არდადეგები ბავშვის გარეშე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

არდადეგები ბავშვის გარეშე

გსურთ, მოიწყოთ არდადეგები ბავშვის გარეშე? მით უმეტეს, დამტოვებელი არსებობს, ბებიასა და ძიძასთან ყოფნას ბავშვი შეჩვეულია. თუ ძუძუს აწოვებთ, გასაგებია, რომ შორს ვერ წახვალთ, ორი წლის ბავშვთან კი საკითხი ინდივიდუალურად უნდა გადაწყდეს. ზოგი ამ ასაკში საკმაოდ დამოუკიდებელია და დედასთან განშორებას მაინცდამაინც არ განიცდის, ზოგი სამი წლისაც მტკივნეულად რეაგირებს უდედოდ დარჩენაზე. საზოგადოდ კი 3-4 წლის ბავშვებთან სირთულე თითქმის არ არსებობს - მათ ესმით, რომ დედა სამუდამოდ არ მიემგზავრება, ახსნა-განმარტებასაც ყურადღებით ისმენენ და იციან, რომ დედიკო მალე დაბრუნდება და საჩუქრებს ჩამოუტანს, ამიტომ მოლოდინიც სასიამოვნოა. რჩევა: თუ ბავშვს ძუძუს აწოვებთ (ბევრი 2-3 წლამდეც კი აწოვებს ძუძუს), ეცადეთ, მოაშოროთ გამგზავრებამდე 2-3 თვით ადრე, რათა მიჯაჭვულობა თანდათანობით დაიძლიოს.

არ მოიწყენს

მნიშვნელოვანია, თქვენი გამგზავრება არ იქცეს ბავშვისთვის უსიამოვნო სიურპრიზად. ბავშვებს არ უყვართ ცვლილებები, მით უმეტეს - მოულოდნელი, ამიტომ ეცადეთ, ეს ამბავი მეხივით არ დაატყდეთ თავს. ადრევე დაიწყეთ ბავშვის მომზადება იმისთვის, რომ ცოტა ხანს უთქვენოდ ყოფნა მოუწევს. გამგზავრებამდე რამდენიმე კვირით ადრე აცნობეთ, რომ წასვლას აპირებთ, აჩვენეთ რუკაზე, საით მიდიხართ, უთხარით, ვისთან მოუწევს დარჩენა, როგორ იცხოვრებს უთქვენოდ. დაუგეგმეთ საინტერესო ღონისძიებები, მაგალითად, კინოში წასვლა, ატრაქციონების პარკში მეგობრებთან ერთად გასეირნება. რაკი თქვენ დასასვენებლად მიემგზავრებით, თქვენს შვილსაც უნდა ჰქონდეს გასართობი, რომ მოსაწყენად არ ეცალოს და არ იდარდოს. შვილი, ალბათ, გკითხავთ, რატომ არ მიგყავთ იგი თან. უნდა აუხსნათ, რომ მისი ცუდი საქციელის გამო კი არ მიდიხართ, კი არ სჯით, არამედ იმიტომ, რომ დროდადრო ყველა დედას აქვს მარტო ან მამასთან ერთად დარჩენის სურვილი. დაარწმუნეთ პატარა, რომ აუცილებლად დაბრუნდებით. განშორება ნუ შეგაშინებთ. მთავარია, ბავშვმა იცოდეს, რომ დედა მალე დაბრუნდება.

საჭირო რეკომენდაციები

  • თუ გამგზავრებას გადაწყვეტთ, დაუტოვეთ ბებიას ან ძიძას მითითებები ყველა შესაძლო სიტუაციისთვის - ცხოვრება ხომ მოულოდნელობით არის აღსავსე. ფურცელზე ჩამოწერეთ მითითებები და საჭირო ტელეფონის ნომრები: სამაშველო სამსახურისა, ბავშვთა პოლიკლინიკის ექიმისა... დადეთ გამოსაჩენ და ადვილად მისაგნებ ადგილას.
  • მკაფიოდ მიუთითეთ, რა ეკრძალება ბავშვს. მაგალითად, ფანჯრის რაფაზე აძრომა, გაზქურის ანთება, დღეში ერთზე მეტი შოკოლადის შეჭმა.
  • მიუთითეთ ისიც, რაც სხვა ოჯახებში შესაძლოა აკრძალული იყოს, თქვენთან კი - არა. მაგალითად, თუ ბავშვი, ჩვეულებრივ, საუზმობს, სადილობს და ვახშმობს არა სამზარეულოში, არამედ თავის ოთახში, ეს აუცილებლად აღნიშნეთ.
  • ჩამოწერეთ დღის რეჟიმი, რომელსაც ბავშვი შეჩვეულია.
  • მიუთითეთ ადგილი, სადაც ინახება ბავშვის საბუთები და ფული.
  • მიუთითეთ იმ მეგობრებისა და ნათესავის ტელეფონის ნომერი და მისამართი, რომლებსაც საჭიროების შემთხვევაში დახმარება შეეძლებათ.

ყველაფერი რიგზეა?

იმისთვის, რომ მუდამ საქმის კურსში იყოთ იმის თაობაზე, რა ხდება სახლში, წინასწარ შეთანხმებულ დროს სისტემატურად დარეკეთ. გამუდმებით რეკვა საჭირო არ არის - დღე-ღამეში ერთი-ორი ზარი საკმარისია. მით უმეტეს საკმარისია ბავშვთან დღეში ერთხელ საუბარი - თუ სულ ტელეფონზე იქნებით ჩამოკიდებული, ის დამოუკიდებლობას ვერ შეეჩვევა. ცხადია, თუ ხელი მიგიწვდებათ, შეიძლება ინტერნეტით ვიდეოკავშირის დამყარებაც.

ეს მნიშვნელოვანია!

ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ დედის გარდა ჰყავს სხვა ადამიანებიც, რომლებსაც ის ძალიან უყვართ და მუდამ იზრუნებენ მასზე. რაც უფრო ხშირი კონტაქტი აქვს პატარას ბებიასა და ბაბუასთან, მით უფრო გაწონასწორებული და სოციალურად ადაპტირებულია იგი - უფროსი ნათესავები მას სტაბილურობის განცდას უღვივებენ.