რას აძლევს ბავშვს ცეკვა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რას აძლევს ბავშვს ცეკვა

როცა ხედავთ, რომ თქვენი შვილი ხშირად ცეკვავს მუსიკის თანხლებით და ეს სიამოვნებას ანიჭებს, ესე იგი ბავშვს ცეკვა მოსწონს და შესაძლოა, მიდრეკილებაც აქვს. 5-6 წლის ასაკში ბავშვის ცეკვაზე მიყვანა სავსებით მისაღებია - მას შეუძლია, თავისუფლად გაიგოს, რას მოითხოვენ მისგან, მზადაა დავალებების შესასრულებლად. ამ ასაკის ბავშვებისთვის სტუდიებში დადგენილია ფიზიკური დატვირთვის ნორმა. კარგმა ქორეოგრაფმა და გამოცდილმა პედაგოგმა იცის, როგორ უნდა დააინტერესოს ბავშვი ცეკვის ხელოვნებით. შესაბამისად უხსნის მას საჭირო ილეთის შესრულების ტექნიკას, ცეკვის შინაარსს, მის ცალკეულ ელემენტებს. ბავშვებს ეს, როგორც წესი, ძალიან მოსწონთ და სწრაფად იტაცებთ ეს საქმიანობა, ნელ-ნელა ითვისებენ ახალ-ახალ მოძრაობებს და დროთა განმავლობაში ყოველივე ამას დიდი სიყვარულით ეკიდებიან. სასურველია, სკოლა ან სტუდია სახლთან ახლოს იყოს, რათა ბავშვი მეტისმეტად არ გადაიღალოს - მას ხომ რეპეტიციებზე სიარული კვირაში 2-3-ჯერ უწევს.

სარეპეტიციო დარბაზში

ყველაფერი, რა თქმა უნდა, ქორეოგრაფიიდან იწყება, რომელიც დისციპლინათა მთელ კომპლექსს მოიცავს. მოგვიანებით ბავშვმა შეიძლება აირჩიოს ესა თუ ის მიმდინარეობა - ქალთა ცეკვა, სამეჯლისო ცეკვა, ტრადიციული ეროვნული ცეკვა - და ამ კუთხით სრულყოფილებას მიაღწიოს, მაგრამ ეს მხოლოდ 2-3 წლის შემდეგ მოხდება, როცა პატარა აითვისებს განსაზღვრულ ჩვევებს და თვითონვე მიხვდება, რა უფრო აინტერესებს. ცეკვის შესწავლისთვის საჭიროა სპეციალური ფორმა. თავდაპირველად ეს იქნება სარეპეტიციო სამოსი პედაგოგის - ქორეოგრაფის მითითებით, მოგვიანებით კი - სპეციალური საცეკვაო კოსტიუმი, - რა თქმა უნდა, განსხვავებული ბიჭებისა და გოგონებისთვის, - უამრავი აქსესუარით, რომლებიც სპეციალურ სახელოსნოებსა და ატელიეებში იკერება და მზადდება და საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. მაგრამ მშობელს შეუძლია წარმოიდგინოს შვილის გაბრწყინებული თვალები პირველი საკონცერტო გამოსვლისას, როცა თვალისმომჭრელ საცეკვაო კოსტიუმში გამოწყობილი პატარა დიდი მონდომებით ასრულებს ხანგრძლივი რეპეტიციების დროს ათვისებულ საცეკვაო ილეთებს და ამისთვის მაყურებელთა ოვაციებს იმსახურებს. ამას დიდი სიხარული მოაქვს ბავშვისთვის, თავდაჯერება ემატება, როცა თავისი შრომის ნაყოფს ხედავს და ამისთვის მაყურებლისა და ახლობლების ქებას იმსახურებს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი პედაგოგის, ქორეოგრაფის შეფასებაა. რაც შეეხება პედაგოგს: როცა 5-6 წლის ბავშვი ცეკვის სტუდიაში მიგვყავს, ის იქ უნდა ჩავაბაროთ ადამიანს, რომელზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული, ამიტომ სტუდიის არჩევისას წინასწარ უნდა გაარკვიოთ, რამდენად გამოცდილია სპეციალისტი. ეს კარგად იციან მშობლებმა, რომელთა შვილები დიდი ხნის განმავლობაში დადიოდნენ ამ პედაგოგთან. პედაგოგი, უწინარესად, პროფესიონალი ქორეოგრაფი უნდა იყოს. ძალიან მნიშვნელოვანია სწავლების გამოცდილებაც. გამოცდილმა პედაგოგმა იცის, როგორ მიუდგეს თითოეულ ბავშვს - ისინი ხომ ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისაგან თვისებებით, უნარებით.  პატარები ძალიან მგრძნობიარენი არიან. კარგი ქორეოგრაფი ბავშვებს ასწავლის არა მხოლოდ ცეკვას, ილეთებსა და მოძრაობებს, არამედ გარკვეულ პიროვნულ თვისებებსაც უვითარებს მათ. ქართული ცეკვის მასწავლებლებისგან ხშირად გაიგონებთ, რომ მათ აღზრდილებს შემდგომ იშვიათად ჩაუდენიათ უღირსი საქციელი, არასოდეს უხმარიათ დანა, არ გაჰკარებიან ნარკოტიკს. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ ესმით - ქართულ ჩოხაში გამოწყობილი მამაკაცი უნდა იყოს რაინდი, ტოლერანტი, სხვისი ღირსების პატივისმცემელი პიროვნება, ქართული კაბითა და მანდილით შემოსილი ქალი კი ნაზი, კდემამოსილი, მშვენიერი ქალური თვისებებით შემკული მანდილოსანი. გარდა ამისა, ცეკვა ბავშვს მატებს მოქნილობას, ამტანობას, ასწავლის ურთიერთობას, მეგობრობას, პარტნიორობას, ნდობას და, რაც მთავარია, მშვენიერების განცდას. საჩვენებელ რეპეტიციებსა და კონცერტებზე ბავშვი თავის თავში თრგუნავს სიმორცხვეს და სულ უფრო თავდაჯერებული ხდება. ცეკვა მოითხოვს უკიდურეს კონცენტრირებას, მობილიზებას, ბავშვი სწავლობს დროის განაწილებას, აცნობიერებს დროის ფასს, ხდება პუნქტუალური, იძენს პასუხისმგებლობის გრძნობას. ასე რომ, ცეკვა ბევრი კარგი ჩვევით, უამრავი ღირსეული თვისებით აჯილდოებს ბავშვს, რაც მას მომავალ ცხოვრებაში უსათუოდ გამოადგება.