თანატოლთა საზოგადოება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თანატოლთა საზოგადოება

გარდა ამისა, ბავშვების უმრავლესობას ძალიან უჭირს ახალ გარემოსთან, თანატოლთა კოლექტივთან, პედაგოგებთან, აღმზრდელებსა და მომვლელებთან შეჩვევა და შეგუება. ისინი მიჯაჭვული არიან დედას ან ბებიას, ძიძას. მათი ცხოვრების წესი, ჩვევები ზოგჯერ ძალიან განსხვავდება იმ წესებისგან, რომლებიც საბავშვო ბაღშია. ბავშვები ხშირად აპროტესტებენ ბაღში არსებულ რეჟიმს. ბავშვები, რომლებიც დედებსა და ბებიებთან მუდმივად ყოფნას არიან შეჩვეულნი, უმეტესად განებივრებულნი არიან და საკუთარ მოთხოვნილებებს უქვემდებარებენ ყველასა და ყველაფერს. ამგვარი ბავშვების მშობლების დიდ ნაწილს უჭირს გადაწყვეტილების მიღება. მათ ეშინიათ, რომ მათ შვილს გაუჭირდება ერთბაშად უცხო გარემოსა და ამდენ ცვლილებასთან, ამდენ უცხო ადამიანთან, დიდსა თუ პატარასთან შეგუება. მშობლების ასეთი განწყობა, მათი დამოკიდებულება და მერყეობა სავსებით გასაგებია და ბუნებრივიცაა, მაგრამ როდემდე უნდა იყოს ბავშვი დედის, ბებიის თუ ძიძის კალთას ამოფარებული? საბავშვო ბაღში სიარული ნიშნავს, რომ ბავშვს ჩამოუყალიბდება დღის ნორმალური რეჟიმი, ისწავლის თანატოლებთან ურთიერთობას, მეგობრობას, მათთან ერთად თამაშს, აითვისებს ახალ ინფორმაციას და ა.შ. ბუნებრივია, რომ პატარა, რომელიც ბაღში არ დადის, მოკლებულია ყველაფერ ამას და დეფიციტსაც განიცდის. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში ბავშვი მცირე ასაკიდანვე ეჩვევა დამოუკიდებლობას, უფრო თავდაჯერებული ხდება, სწავლობს გადაწყვეტლების მიღებას, თავისით პოულობს გამოსავალს კონფლიქტური სიტუაციებიდან და სხვა.

ზოგიერთი პრობლემა

ერთ-ერთი პრობლემა, რის გამოც მშობელს ბავშვის საბავშვო ბაღში მიყვანა უჭირს, ვირუსების შიშია. ეს შიში უსაფუძვლო როდია. საბავშვო ბაღში, სადაც ბავშვების საკმაოდ დიდი რაოდენობაა თავმოყრილი, დაავადების გავრცელებისა და გადადების დიდი შანსია, უფრო მეტი, ვიდრე შინ, სადაც ბავშვი ვირუსებისა და მიკრობებისგან ასე თუ ისე იზოლირებულია. საბავშვო ბაღში ბავშვები ავადმყოფობისაგან დაცულნი რომ იყვნენ, ამისთვის დიდი ყურადღება და პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარებაა საჭირო. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ ბავშვები არ მოხვდნენ ორპირ ქარში. ოთახები ხშირად უნდა ნიავდებოდეს. საბავშვო ბაღის ეზოში თამაშის შემდეგ გაოფლიანების შემთხვევაში აღმზრდელებმა მათ ტანსაცმელი უნდა გამოუცვალონ, ხშირად დააბანინონ ხელები. რომელიმე ბავშვის დასნებოვნების შემთხვევაში მან გამოჯანმრთელებამდე არ უნდა იაროს საბავშვო ბაღში, რათა სხვასაც არ გადასდოს ინფექცია. საბავშვო ბაღში მიყვანამდე მშობლებმა წინასწარ უნდა შეარჩიონ სასურველი ბაღი, გაეცნონ გარემოს, სადაც მოუწევს მათ შვილს ყოფნა, გაარკვიონ, შეესაბამება თუ არა იქ არსებული პირობები მათ მოთხოვნებს. გაიგეთ იმ მშობლების აზრი, რომელთა შვილები დიდი ხანია დადიან თქვენ მიერ შერჩეულ ბაღში; რა მოსწონთ იქ და რა - არა. ჯგუფებში ხშირად არის ბევრი ბავშვი, ზოგჯერ - 20-ზე მეტიც. პედაგოგებსა და აღმზრდელებს უჭირთ, ყველას ერთნაირად მიაქციონ ყურადღება. დიდ ჯგუფში ბავშვებსაც უჭირთ ხოლმე ადაპტაცია. საბავშვო ბაღში დაცული უნდა იყოს ჰიგიენური პირობები, უნდა ჰქონდეთ საინტერესო და უსაფრთხო სათამაშოები და გასართობები. დაცული უნდა იყოს საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორია.

ბავშვის მზადყოფნა

ბავშვი საბავშვო ბაღში მიყვანამდე გაცილებით ადრე უნდა მოვამზადოთ ამ მნიშვნელოვანი ეტაპისთვის. თანდათან უნდა მივაჩვიოთ დამოუკიდებლად ჭამას, გამოვუმუშაოთ ჩაცმის, ხელ-პირის დაბანის ჩვევები, ვასწავლოთ ტუალეტში სიარული. უნდა დავეხმაროთ სხვა ჩვევების გამომუშავებაშიც. მაგალითად, შინ დაბრუნებისას ტანსაცმლის დამოუკიდებლად გახდა და კარადაში შელაგება უნდა შეძლოს. ასეთ შემთხვევაში აღარ გაუჭირდება საბავშვო ბაღში მისთვის გამოყოფილი კარადით სარგებლობა. პატარა უნდა დავარწმუნოთ იმაში, რომ საბავშვო ბაღში სიარული მისთვის ისეთივე მნიშვნელოვანი საქმიანობაა, როგორიც მისი მშობლებისთვის სამსახურში სიარული. ასევე მნიშვნელოვანი იქნება მომავალში სკოლაში სიარულიც.

ასაკი

ხშირად საუბრობენ იმის შესახებ, რომელი ასაკია ყველაზე შესაფერისი ბავშვის საბავშვო ბაღში მისაყვანად. ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ ყველაზე შესატყვისი ასაკი 3-4 წელია. ამ ასაკში ბავშვი უკვე აცნობიერებს, რომელი ქცევაა მისაღები და რომელი - არა, რისი გაკეთება შეუძლია და რისი - არა. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, ბავშვი დავარწმუნოთ, რომ საბავშვო ბაღში მან მხოლოდ დღის ნაწილი უნდა გაატაროს, მერე კი აუცილებლად დაბრუნდება შინ. არასოდეს დაემუქროთ ბავშვს ბაღში წაყვანით, ეს მან სასჯელად არ უნდა მიიჩნიოს. მისთვის საბავშვო ბაღი სასიამოვნო ადგილად უნდა იქცეს.