ბავშვის დასვენებასაც ორგანიზება სჭირდება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბავშვის დასვენებასაც ორგანიზება სჭირდება

ზაფხულში ბავშვი აუცილებლად უნდა გავიყვანოთ ქალაქგარეთ, შევუცვალოთ გარემო. ეს აკაჟებს მის ჯანმრთელობას, აფართოებს თვალსაწიერს. როცა დასვენება კარგად არის ორგანიზებული, ბავშვის ცნობიერება მდიდრდება ახალი შთაბეჭდილებებით, აზროვნება უკეთ ვითარდება, ლექსიკა ივსება ახალი სიტყვებითა და გამოთქმებით, ჩნდება ახალი ინტერესები და მოთხოვნილებები... მაინც რით გავართოთ ბავშვი ზაფხულში ქალაქგარეთ? როგორ მოვახერხოთ, რომ იქ მაინც მოვაცილოთ კომპიუტერსა და ტელევიზორს? თუმცა ისინიც საჭიროა, როცა წვიმს და შინიდან გასვლა შეუძლებელია, კარგ ამინდში კი...

მხიარული თამაში

აგარაკზე დასვენების მთავარი სარგებელი ის არის, რომ ბავშვი კაჟდება. ამისთვის მას ყველა პირობა უნდა შევუქმნათ. უპირველეს ყოვლისა, გამოვუძებნოთ თავისუფალი ადგილი, სადაც შეეძლება სირბილი, ხტუნაობა, ბურთით თამაში ისე, რომ არ დაზიანდეს მოვლილი ეზო, ძვირფასი ნარგავები. შეიძლება, შევიძინოთ ხელოვნური გორაკი, გასაბერი აუზი ან ჩავასოთ მიწაში სხვადასხვა ზომის ხის ძელები, რათა მივიღოთ სპორტული მოედნის მაგვარი რამ. უფრო მოზრდილ ბავშვებს გამოადგებათ ველოსიპედი, სახტუნაო, საქანელა, ჰამაკი, ბადმინტონი, პინგ-პონგი, კეგლი. შეუცვლელი ატრიბუტია ბურთი. ბიჭუნებიც და გოგონებიც დიდი გატაცებით თამაშობენ ფეხბურთს, “წრეში ბურთს”, კალათბურთს (ამისთვის საკმარისია, ჩავასოთ ბოძი და დავკიდოთ მასზე კალათა). ოღონდ ბურთის სათამაშოდ აუცილებელია სხვა ბავშვები. რაც უფრო მოზრდილია ბავშვი, მით უფრო მნიშვნელოვანია მისთვის თანატოლებთან მეგობრობა. თუ თქვენი აგარაკის ახლომახლო შესაფერისი ასაკის ბავშვები არ არიან, შეგიძლიათ სტუმრად მიიპატიჟოთ შვილის ქალაქელი მეგობრები, რათა მას საშუალება ჰქონდეს, ზაფხული თანატოლების წრეში სასიამოვნოდ გაატაროს.

მოვძებნოთ განძი

ყველაფერი, რაც კი გარს ახვევია აგარაკზე ქალაქიდან ჩამოსულ ბავშვს, შეიძლება მისთვის შემეცნებისა და განვითარების წყაროდ იქცეს. მას უდავოდ გაიტაცებს ისეთი მარტივი გასართობი, როგორიცაა წყალში ქვების სროლა ან მუხლუხოს მოძრაობაზე დაკვირვება. რაც შეეხება ქვიშით, წყლით ან თიხით თამაშს, ეს მხოლოდ კი არ გაართობს პატარას, არამედ ყურადღების, მოტორიკისა და წარმოსახვის განვითარებაშიც დაეხმარება. თუ გსურთ, შესთავაზოთ ბავშვს უჩვეულო გასართობი, ეთამაშეთ “განძის მაძიებლობანა”: რაიმე ჩადეთ ლითონის ქილაში და ჩაფალით ეზოში ან სახლის ახლომახლო. დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რა იდება ქილაში - კანფეტები თუ წერილი; ბავშვისთვის თვითონ ძიების პროცესია საინტერესო. დაუხაზეთ ნაკვეთის გეგმა, რუკა, ჯვრით მონიშნეთ განძის ადგილსამყოფელი... ბავშვი ამით ორგვარ სარგებელს მიიღებს: გაერთობა კიდეც და რუკის დახმარებით ორიენტირებასაც ისწავლის.

ქებათა ქება შრომას!

თუ ბავშვს საინტერესო და მისი შესაძლებლობის შესატყვის დავალებას მისცემთ, ის სიამოვნებით შეიტანს წვლილს სააგარაკო საქმიანობაში. სკოლამდელი ასაკის პატარა უარს არ იტყვის, მოაწყოს ალპური გორაკი, შეკრას მინდვრის ყვავილების თაიგული მაგიდის მოსართავად, შეაგროვოს ღამით ხეებიდან ჩამოცვენილი ვაშლი თუ მსხალი... არავითარ შემთხვევაში არ დაგავიწყდეთ, შეაქოთ შრომისა და გარჯისთვის, მადლობა გადაუხადოთ გამოჩენილი მუყაითობისთვის. ეს მისთვის სამომავლო სტიმული იქნება.

ძველი ჰობი ახალ ყაიდაზე

სკოლის მოსწავლეებს ხშირად აძლევენ ზაფხულში წასაკითხი ლიტერატურული ნაწარმოებების სიას. ეს ლიტერატურა ასაკის შესაბამისად შეირჩევა. ბევრი ბავშვი არცთუ დიდი ხალისით ეკიდება ამ დავალებას. ჩვენ შეგვიძლია, ეს პროცესი ძალიან საინტერესო, სახალისო და მიმზიდველი გავხადოთ. მაგალითად, წიგნების კითხვა მოვაწყოთ არა მაგიდასთან, არამედ ჰამაკში, ფართოტოტებიანი ხის ჩრდილქვეშ, სიგრილეში, მიმზიდველ და მოხერხებულ გარემოში, ანდა საგანგებოდ კითხვისთვის გამართულ კარავში. ამ შემთხვევაში წიგნი ბავშვს უფრო საინტერესო მოეჩვენება. ბავშვებთან ერთად შეაგროვეთ გირჩები, წაბლი, რკო - მათგან შეიძლება დაამზადოთ ლამაზი სამშვენისები ზაფხულის დღეების სამახსოვროდ.

თქვენს ბიჭუნას ან გოგონას ფოტოგრაფია იტაცებს?

აგარაკზე შეიძლება საზაფხულო ფოტოსესიის მოწყობა ნათესავების, მეზობლებისა და ნაცნობების მონაწილეობით, მერე კი ფოტოალბომის შედგენა. ის შთაბეჭილებათა დაუვიწყარ წყაროდ იქცევა.