როგორ შევარჩიოთ ახალშობილისთვის ტანსაცმელი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ შევარჩიოთ ახალშობილისთვის ტანსაცმელი

ორსულობის ბოლო თვეებში მომავალ დედას უამრავი თავისუფალი დრო აქვს იმისათვის, რომ მოიფიქროს, რა ნივთები დასჭირდება მას და მის პატარას. ბავშვის დაბადების შემდეგ კი შეიძლება ვერც იშოვოს აუცილებელი საგნები, განსაკუთრებით, თუ ოჯახში პირველი ბავშვი ჩნდება. გარდა ამისა, ასეთი სახის საყიდლები ქალს ფსიქოლოგიურადაც ამზადებს დედობისთვის. დღეს უამრავი საბავშვო მაღაზიაა და პროდუქციაც მრავალფეროვანია, ამიტომ ბევრს და ძალიან ძვირს ნურაფერს შეიძენთ. ბავშვს წლამდე ბევრი არაფერი სჭირდება. შემდეგ რჩება უამრავი ჩაუცმელი ტანსაცმელი და ქარს გატანებული ფული. ბავშვთა ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ ყველაზე პატარებისთვის შევარჩიოთ პასტელის ფერის ტანსაცმელი. ბავშვის თვალს არ გააღიზიანებს ნაზი ვარდისფერი, ცისფერი, კრემისფერი. შეიძლება რჩევა ჰკითხოთ მაღაზიის კონსულტანტებს ან ბავშვის ტანსაცმლის გამყიდველებს. მომავალი მშობლები ბავშვის ტანსაცმელს სილამაზის მიხედვით აფასებენ, თუმცა უპირველესი კრიტერიუმია მოხერხებულობა - ტანსაცმელი არ უნდა ბოჭავდეს ბავშვის მოძრაობას და სრულებით ზედმეტია სამშვენისის დანიშნულების მჭიდრო შესაკრავები და რეზინები. სამოსი რაც უფრო ადვილად ჩასაცმელი იქნება, ნაკლებ უხერხულობას შეუქმნის ბავშვს.

ზომა

ტანსაცმელი არ უნდა იყოს ვიწრო ან ფართო, რადგან პატარები ძალიან სწრაფად იზრდებიან, უმჯობესია ერთი ზომის 2-3 ხელი სამოსი შეუძინოთ მხოლოდ.

ხარისხი

რა თქმა უნდა, ნატურალური ქსოვილის ტანსაცმელი უფრო ჯანსაღიც არის და კომფორტულიც, ამიტომ ეცადეთ, ახალშობილს მხოლოდ ნატურალური ქსოვილის სამოსი უყიდოთ. მნიშვნელოვანია შეკერვის ხარისხიც. აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება, რამდენად ფაქიზადაა ნაკერები გაკეთებული, კარგად არის თუ არა მიკერებული ღილები, როგორ იხსნება კნოპები. თუ ძნელად იხსნება, მაშინ მის ირგვლივ ქსოვილი ადვილად დაიხევა. რაიმე რომ არ გამოგრჩეთ, პირველ ხანებში პატარასთვის ტანსაცმლის სია წინასწარ შეადგინეთ.

პერანგები:

5-6 მსუბუქი, 2-3 თბილი და კიდევ ერთი შალის პერანგი, გარეთ სასეირნოდ, სრულებით საკმარისია.

კომბინეზონი:

1-2 თბილი, ზამთრის კომბინეზონი;

ბოდი:

2-3 მოკლესახელოებიანი და ამდენივე გრძელსახელოებიანი.

საცოცავი:

3-4 ცალი.

ქუდი ან ჩაჩი:

2-3 გრილი, 1-2 თბილი და თბილი ქუდი შემოდგომა-ზამთრისთვის.

წინდები:

2 წყვილი ბამბისა და 1 წყვილი შალის. წლის ბავშვს შედარებით მეტი წინდა დასჭირდება.

სეირნობისთვის შეიძლება შეიძინოთ საძილე ტომარა და თხელი კონვერტი საზაფხულოდ, ბეწვისა კი საზამთროდ. ჩახსნილ პერანგებს პირველი თვეებისთვის უმჯობესია გარეგანი ნაკერები ჰქონდეს, მხარზე კი ღილებითა და კნოპებით იკვრებოდეს. ეს ძალიან მოხერხებულია ბავშვისთვის. ბავშვის ტანსაცმლის ყველაზე მოხერხებული ვარიანტია ბოდი, განსაკუთრებით პამპერსის ხმარებისას. ცნობილია, რომ არც ერთ ბავშვს არ უყვარს ჩაცმა, ბოდი კი საშუალებას გვაძლევს პამპერსი ყოველგვარი უხერხულობის გარეშე გამოვცვალოთ. აუცილებელია მსუბუქი, თხელი ქსოვილის ხელთათმანებიც, ბავშვმა სახე რომ არ დაიფხაჭნოს. შესაძლოა, პატარამ ისინი ადვილად წაიძროს, ამიტომ პერანგზე მიაკერეთ. სიფხიზლის დროს ჯობს ბავშვი ხელით გეხებოდეთ, საგნებს ეჭიდებოდეს, რომ მცირე მოტორიკა განუვითარდეს, თათმანები კი აუცილებელია ძილის დროს, უნებურად თავი რომ არ დაიზიანოს. ჩაჩი აუცილებელია მხოლოდ პირველი ორი თვის განმავლობაში, შემდეგ ბავშვები მას, როგორც წესი, თავზე აღარ იჩერებენ. ამიტომ ჩაჩს ბევრს ნუ იყიდით, პირველ ხანებში სრულიად საკმარისია 1-2 ცალი. ქუჩაში ის აუცილებელია, ზაფხულში - თხელი, ზამთარში კი - თბილი. ახალგაზრდა მშობლებს გვინდა ვურჩიოთ, ბავშვს ამინდის შესაბამისად ჩააცვან. მას არც უნდა სციოდეს და არც სცხელოდეს. ბავშვის ჩაფუთვნა არ შეიძლება - შესაძლოა გაოფლიანდეს და ადვილად გაცივდეს.