ვეძებოთ ტალანტები! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ვეძებოთ ტალანტები!

ყოველმხრივ

მოღვაწეობის ამა თუ იმ სფეროსადმი მიდრეკილება ბავშვმა შეიძლება ადრეულ ასაკშივე გამოავლინოს. დედის ამოცანაა - დროულად შეამჩნიოს ეს და ბავშვი ამ კუთხით უკეთ განავითაროს. მაგრამ დასაწყისი-სთვის უნდა გავარკვიოთ, რით განსხვავდება ნიჭი მიდრეკილებებისა და ნასახისგან (ფსიქოლოგიური ტე-რმინია) - ეს არის ფიზიკური აგებულებისა და ნერვული სისტემის ორგანიზმების თანდაყოლილი, გენე-ტიკურად განპირობებული თავისებურებები; ნასახი ნიჭის განვითარების საფუძველია. მაგალითად, სი-მაღლე - არის კალათბურთელის აღზრდის ნასახი, ხოლო კარგი მხედველობითი მეხსიერება მხატვრები-სთვის არის გამოსადეგი. ნიჭი საკუთარ თავსა და ბუნებრივ ნასახებზე მუშაობის შედეგია. ამა თუ იმ სა-ხის მოქმედებისკენ მიდრეკილება - ეს არის ბავშვის სურვილი, იყოს დაკავებული კონკრეტულად ამ საქ-მით. ამრიგად, ნიჭი თანდაყოლილისა (ნასახის) და შეძენილის (მიდრეკილებების)ურთიერთშერწყმაა.

3-5 წლის ასაკში განსაზღვრული ქმედებისადმი ინტერესი შეინიშნება ბავშვთა მხოლოდ 10-15%-ში. სწორედ ამიტომ არის სასარგებლო ბავშვის განვითარება ყველა მიმართულებით. ყველაზე ადრე ვლინდე-ბა მუსიკალურობა, მხატვრული და მოძრაობითი ნიჭი.

მანქანა მინდა!

ბავშვის მიდრეკილებების გასაგებად საუკეთესო საშუალებაა დავაკვირდეთ მის თამაშს. მისი პირველი ნახატების, ნაკეთობების, ქვიშისგან აგებული კოშკების ან კუბებისგან აწყობილი ფიგურების შეფასებისას, თქვენ შეიძლება შეგექმნათ წარმოდგენა თქვენი ბავშვის შესაძლებლობებისა და განვითარების გზების შესახებ. ამისათვის კი აუცილებელია მისცეთ ბავშვს რაც შეიძლება მეტი საშუალება, გამოავლინოს საკუთარი უნარები სხვადასხვა სფეროში. ბავშვის ყურადღებისა და ძალისხმევისთვის მხოლოდ ერთი მიმართულების მიცემას და მხოლოდ ერთი სახეობის მოქმედებისკენ კონცენტრირებას აზრი აქვს მხოლოდ უფრო დიდ ასაკში. 5 წლის ასაკში ასეთმა მიდგომამ შესაძლოა არაკეთილისმყოფელი გავლენა მოახდინოს ბავშვის ზოგად და ინტელექტუალურ განვითარებაზე. შეიძლება განუვითარებელი დარჩეს სიცოცხლისთვის აუცილებელი ბევრი სხვა ფუნქცია. არ უნდა დაგვავიწყდეს ასევე ჯანმრთელობა. ტვინის განვითარება ხომ პირდაპირ უკავშირდება ბავშვის ფიზიკურ განვითარებას. მუსიკის, ხატვის, ცეკვების და ა.შ. გვერდით, ბავშვისათვის აუცილებელია, რომელიმე სპორტული სახეობით დაკავდეს ან უბრალოდ ჰქონდეს საშუალება, სუფთა ჰაერზე ირბინოს. რაც უფრო მრავალფეროვან ინფორმაციას ღებულობს ბავშვი ადრეულ ასაკში, მით უფრო ღრმად ვითარდება მისი ნიჭი. ყურადღება მიაქციეთ, როგორ და რას თამაშობს პატარა. ბიჭუნას მანქანები უყვარს და სხვა სათამაშოებისკენ არ იყურება? უყიდეთ საბავშვო წიგნი ავტომანქანების მშენებლობის და ფიზიკის ელემენტარული საფუძვლების შესახებ. სთხოვეთ მამას, წაიყვანოს ავტოფარეხში, რომ თვალი ადევნოს მანქანის შეკეთებას, ასე ბავშვი უამრავ ახალ ინფორმაციას მიიღებს.

