აპგარის სკალა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

აპგარის სკალა

მცირე ინფორმაცია ისტორიიდან...

მე-20 საუკუნის 50-იან წლებამდე სამშობიაროში ექიმების ყურადღება ძირითადად მშობიარე ქალზე იყო მიპყრობილი. ის, რომ ახალმოვლენილი პატარაც საჭიროებდა სამედიცინო დახმარებას, ხშირად ყურადღების მიღმა რჩებოდა. ასეთ მიდგომას არასახარბიელო შედეგები მოჰყვებოდა, ვიდრე ამერიკელმა ექიმმა-ანესთეზიოლოგმა, ვირჯინია აპგარმა, არ შექმნა სკალა, რომელმაც ნეონატოლოგებს შესაძლებლობა მისცა დაბადების პირველივე წუთებიდან სწრაფად შეეფასებინათ ახალშობილის მდგომარეობა და საჭიროების შემთხვევაში დაუყოვნებლივ გაეწიათ დახმარება.

1952 წელს ვირჯინია აპგარმა ეს სკალა კონგრესზე კოლეგების წინაშე წარადგინა და ექიმებისგან მაღალი შეფასება მიიღო. ის სწრაფად გავრცელდა მთელ მსოფლიოში და ექიმებს დღემდე ეხმარება დაბადებისთანავე ახალშობილის შესაფასებასა და დროულ დახმარებაში.

- როგორ ხდება შეფასება სკალის მიხედვით?

- აპგარის სკალით ყველა სამშობიარო სახლში ხელმძღვანელობენ დინამიკის შესაფასებლად ბავშვის დაბადებიდან პირველ და მეხუთე წუთზე.

თუ მეხუთე წუთზე, განმეორებითი შეფასებისას, ახალშობილი უფრო მაღალ ქულებს იღებს, ე.ი. დინამიკა დადებითია. ნულოვანი ან უარყოფითი შეფასებისას საჭიროა დაუყოვნებლივი სამედიცინო დახმარება.

პირველი შეფასება დაბალია ნაყოფის ჰიპოქსიის დროს. ორსულობისას ან მშობიარობის დროს ჟანგბადის ნაკლებობა უარყოფითად მოქმედებს ბავშვის მდგომარეობაზე. საშიში არაფერია, თქვენს პატარას სხვა ახალშობილებთან შედარებით მეტი ყურადღება სჭირდება. წარმოიდგინეთ, რა კოლოსალური შრომა დასჭირდა მას, ამქვეყნად რომ მოვლენილიყო! ამიტომ ძალების აღსადგენად დრო და დახმარება სჭირდება!

აპგარის სკალის მიხედვით შეფასება მარტივია. იგი არ მოიცავს არასასიამოვნო ტესტებს, რისიც ასე ეშინიათ მშობლებს. ნეონატოლოგი ყურადღებით ათვალიერებს პატარას და ყოველ განსაზღვრულ ნიშანს აფასებს 0, 1 ან 2 ქულით. შემდეგ აჯამებს მათ. იმავეს აკეთებს 5 წთ-ის შემდეგ.

დედას აცნობებს ორივე ქულას, შეაქვს ისინი ახალშობილის პასპორტში, რათა შემდგომ უბნის პედიატრმა გაითვალისწინოს ადეკვატური მკურნალობისათვის.

- რომელი ნიშნებით ფასდება ახალშობილი და რა არის შეფასების კრიტერიუმი?

- პატარა ხუთი ნიშნის მიხედვით აბარებს პირველ ცხოვრებისეულ გამოცდას:

  • კანის საფარველის შეფერილობა;
  • გულისცემა;
  • რეფლექსები;
  • კუნთოვანი ტონუსი;
  • სუნთქვა.

ექიმის გვარი აპგარი ამ სკალის აბრევიატურად იქცა ინგლისურ ენაზე. თითოეული ასო შეესაბამება ცალკეულ ნიშანს.

კანის შეფერილობა - მაქსიმალურ შეფასებას, 2 ქულას, ახალშობილი იღებს, თუ მისი კანის ფერია მკრთალიდან მკვეთრ ვარდისფრამდე. თუ კანის ფერი ნორმაშია, ხელები და ფეხები კი მოლურჯო, მას უწერენ 1 ქულას. თუ კანი თანაბრად მკრთალია ან მოლურჯო - 0 ქულას.

საკეისრო კვეთით მიღებულ ახალშობილებს, როგორც წესი, კანი “კლასიკური” შეფერილობის აქვთ და მაღალ შეფასებას იღებენ. ბუნებრივი გზით მიღებული ბავშვებისგან განსხვავებით, მათ არ აქვთ ძლიერი დატვირთვა სუსტი მშობიარობის პროცესში.

