როგორ ავარჩიოთ ბავშვის ტანსაცმელი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ავარჩიოთ ბავშვის ტანსაცმელი

ეს ბუნებრივი ქსოვილისგან დამზადებულ ტანსაცმელს ეხება. სინთეზური მასალის სამოსს ასეთი საფრთხე არ ემუქრება. კერვის კულტურის შეფასება კი ყველას შეუძლია - საკმარისია ნახოთ, თანაბარია თუ არა ნაკერები, როგორ არის დამუშავებული კიდეები, საყელო, ჯიბეები, ძაფები ხომ არ არის ამოწეული და სხვა. აუცილებლად უნდა შეამოწმოთ საკეტები და ღილები. ხდება ისე,  რომ ტანსაცმელი პირველი გარეცხვისთანავე კარგავს იერს. შესაძლებელია თუ არა ამ არასასიამოვნო მოვლენის წინასწარ განსაზღვრა? ერთი შეხედვით, რა თქმა უნდა, ძნელია ქსოვილის ხარისხის დადგენა და იმის წარმოდგენა, როგორი გახდება ის გარეცხვის შემდეგ. რეცხვა უმეტესად საფრთხეს უქმნის ფაფუკ ან, პირიქით,  ელასტიკურ ბუნებრივ ტრიკოტაჟს, რომელსაც მინიმალური რაოდენობით ემატება სინთეზური ბოჭკო. ზომას მხოლოდ ძვირი ბუნებრივი ქსოვილები ინარჩუნებენ. ამ თავისებურებათა გამო მწარმოებლები ტანსაცმელს ზოგჯერ ოდნავ დიდი ზომისას კერავენ, პირველი გარეცხვა კი ყველაფერს აგვარებს. რა ასაკიდან ვასწავლოთ ბავშვს ტანსაცმლის დამოუკიდებლად ამორჩევა და საერთოდ, საჭიროა თუ არა ეს? ალბათ, უფრო მართებული საკითხის ასე წარმოდგენა იქნება: როდის უნდა დაიჯეროს მშობელმა, რომ ბავშვს თავისითაც შეუძლია ტანსაცმლის შერჩევა? მაგალითად, ორი წლის ბავშვები უკვე გამოთქვამენ სამოსთან დაკავშირებულ პრეტენზიებს. ზოგჯერ უცნაურ არჩევანსაც აკეთებენ - ცდილობენ, იარონ ცალ-ცალი წინდით ან სეზონისთვის შეუფერებლად - გრილად ან თბილად. ეს მაქსიმალური სიმშვიდით უნდა მივიღოთ და თავშეკავებულად ავუხსნათ ბავშვს, რატომ არ შეიძლება ასე ჩაცმა. ძალიან მნიშვნელოვანია იმის ახსნაც, რატომ ურჩევთ მას ამა თუ იმ სამოსს. ამით პატარას ნდობასაც მოიპოვებთ, გემოვნებასა და ტანსაცმლის სწორად შერჩევის უნარსაც განუვითარებთ. დიდებს ტანსაცმლის არჩევა იმიტომ უჭირთ, რომ ხშირად იმპულსურად მოქმედებენ, მერე კი ხვდებიან, რომ სულაც აღარ მოსწონთ თავიანთი შენაძენი, ამიტომ უმჯობესია, ბავშვი პატარობიდანვე მივაჩვიოთ სწორ არჩევანს. როგორი ტანსაცმელი შევურჩიოთ ბავშვს სურათის გადასაღებად? ამ დროს ტანსაცმელი პატარას ინდივიდუალობას უნდა გამოხატავდეს. მნიშვნელოვანია ისიც, როგორი ფოტო გინდათ. თუ პატარების ურთიერთობის ან მათი სახეების აღბეჭდვა გსურთ, უმჯობესია ნეიტრალური,  ღია ფერის ტანსაცმელი შეარჩიოთ. ასეთი ფოტოები შავ-თეთრიც შეიძლება იყოს. თუ რაიმე სახალისო და ინდივიდუალური გინდათ, მაშინ ექსპერიმენტს მიმართეთ. მოიძიეთ უჩვეულო და მკვეთრი ფერის სამოსი, თუნდაც საკარნავალო კოსტიუმი და შეუხამეთ მას უცნაური ვარცხნილობა. ანტურაჟისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ხელოვნური ყვავილები, ბუშტები, რბილი სათამაშოები. სხვათა შორის, საკმაოდ კარგი სანახავია ფოტოზე ერთნაირ ტანსაცმელში გამოწყობილი ოჯახის წევრები. მოზარდები თავად არჩევენ ტანსაცმელს. როგორ მივცეთ მათ სურვილებს სათანადო მიმართულება მშვიდად და ძალდაუტანებლად? როგორ ავუხსნათ, რომ მათი არჩევანი ზოგჯერ სასაცილო და სულელურია? თუ პატარაობიდანვე მივაჩვევთ სწორად შემოსვას, ბავშვი აღარ ჩაიცვამს უცნაურად. თუმცა ხდება ისეც, რომ ისინი უჩვეულოდ შემოსილ თავიანთ იდეალებს ბაძავენ. ჩვენ კი უნდა ავუხსნათ მათ, რომ მიმბაძველობა გაუმართლებელია. გოგონებსაც ხშირად გავუმეოროთ, რომ ძალიან მოკლე კაბა მხოლოდ კლასიკური აგებულების გოგონებს უხდებათ, კედები კი სულაც არ არის ქალის ატრიბუტი... რა თქმა უნდა, აქაც ზომიერება გვმართებს. არ არის აუცილებელი, ბავშვი მოდიდან გამოსული სამოსით ვატაროთ, მაგრამ მას უსათუოდ უნდა ავუკრძალოთ ჭიპის გამოჩენა. სიმტკიცე გვმართებს ასევე ტანსაცმლის სეზონურობასთან დაკავშირებით. არ უნდა მივცეთ ბავშვს ზამთარში თხელლანჩიანი ფეხსაცმლით სიარულის უფლება. ამ შემთხვევაში მშობლის აზრი საბოლოო და ურყევი უნდა იყოს. მაინც, როგორ ავარჩიოთ ტანსაცმელი? როგორი უნდა იყოს ბავშვის მაისური? რასაკვირველია, მოხერხებული, სუფთა, მშრალი და, სასურველია, ბუნებრივი ქსოვილისა. ასეთი მაისური დაიცავს ბავშვის კანს ალერგიისა და ინფექციისგან. ეს ელემენტარული ჭეშმარიტება ყველა დედისთვის ცნობილია. მოდურ ტანსაცმელთან დაკავშირებით კი რამდენიმე კრიტერიუმის გამოყოფა შეიძლება.

