ბავშვის პირველი საწოლი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბავშვის პირველი საწოლი

ეტლის ძირზე უნდა განვათავსოთ მატრასი, რომელიც ხშირად უნდა გადავაბრუნოთ და გავამზეუროთ. ბალიში ეტლში საჭირო არ არის. ბავშვს საწოლიც სჭირდება და ეტლიც. საწოლი შეიძლება იყოს ლითონის ან ხის. ის სისტემატურად უნდა გავწმინდოთ - როგორც კი ბავშვი ფეხზე წამოდგომას დაიწყებს, ის ხშირად ალოკავს საწოლის ზედა ნაწილს. საწოლი საკმაოდ მყარი უნდა იყოს. საუკეთესო ვარიანტია ისეთი საწოლი, რომელსაც გვერდითი კედელი ეხსნება ან ეწევა. ეს საშუალებას გვაძლევს ბავშვს საწოლშივე გამოვუცვალოთ. ბავშვის საწოლი და ეტლი პერიოდულად უნდა გავანიავოთ და გავუკეთოთ დეზინფიცირება. ეტლი განკუთვნილია ნებისმიერი: მზიანი, წვიმიანი, ქარიანი, წყნარი, ცხელი და ცივი - ამინდისთვის. მას მოჰყვება საამისოდ გამიზნული აქსესუარები: ასაკეცი ტენტი, წყალგაუმტარი წინსაფარი და გამჭვირვალე ჩამოსაწევი ეკრანი. მაგრამ ამ საშუალებებით მხოლოდ უეცარი წვიმის ან ცივი და ნოტიო ჰაერისგან ბავშვის დასაცავად უნდა ვისარგებლოთ. არასწორია წყნარ, მზიან ამინდში ეტლის ტენტი აწეული იყოს და ტული - ჩამოფარებული. ამგვარი ფარდა საერთოდ არ არის საჭირო, რადგან ხელს უშლის ჰაერის ბუნებრივ ცირკულაციას. ბავშვის საწოლი უნდა იყოს სწორი და მაგარი, რადგან მის ხერხემალს ჯერ არ აქვს ბუნებრივი სიმრუდეები. პირველ თვეებში ბავშვს ბალიში არ სჭირდება. მოგვიანებით აუცილებელია პატარა ბრტყელი ბალიში. ბავშვს სჭირდება რამდენიმე პლედი: თბილი (შალის ან ბამბის), გასასეირნებლად და ჰაერზე ძილისათვის და მსუბუქი (ბაიკის ან ნაქსოვი), შენობაში გამოსაყენებლად. თბილი პლედი უმჯობესია მოვათავსოთ კონვერტში, რომელიც დაიცავს მას გაჭუჭყიანებისგან, მსუბუქი კი ადვილად შეიძლება გავრეცხოთ. წლის თბილ დროს მსუბუქი პლედი შეიძლება შევცვალოთ ფლანელის ზეწრით. საწოლის თეთრეული ბევრი არ არის საჭირო. საკმარისია რამდენიმე კონვერტი, ზეწარი და ბალიშისპირი. არ არის საჭირო ბავშვის თეთრეულის მაქმანებით გაფორმება. სუფთა თეთრეული ცალკე უნდა გვეწყოს, ისე, რომ ცალი ხელითაც ადვილად მივწვდეთ და გადმოვიღოთ. ჭუჭყიანი ზეწრები ასევე ცალკე უნდა შევინახოთ ემალირებულ სახურავიან ბაკში. გარდა საწოლისა და თეთრეულისა ბავშვს სჭირდება: აბაზანა, ტაშტი, ქოთანი. სხეულის, წყლისა და ოთახის ტემპერატურის გასაზომი თერმომეტრი, პირსახოცი, ღრუბელი, ჯაგრისი, სავარცხელი, მაკრატელი, ბავშვის საპონი, სათბური, მზესუმზირას (გადადუღებული) ზეთი, სადეზინფექციო საშუალება, ტალკი, დანაყოფებიანი ბოთლი, საწოვარა და ა.შ.