- კანის ფერით როგორ ფასდებიან მუქი კანის მქონე, მაგალითად, მულატი ახალშობილები?

- ნეონატოლოგები მათი ტუჩების, ხელისა და ფეხის გულების შეფერილობით აფასებენ და ანიჭებენ ქულებს.

გულის მუშაობა - მთავარი ორგანოა გული, რომელიც ახალშობილებთან ნორმის დროს წუთში 130-140 დარტყმას ასრულებს. ამ დროს ფასდება 2 ქულით. თუ გულისცემის სიხშირეა 100 დარტყმა - 1 ქულა, თუ არ ისმის გულისცემა - 0.

რეფლექსები - მეცნიერებს დათვლილი აქვთ, ახალშობილობის პერიოდში ადამიანს 75 რეფლექსი აქვს. ზოგიერთი მათგანი, მაგალითად, სუნთქვა - სიცოცხლის ბოლომდეა. ზოგიერთი ერთი თვის განმავლობაში ქრება. ახალშობილის საქციელი ძირითადად რეფლექსურია. თუ ის მკაფიოდაა გამოხატული, ისმება 2 ქულა, მათი არარსებობისას - 0.

კუნთოვანი ტონუსი - ნორმის დროს ახალშობილი აქტიურად უნდა მოძრაობდეს, ენერგიულად იქნევდეს ხელ-ფეხს, კუმშავდეს თითებს. თუ ასეა, ისმება 2 ქულა. თუ მოძრაობა იშვიათია და ნელი - 1. ძლიერ დაქვეითებული ტონუსის დროს - 0.

სუნთქვა - მოზრდილი ადამიანი წუთში აკეთებს 16-20 შესუნთქვა-ამოსუნთქვას. ახალშობილს შეუძლია შეასრულოს - 45! თუ ამავდროულად იგი ხმამაღლა ტირის - ისმება უმაღლესი შეფასება - 2 ქულა! ნაკლები და შესუსტებული სუნთქვისა და ტირილისას - 1 ქულა, მათი არარსებობისას - 0.

- როგორ გავიგოთ მიღებული შეფასების მნიშვნელობა?

- პირველ წუთზე შეფასებისას, ანუ პირველი შეფასებისას, უმრავლეს შემთხვევაში იღებენ 7-დან 10 ქულამდე - ეს ნორმალური შედეგია და ნიშნავს, რომ ახალშობილი თავს კარგად გრძნობს და ჩვეულებრივი მოვლა სჭირდება.

4-დან 6 ქულამდე ითვლება დამაკმაყოფილებელ მდგომარეობად. შესაძლებელია, დასჭირდეს სამედიცინო დახმარება.

კრიტიკული მდგომარეობაა, თუ ახალშობილი 4 ქულაზე ნაკლებს იღებს, მისი სიცოცხლე საფრთხეშია და დაუყოვნებლივ თერაპიას საჭიროებს.

მშობელს თვითონაც შეუძლია შეაფასოს შემდეგი ცხრილის მიხედვით:

mkurnali.ge

რას ნიშნავს შეჯამებული ქულები?

ქულები:

10-7 ნორმა;

5-6 ნორმიდან მსუბუქი გადახრა;

3-4 ნორმიდან საშუალო გადახრა;

0-2 საჭიროა ჩარევა - ინტენსიური თერაპია.

დაბალი ქულების მქონე ახალშობილებს სამშობიაროში განსაკუთრებული ყურადღება აქვთ. ბინაზე გაწერის შემდეგ საჭიროებენ მეთვალყურეობას, უპირველესად - ნევროლოგისას!

აუცილებელი არ არის, 10-ქულიანი შეფასების მქონე ახალშობილი უფრო ჯანმრთელი იყოს მომავალში, ვიდრე 5-ქულიანი. დადასტურებულია ფაქტი, რომ აპგარის სკალის შეფასება არ მოქმედებს ბავშვის შემდგომ ფიზიკურ განვითარებასა და გონებრივ შესაძლებლობებზე.

აპგარის სკალა შექმნილია ექიმებისთვის, ის მათ შესაძლებლობას აძლევს განსაზღვრონ, საჭიროებს თუ არა ახალშობილი სასწრაფო სამედიცინო ჩარევას. იგი არის მარტივი, საიმედო და სწრაფი მეთოდი ახალშობილის მდგომარეობის შესაფასებლად. თუმცა ყოველგვარი შეფასება სუბიექტურია, მაღალ ქულებს სკოლაშიც ყოველთვის დამსახურების მიხედვით არ წერენ.

მშობელი არ უნდა შეშინდეს, თუ მისი შვილი 10/10 ქულით არ შეფასდება. სამომავლოდ ის სხვა მიღწევებით გაგახარებთ!