პირველი კრიტერიუმი - ფასი

ყველა არჩევანს აქვს თავისი ვარიანტები. მაგალითად, იაფფასიანი ტანსაცმელი შესაძლოა სულაც არ იყოს უხარისხო და  არც მაღალი ფასი გამოდგეს ხარისხის გარანტად, მაგრამ იაფი ნივთები უმეტესად მაინც უხარისხოა. მართალია, ბავშვებიც სწრაფად იზრდებიან, მაგრამ სამოსი ხშირად იმდენად უხარისხოა, რომ დაპატარავებამდე უვარგისი ხდება. სწორედ ამიტომ დაფიქრება გვმართებს: ხომ არ ჯობია ხარისხის გამო ხარჯის გაზრდა?

მეორე  კრიტერიუმი - ხარისხი

ხარისხიან ტანსაცმელს დიდხანს ატარებთ. ის გამოადგებათ მომდევნო შვილებსაც, ახლობლებსაც. ასეთი სამოსი, რა თქმა უნდა, შედარებით ძვირია.

მესამე კრიტერიუმი - სტილი, მოდა, ბრენდი

უკანასკნელ ხანს ბავშვებიც კი ინტერესდებიან ტანსაცმლის სტილითა და მწარმოებლით. პოპულარული ფირმების სამოსს, ბუნებრივია, ფასიც სათანადო აქვს. ბავშვთა ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ პატარაობიდანვე უნდა გამოვუმუშაოთ ბავშვს საკუთარი სტილი, მაგრამ ბრენდებით გადაჭარბებული გატაცება ნამდვილად არ ღირს. იდეალური ვარიანტია, როდესაც ფასი, ხარისხი და მშობლების შესაძლებლობები ერთმანეთს შეესაბამება.

საბავშვო მეორეული ტანსაცმელი

დღეს თითქმის ყველა ქალაქშია ნახმარი ტანსაცმლის მაღაზია. არის საბავშვო მაღაზიებიც. "ევროპული ტანსაცმელი" - ჩვეულებრივ, ასე უწოდებენ ნაცვამ სამოსს მაღაზიის მფლობელები, მაგრამ ეს სახელწოდება სულაც არ ხიბლავს მომხმარებელს, არც დედები ჩქარობენ შვილებისთვის ამ ტანსაცმლის შეძენას.

რას ვუფრთხით?

ვიდრე მეორეული პროდუქცია დახლზე მოხვდება, ის ცხელი აირით ან ორთქლით მუშავდება, შემდეგ დეზინფიცირდება. აღარც იმის საშიშროებაა, რომ ზომას ან ფერს შეიცვლის, რადგან შეკრების, დახარისხებისა და დეზინფექციის პუნქტებში მან უკვე მკაცრი კონტროლი გაიარა. ასე რომ, მოსახდენი მომხდარია.

