უცნაური ქცევა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

უცნაური ქცევა

- ყველა პატარა მართლაც არ არის ერთნაირად კომუნიკაბელური: ზოგი სიხარულით იწევს ყველასკენ, ვინც გაუღიმებს, ზოგი - მხოლოდ მისკენ, ვინც მოსწონს, ზოგი კი უცნობებს საერთოდ არ ეკარება. არსებობს კი ურთიერთობის ნორმა? სიცოცხლის პირველ თვეებში ბავშვის რეაქცია უფრო ფიზიოლოგიურია, ვიდრე ემოციური. იგი ტირილით რეაგირებს შიმშილზე, ტკივილზე, დაღლაზე და ა.შ. თანდათანობით ის იწყებს ადაპტაციას. 2-3 თვის ასაკში ჩვილების უმრავლესობა ცნობს იმ ადამიანებს, ვინც მასზე ზრუნავს, უღიმის, მშვიდდება, როცა ხელში აიყვანენ. თითქმის ყველა ჩვილს სიამოვნებს ფიზიკური კონტაქტი - ხელის მოფერება, გადასმა, კოცნა. თანდათან სიამოვნებას იღებს ემოციური კონტაქტითაც - უხარია ნაცნობი ადამიანების დანახვა, მათი ხმის გაგონება, ახალი სათამაშოები. სამი თვის ბავშვი უკვე გამოხატავს სიხარულს ღიმილით, ბგერებით, ღუღუნით. პატარები სხვადასხვანაირად რეაგირებენ უცხო ადამიანებზე. ზოგი ყველასთან სიხარულით მიდის, ყველას უღიმის, ზოგი მხოლოდ იმ ადამიანებს აღიარებს, რომლებსაც ყოველდღიურად ხედავს, ხოლო უცხოების დანახვაზე ტირის. ზოგის განწყობა მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეა დამოკიდებული - ბუნებრივია, როცა პატარას კოლიკა აწუხებს და მუცელი სტკივა, დედასთან ჩახუტება უფრო სიამოვნებს, ვიდრე უცხო ადამიანთან ან ოჯახის სხვა წევრთან.

- რას ურჩევთ დედას, რას უნდა მიაქციოს ყურადღება ამ ასაკში, როდის მიმართოს პედიატრს?

- თუ ჩვილი სამ თვემდე სტაბილურად:

  • არ უყურებს დედას სახეში;
  • არ გამოხატავს ხმოვან და მიმიკურ რეაქციას - არ იღიმება, არ გამოსცემს მარტივ ბგერებს;
  • არ უყურებს თქვენ მიერ ნაჩვენებ ნივთებს;
  • ხელში აყვანის შემდეგაც არ წყვეტს ტირილს (თუ საუბარია არა კოლიკაზე, არამედ შიმშილზე ან სხვა დისკომფორტზე);
  • ყოველგვარ შეხებაზე ნეგატიურად რეაგირებს (ჩვეულებრივ, პატარებს არ მოსწონთ ჩაცმა-გახდა, ჰიგიენური პროცედურები, მაგრამ სიამოვნებთ ხელის გადასმა, მოფერება), - ეს ყოველთვის იმას არ ნიშნავს, რომ რაღაც რიგზე ვერ არის, მაგრამ პედიატრს აუცილებლად უნდა აცნობოთ ამის შესახებ, რათა ის დააკვირდეს ბავშვის განვითარების დინამიკას.

- 3-დან 6 თვემდე ბავშვების უმრავლესობა აქტიურად რეაგირებს გარე სამყაროზე და შედის კონტაქტში. რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება ამ ასაკში?

- 3-დან 6 თვემდე ასაკში პატარა მართლაც სიხარულით შედის კონტაქტში და ხალისიანი ბგერებით გამოხატავს ამას. იგი ცნობს არა მხოლოდ დედას და მამას, არამედ მათაც, ვინც უფრო იშვიათად ეკონტაქტება - ბებიას, პაპას... ის რეაგირებს უფროსების მიმიკასა და ინტონაციაზე. მაგალითად, თუ დედამ უკმაყოფილო გამომეტყველება მიიღო, ბავშვი ტირის. მოსწონს სარკეში საკუთარი ანარეკლის ყურება, რეაგირებს თავის სახელზე. უმრავლესობა ამ ასაკში სიხარულს სიცილით გამოხატავს. ეცადეთ, შეძლებისდაგვარად გაზარდოთ ბავშვთან კონტაქტში მყოფი ადამიანების რაოდენობა, შეაგუეთ თქვენთან ერთად ბებიასთან ან ძიძასთან ყოფნას.


