რატომ არ გვირჩევენ ექიმები ახალშობილების მჭიდროდ შეხვევას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ არ გვირჩევენ ექიმები ახალშობილების მჭიდროდ შეხვევას

მეანთა სამეფო კოლეჯიც არ იძლევა ბავშვის მჭიდროდ შეხვევის რეკომენდაციას.

პრობლემა იმაში მდგომარეობას, რომ ასე შეხვეულ ბავშვს ფეხები გაჭიმული აქვს და მოძრაობა არ შეუძლია, რაც სახსრებისთვის არასასურველია.

მენჯ-ბარძაყის სახსრის ნორმალური განვითარებისთვის ბავშვს ფეხების მოხრის საშუალება უნდა ჰქონდეთ. ასევე დიდია გადახურების რისკიც. მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ არასწორი მოვლის შედეგად, შეიძლება დისპლაზია განვითარდეს.

დისპლაზია-სახსრის არასწორი განვითარებით გამოწვეული მდგომარეობაა. ის იწვევს ბარძაყის თავის ქვეამოვარდნილობას ან ამოვარდნილობას.

რაც უფრო ადრე დაიწყება მკურნალობა, მით უკეთესია პროგნოზი. ძირითად მეთოდს წარმოადგენს განზიდულ და მოხრილ მდგომარეობაში ფეხების დამჭერი ორთოპედიული საშუალებების გამოყენება. ეს შეიძლება იყოს განსაკუთრებული შარვალი, ბალიშები, უზანგი, არტაშანი. ასევე ნაჩვენებია ვარჯიში. მძიმე შემთხვევებში შესაძლებელია საჭირო გახდეს ამოვარდნილობის ჩასწორება.

ლალი ჩხიკვაძე