დედების შეცდომები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დედების შეცდომები

რა თქმა უნდა, გირჩევნიათ, თვითონ ჩააცვათ ბავშვს, ვიდრე ელოდოთ, როდის შეიკრავს ის ფეხსაცმლის თასმებს, სწრაფად აჭამოთ ფაფა, ვიდრე მერე დიდხანს ხეხოთ მოსვრილი სამზარეულო, სწრაფად ამოხსნათ ამოცანა მის ნაცვლად, ვიდრე დიდხანს მოთმინებით უხსნათ წესი. სწორედ ეს არის დედების მთავარი შეცდომა! ფსიქოლოგები გვარწმუნებენ, რომ საკუთარ თავზე არ უნდა ავიღოთ ის, რისი გაკეთებაც ბავშვს თვითონაც შეუძლია. წინააღმდეგ შემთხვევაში სიბერემდე მოგვიწევს ზრუნვა უსუსურ შვილზე, რომელსაც უდედოდ შესაძლოა პაემანზე წასვლაც კი გაუჭირდეს. დაე, იზოზინოს, იჭირვეულოს, შეცდომები დაუშვას; უნდა მოითმინოთ - სხვაგვარად ის დამოუკიდებლობას ვერ შეეჩვევა. მაინც რა უშლის ხელს ბავშვს დამოუკიდებლობაში?

  • მიჩვეულია, რომ მის ნაცვლად ყველაფერს სხვები აკეთებენ. ზოგიერთი დედა თავის დანიშნულებას იმაში ხედავს, რომ შვილს ყოველგვარი სირთულე თავიდან ააცილოს. განსაკუთრებით სცოდავენ ქალები, რომლებიც მუშაობენ და ამგვარად ცდილობენ შვილთან ურთიერთობის დეფიციტის კომპენსაციას, რითაც არაჩვეულებრივად სარგებლობენ შვილები და თანდათანობით აბსოლუტურად ინფანტილურ არსებებად იქცევიან. როგორ მოვაგვაროთ პრობლემა? აკეთეთ ყველაფერი ერთად! ჩაიცვით შარვალი, შეკარით ფეხსაცმლის თასმები და პალტოს ღილები ასეთი პრინციპით: შენ - მარჯვენა, მე - მარცხენა; ერთი ღილი - შენ, მეორე - მე. ასეთივე წესით შეგიძლიათ დაამყაროთ წესრიგი ოთახში; სადილობისას შესთავაზეთ ბავშვს, ცოტა თვითონ მიირთვას, მერე კი თქვენ დაასრულებინოთ. ბავშვი ყველაფერს "თითქმის თვითონ" გააკეთებს. ამავე დროს მასთან ურთიერთობის საშუალება გექნებათ.
  • ფლეგმატური ტემპერამენტის პატრონია. თუმცა ეს პრობლემად ვერ ჩაითვლება; ეს არის მოცემულობა, რომესლაც ანგარიში უნდა გავუწიოთ. პატარა შეიძლება იყოს ნელი, ზოზინა, აუჩქარებელი, მაგრამ რაც უნდა დაავალოთ, დარწმუნებული იყავით, საქმეს ბოლომდე მიიყვანს. სხვა საქმეა, გეყოფათ თუ არა ნებისყოფა, დაელოდოთ. უფრო იოლია, ყველაფერი თვითონ გააკეთოთ? იოლია, მაგრამ პატარა ფლეგმატიკოსს საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი შეეპარება და დამოუკიდებელ მოქმედებაზე უარს იტყვის. შენიშვნების მიცემასა და საყვედურებს აზრი არ აქვს, პატარა უფრო მეტად დამუხრუჭდება. მშვიდად და აუჩქარებლად გამოუმუშავეთ მარტივი მოქმედებები, ავარჯიშეთ სხვადასხვა საქმიანობაში, დაგვიანება თავიდან რომ აიცილოთ, მომზადება უფრო ადრე დაიწყეთ.
  • მოუწესრიგებელია, ძნელად იმახსოვრებს მოქმედებათა თანამიმდევრობას, მაგალითად, რა რის შემდეგ უნდა ჩაიცვას. დაუხატეთ ტრუსები, მაისური, პერანგი, შარვალი და თვალსაჩინო ადგილზე ჩამოუკიდეთ. სიტუაციის მიხედვით, ნახატებს შეგიძლიათ ადგილები შეუცვალოთ.
  • ღილები ხელიდან უსხლტება, თასმები არ ემორჩილება.… ნუ შეშფოთდებით, უბრალოდ, ბავშვს ცუდად აქვს განვითარებული მარტივი მოტორული ფუნქცია. მოძრაობის კოორდინაციის განვითარება ინდივიდუალურად ხდება. არსებობს მარტივი სავარჯიშოები, რომლებიც ბავშვს ამაში დაეხმარება: ძერწვა პლასტილინით ან თიხით, აპლიკაცია, კონსტრუქტორების აწყობა, მოზაიკა, ხატვა, ქარგვა.
  • უბრალოდ, კონცენტრირება უჭირს. ასეთ ბავშვებზე ამბობენ, რომ ისინი ჰიპერაქტიურნი არიან. ერთროულად რამდენიმე დავალებას ნუ მისცემთ. დღეს ფეხბურთის მაისურის ჩაცმა დაავალეთ, ხვალ - შარვლისა, ზეგ საწოლი გაასწოროს,… ბოლოს კი აუცილებლად შეაქეთ.