სხვებზე უკეთ

შესანიშნავად შეიძლება დაგეხმაროთ მულტფილმები, წიგნები, სათამაშოები, რომლებიც ავითარებენ ბავშვის გონებას. ნურასოდეს დაიზარებთ, უპასუხოთ ბავშვის მრავალრიცხოვან შეკითხვაზე - "რატომ?" ეს შეკითხვები დაგეხმარებათ გაიგოთ, რის მიმართ აქვს თქვენს პატარას განსაკუთრებული ინტერესი.

ძალიან ხშირად ბავშვი ინტერესდება იმით, რითიც ერთობიან მისი მშობლები. თუ თქვენ გაქვთ საინტერესო ჰობი, გააცანით ის თქვენს ბავშვს. შეიძლება მისი სახით თანამოაზრეც კი შეიძინოთ. ხშირად ხდება, რომ თქვენი პატარა აკეთებს იმასვე, რასაც სხვა ბავშვები და გაცილებით უკეთ და უფრო დიდი სიამოვნებითაც - სწორედ ეს არის მისი ნიჭის გამოვლინება.

ნუ გამოტოვებთ ამ სიგნალებს!

ნუ შეშინდებით, თუ ბავშვი, რომელიც ახალ საქმიანობას აითვისებს, მალე დაკარგავს ინტერესს მის მიმართ. უბრალოდ, მიღებულმა ინფორმაციამ ადგილი დაიკავა პატარა "კომპიუტერში" და ცხოვრებისეულ გამოცდილებად გადაიქცა. ბავშვი მას აუცილებლად გამოიყენებს.

ახლა თუ...

ფსიქოლოგიაში არსებობს ასეთი ცნება - სენზიტიური პერიოდები. ეს არის ბავშვის მიერ ამა თუ იმ საქმიანობის, ემოციური რეაგირების საშუალებების, განსაკუთრებული ქცევების ათვისების პერიოდები. ანუ დროის განსაზღვრულ მონაკვეთში პატარა ადვილად შეისწავლის, მაგალითად, კითხვას, მეორე მონაკვეთში - აქტიურად ითვისებს მეტყველებას ან ახალ მოძრაობებს ან უყალიბდება წესრიგისადმი სიყვარული და ა.შ. ეს პერიოდები არც ისე დიდხანს გრძელდება და მთავრდება მიუხედავად იმისა, შესაძლებელი გახდა თუ არა ამა თუ იმ ნიჭის განვითარება. ადამიანის სიცოცხლის არც ერთ სხვა პერიოდში არ ხდება ახლის ათვისება ისე ადვილად და ასეთი სიამოვნებით. სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ ეს პერიოდები ინდივიდუალურია, ანუ მათი წარმოშობა და ხანგრძლივობა ყოველ კონკრეტულ პატარას განსხვავებული აქვს. ამიტომ დედის ამოცანაა - დროულად მიაქციოს ყურადღება ბავშვში ინტერესის გაჩენას და შეუქმნას მას პირობები მისი რეალიზაციისა და გაღრმავებისათვის.

ნუ დაივიწყებთ იმასაც, რომ მომავალ პროფესიას პატარა ადამიანი თვითონ დამოუკიდებლად აირჩევს, ამაში მას დაეხმარება მიღებული ცხოვრებისეული გამოცდილება და საკუთარი ინტერესები.

ბუნებაც ისვენებს?

გადაეცემა თუ არა ნიჭი მემკვიდრეობით? მაგალითად, ბახების ოჯახში 60 მუსიკოსი იყო. აქედან 20 სახელგანთქმული გახდა. ასე რომ, შეიძლება ვისაუბროთ მუსიკალური ნიჭის მემკვიდრეობითობაზე. მაგრამ ამავე დროს ცნობილია ისიც, რომ ძალიან ბევრ ცნობილ ადამიანს ჰყავდა არაფრით გამორჩეული შვილები, თუმცა კარგი განათლების მქონე. გამოდის, რომ ყველა ნიჭი თანდაყოლილია, მაგრამ ყველა როდი გადაეცემა მემკვიდრეობით.