- რას მივაქციოთ პედიატრის ყურადღება?

- ამ ასაკში დამაფიქრებელია, თუ ბავშვი:

  • ურთიერთობისას ადრინდელზე ნაკლებად გამოსცემს ბგერებს და ეს ბგერები ერთფეროვანია;
  • კონტაქტის დროს არ გიყურებთ სახეში, არ რეაგირებს მიმიკურად;
  • არ რეაგირებს ახლობლებზე, არ უღიმის მათ;
  • არ ითხოვს ხელში აყვანას, არ ჩერდება ხელში;
  • მისი ემოციური რეაქციები კი არ ფართოვდება, მცირდება.

- 6-დან 9 თვემდე ბავშვს ხასიათი ეცვლება, უცხოს დანახვისას თითქოს უფრო მეტად ჭირვეულობს. საყურადღებოა თუ არა ეს მდგომარეობა?

- 6-9 თვის ასაკში თითქმის ყველა ბავშვი მიმიკის საშუალებით გამოხატავს გაკვირვებას, სიხარულს, უკმაყოფილებას, შიშს, ცდილობს ურთიერთობას ჟესტების საშუალებით, დედის მითითებით მზერა გადააქვს ამა თუ იმ საგანზე. თუ გინდათ, ბავშვი გარკვეული ხნით დაუტოვოთ ბებიას ან ძიძას, მას თანდათან უნდა შეაჩვიოთ თქვენი თანდასწრებით. პედიატრს კი მიმართეთ, თუ ბავშვი:

  • აღარ გამოსცემს ცალკეულ ბგერებს;
  • ყოველთვის ნეგატიურად რეაგირებს ფიზიკურ კონტაქტზე;
  • არ რეაგირებს მიმიკით, სახეში არ გიყურებთ;
  • არ იღიმება, არ ჟესტიკულირებს;
  • არ რეაგირებს დედის ხმის ინტონაციაზე, ტირილით პასუხობს მოფერებაზე.

- 1 წლის ასაკში რაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება დედამ?

- ამ ასაკში პატარა ასრულებს მარტივ მითითებებს, ახლობლებთან კონტაქტს გამოხატავს ხელის დაქნევით, კოცნის გაგზავნით, თუმცა უცხოებზე შესაძლოა ნეგატიური რეაქცია ჰქონდეს, დაიმალოს დედის ზურგს უკან, ხმამაღლა ატირდეს. შესაძლოა, ასეთივე რეაქცია გამოხატოს უცხო ადგილას მოხვედრისას - არ დაიძინოს სხვა სახლში, მოითხოვოს საყვარელი სათამაშოები. ეს არ არის საგანგაშო მდგომარეობა. პატარა უკვე განასხვავებს ერთმანეთისგან საკუთარ, ნაცნობ, სანდო და უცხო, შეუჩვეველ, “არასაიმედო” გარემოს. ეს ამ ასაკში ბუნებრივია. პედიატრს უნდა მივმართოთ, თუ ბავშვი:

  • მოითხოვს მკაცრ რუტინას (მაგალითად, ძლიერი ემოციებით, ტირილით გამოხატავს უკმაყოფილებას, თუ დედამ გამოტოვა დილის ტუალეტის რომელიმე ეტაპი);
  • არ ამჩნევს სხვა ბავშვებს (ზოგი ხალისით შედის თანატოლებთან კონტაქტში, ზოგი ცდილობს, წაართვას სხვას სათამაშო და ა.შ);
  • ღიმილზე ღიმილით არ პასუხობს, მიმიკა ღარიბი აქვს;
  • არ რეაგირებს თავის სახელზე;
  • დიდხანს მონოტონურად თამაშობს მანეჟში დედის ჩაურევლად;
  • არ გიყურებთ თვალებში ან ცდილობს, მზერა აგარიდოთ.

გირჩევთ, უფრო ახლოს იყოთ თქვენს პატარასთან, იცხოვროთ მის სამყაროში. ეს უმნიშვნელო ცვლილებების შემჩნევას და დროულ რეაგირებას გაგიადვილებთ.