მოხერხებული ავეჯი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მოხერხებული ავეჯი

ამისათვის ხელსაყრელი გაბარიტებია, სულ მცირე, 80X160 სმ. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მაგიდის სიმაღლე. ყველამ ვიცით, რომ მოუხერხებლად ჯდომისას ბავშვი იფუჭებს არა მარტო ტანადობას, არამედ ჯანმრთელობასაც. იმისთვის, რომ ზუსტად განსაზღვროთ საჭირო სიმაღლე, მაგიდა უნდა “მოაზომოთ” ბავშვს. დასვით სკამზე ისე, რომ ფეხები მართი კუთხით ჰქონდეს მოხრილი - ისინი არც უნდა მიებჯინოს მაგიდას და არც ჩამოეკიდოს. ამასთან, მაგიდის ზედაპირი მკერდის ოდნავ ქვემოთ უნდა იყოს, რომ ბავშვი ადვილად დაეყრდნოს. გაითვალისწინეთ ისიც, რომ ბავშვები სწრაფად იზრდებიან და მაგიდა მალე “უპატარავდებათ”, ამიტომ შეიძინეთ ტრანსფორმირებადი მოდელი, რომ ორი წლის შემდეგ ახალი ავეჯის ყიდვა აღარ დაგჭირდეთ. რაც შეეხება ფორმას, ყველაზე მოხერხებულია რუსული Ã-ს ფორმის მაგიდები. მათ სამუშაო ზედაპირზე მოხერხებულად თავსდება კომპიუტერი და სხვა ნივთები. კომპიუტერი აქსესუარებითურთ მოკლე ფრთას იკავებს, ხოლო გრძელ ნაწილს ბავშვი სამუშაოდ იყენებს. სკამი უნდა გეყოთ არა ერთი ან ორი წელი, არამედ ბავშვთან ერთად იზრდებოდეს. ამისთვის თითქმის ყველა დეტალი მოძრავი უნდა იყოს - სკამის კონსტრუქცია საშუალებას უნდა გაძლევდეთ, არეგულიროთ მისი სიმაღლე, საჯდომი ნაწილისა და ზურგის  დახრის კუთხე, ზურგიდან საჯდომ ნაწილამდე მანძილი. რასაკვირველია, რეგულირების ყველა მექნიზმი უნდა იყოს უსაფრთხო, მტკიცე და მარტივი მოსახმარი, რათა ბავშვმა ხელები არ დაიზიანოს. ამასთან ერთად, სკამი უნდა იყოს მოხერხებული, რბილი და მომრგვალებული, არ ჰქონდეს მახვილი კუთხეები. სკამის გადასაკრავი კარგად უნდა ატარებდეს სისველეს - ტყავი ან მუშამბა არ ვარგა, თორემ ბავშვი გაოფლიანდება, დისკომფორტს იგრძნობს და ყურადღება გაეფანტება. სამუშაო ადგილი - მაგიდა საწოლისა და სათამაშო ზონისგან მოშორებით დადგით, რათა ბავშვი მას სამუშაო ადგილად აღიქვამდეს და მიზანდასახულად და ყურადღებით მეცადინეობდეს. ზოგიერთი ფსიქოლოგი გვირჩევს, სამუშაო ზონა ფერითაც გამოვყოთ ოთახის საერთო ინტერიერიდან. მაგალითად, კუთხეში გავაკრათ სხვა ფერის შპალერი - მშვიდ, პასტელურ ფერებად შეღებილი, მოხატულობისა და მკვეთრი ფაქტურის გარეშე. იზრუნეთ საწერი მაგიდის განათებაზეც - დადგით ისე, რომ მზის სხივები მარცხნიდან ეცემოდეს. მაგიდის ყიდვისას წინასწარ განსაზღვრეთ, რა სად იდგება. თუ მაგიდა კომპიუტერისაა, მონიტორი ან დისკების თარო შესაძლოა სინათლეს გადაეღობოს. ასე რომ, ისეთი მაგიდა შეიძინეთ, რომელსაც რეგულირებადი და მოძრავი თაროები აქვს. დამატებით განათებას უზრუნველყოფს მაგიდის ნათურა. იგი აღჭურვილი უნდა იყოს სპეციალური სისტემით - არ ჰქონდეს ციმციმის ეფექტი, რომელიც მხედველობას ვნებს. მაშ ასე, ძვირფასო მშობლებო, ყურადღებით გადაიკითხეთ ჩვენი რჩევები და საქმეს შეუდექით.