ხარისხი

რა განსაზღვრავს მეორეული ტანსაცმლის ხარისხს? რა თქმა უნდა, ბრენდი - სხვადასხვა სახელოვანი ფირმა. მეორეული ტანსაცმლის მაღაზიაში შესაძლებელია უჩვეულო, ლამაზი და ხარისხიანი ტანსაცმლის პოვნა პატარებისთვისაც. ხშირად ისინი სრულიად უხმარია. ალბათ, ღირს დაფიქრება, ხომ არ ჯობია ასეთი მეორეული სამოსი ხშირად საეჭვო წარმომავლობის ახალს.

სუნი

ბევრ მყიდველს აშინებს მეორეული ტანსაცმლის სუნი. სინამდვილეში სწორედ ეს უცნაური სუნია მათი უსაფრთხოების გარანტი. ამ სუნის გაქრობა ადვილია, საკმარისია ტანსაცმლის კარგად განიავება და სარეცხი მანქანით ორჯერ გარეცხვა.

ვისია მეორეული ტანსაცმელი?

რა თქმა უნდა, ყველას აინტერესებს, ვინ ატარებდა ამ ტანსაცმელს და რატომ ჩააბარეს ისინი. არის მოსაზრება, რომ ეს განვითარებული ქვეყნების ერთგვარი ძღვენია განვითარებადი ქვეყნებისთვის. შესაძლოა, ერთ დროს მართლაც ასე იყო, მაგრამ დღეს სხვა ვითარებაა. მაინც რატომ განვითარდა ევროპაში მეორეული ტანსაცმლის ბიზნესი? ევროპელებს, ჩვენგან განსხვავებით, გარდერობის ხშირი განახლების საშუალება აქვთ. ეს განსაკუთრებით ბავშვის სამოსს ეხება. პატარები სწრაფად იზრდებიან, ევროპელებს კი არ აქვთ ტანსაცმლის მემკვიდრეობით გადაცემის ტრადიცია, მას უბრალოდ თავიდან იცილებენ, ამიტომაც მეორეულ მაღაზიაში ხშირად სრულიად ახალ სამოსს აღმოაჩენთ. პრაგმატული ევროპელები ხალხს მოუწოდებენ, გამოუსადეგარი ტანსაცმელი ჩააბარონ ქსოვილების გადასამუშავებელ სპეციალურ ფაბრიკებში, სადაც ისინი ხარისხდება, 20% მართლაც კარგი და ღირებული საქონელი კი განვითარებად ქვეყნებს გადაეცემა. ამიტომაც შექმნეს ამგვარი ტანსაცმლის შეგროვების, დახარისხებისა და სადეზინფექციო ცენტრები, განვითარებად ქვეყნებში კი გასაღების ბაზრები მოიძიეს. გარდა ამისა, ასეთი იდეა ეკოლოგიური საკითხებით განსაკუთრებულმა დაინტერესებამაც წარმოშვა. აღსანიშნავია, რომ მოქალაქეობრივი ვალის პირნათლად შესრულებისათვის ევროპული ქვეყნის მცხოვრებნი ჯილდოვდებიან კიდეც - უმცირდებათ გადასახადები, სარგებლობენ ფასდაკლებებით და ა. შ. ასეთ ფაბრიკებში ტანსაცმელი სხვადასხვა გზით ხვდება:

ლ გროვდება სხვადასხვა ადგილას (ჰიპერმარკეტებში, ბენზინგასამართ სადგურებზე, ავტოსადგომებზე) არსებულ სპეციალურ კონტეინერებში;

ლ უშუალოდ მფლობელთაგან (სპეციალური აქციები, სახლში ვიზიტები, სოციალური მუშაკების აქტივობა);

ლ საქველმოქმედო აქციებზე - ტანსაცმელი მიაქვთ ეკლესიასა და სოციალურ დაწესებულებებში. სათანადოდ დამუშავებული კი ბითუმად იყიდება.

ვინ ყიდულობს მეორეულ ტანსაცმელს?

ზოგიერთს ჰგონია, რომ მეორეულ სამოსს მხოლოდ ხელმოკლე ხალხი ეტანება. მაგრამ ასეთ მაღაზიებში შეიძლება შეხვდეთ ყოველმხრივ უზრუნველყოფილ ადამიანებსაც, რომელთაც ექსკლუზიური სამოსი უყვართ. სხვათა შორის, მეორეული ტანსაცმლის მაღაზია საუკეთესო ადგილია სააგარაკე სამოსის შესაძენად - შეგიძლიათ, საკმაოდ იაფად იყიდოთ ერთი სეზონისთვის საჭირო  ნივთები, რომელთაც შემდეგ დაუნანებლად გამოეთხოვებით. სად შეიძენთ სამოსს, თქვენი გადასაწყვეტია. ფაქტი ისაა, რომ მეორეული ტანსაცმლის მაღაზიაში მეგობართან ერთად შემთხვევით მოხვედრის შემდეგ ბევრმა შეიცვალა შეხედულება. შესაძლოა, თქვენც მათ შორის აღმოჩნდეთ.