათანადო რეჟიმს, პროცესში დროულად ჩაერთვებიან სპეციალისტები, მრავალი პრობლემა იოლად მოგვარდება. ამ პრობლემებთან საბრძოლველად საუკეთესო საშუალებაა ბუნებრივი კვება. შესაძლოა, ბავშვს თავდაპირველად გაუჭირდეს წოვა - ნუ დანებდებით, შეგიძლიათ, თავდაპირველად გამოწველილი რძე მისცეთ, მერე კი, როდესაც მომაგრდება, ძუძუ აწოვოთ. სასურველია, ყოველ 2-2,5 საათში ერთხელ. არანაკლებ მნიშვნელოვანია კომფორტული ტემპერატურა. დღენაკლულის ორგანიზმში თერმოსარეგულაციო მექანიზმები არ არის მომწიფებული, ამიტომ ბავშვი სიცხეში და თბილად ჩაცმული ადვილად გადახურდება, სიცივეში და შილიფად მყოფი კი გადაცივდება. თუ პატარას ჩაცმის დროს აკანკალებს, მაგიდასთან ახლოს გამათბობელი ისე დადგით, რომ სითბო მის სხეულამდე თანაბრად და ზომიერად მიდიოდეს. შეიძლება 40-50 გრადუსი ტემპერატურის წყლით სავსე სათბურების გამოყენებაც - საფენში გახვეულს, შემოუწყვეთ გვერდებზე ან დაუწყვეთ ფეხებთან, სხეულიდან 8-10 სმ-ზე, ზემოდან კი საბანი გადააფარეთ. ეცადეთ, ოთახში 20-22 გრადუსი ტემპერატურა შეინარჩუნოთ. ახალშობილს სითბოზე არანაკლებ სჭირდება სუფთა ჰაერი, ამიტომ რამდენიმეჯერ გაანიავეთ მისი ოთახი, ოღონდ ბავშვი წინასწარ მეორე ოთახში გაიყვანეთ. ზაფხულში ახალშობილი შეგიძლიათ სამშობიაროდან გამოწერისთანავე ასეირნოთ სუფთა ჰაერზე. ჯერ - მცირე ხანს, მერე და მერე - უფრო მეტხანს. ასე, თანდათან ადით საათ-ნახევარზე. არ არის სასურველი სეირნობა მზის პირდაპირი სხივების ქვეშ, უმჯობესია სასეირნო ეტლს თხელი, ჩითის საფენი ჩამოაფაროთ. ზამთარში ჰაერზე სეირნობა უნდა დაიწყოთ, როცა ახალშობილის მასა 2800-3000 გრამს მიაღწევს. ჰაერის ტემპერატურა არ უნდა იყოს 8-10 გრადუსზე ნაკლები, თავდაპირველად 15-15 წუთი ასეირნეთ, მერე კი თითო საათი დღეში 2-3-ჯერ.

- როგორია დღენაკლულის ფსიქომოტორული განვითარების ნორმები?

- თვალსაჩინოებისთვის გთავაზობთ ცხრილს: ჩვილის ფიზიკური განვითარებისთვის აუცილებელია ვარჯიში, მასაჟი; კუნთოვანი ტონუსის მომატებისას მიზანშეწონილია წყალში ვარჯიში. შეგიძლიათ ავარჯიშოთ ყოველდღე, ბანაობისას, ექიმის მიერ შერჩეული კომპლექსით. უბნის პედიატრმა პოლიკლინიკაში 7 წლამდე უნდა ჩაატაროს დისპანსერიზაცია. დღენაკლულ ბავშვებს აცრების ინდივიდუალურ სქემას უდგენენ. თუ დაბადებისას ბავშვის წონა 2 კგ-ზე ნაკლებია, სამშობიაროში მას ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინას არ უკეთებენ - ეს აცრა მოგვიანებით ჩაუტარდება, როდესაც სხეულის მასა 2,5 კგ-ს მიაღწევს. ჩვილებს, რომლებიც 1,5 კგ-ზე ნაკლები წონისანი დაიბადნენ, ვაქცინაციას უწყებენ სიცოცხლის პირველი წლის ბოლოს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით. თუ პატარას რეგულარულად ავარჯიშებთ, დაახლოებით წლინახევრის ასაკში იგი ფსიქომოტორული განვითარებით დაეწევა თანატოლებს.