ბავშვი და კრიზისული პერიოდები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბავშვი და კრიზისული პერიოდები

კრიზისი პირველი

ცხრა თვიდან წლინახევრამდე პრაქტიკულად ყველა ბავშვი პირველი კრიზისის პერიოდს გადის. ეს ის დროა, როცა ბავშვი სიარულსა და ლაპარაკს სწავლობს. ამ დროს პატარა ოინბაზი პროტესტს აცხადებს, ჭირვეულობს, დაჟინებით მოითხოვს სურვილების ასრულებას, რომლებიც ხუთ წუთში ერთხელ ეცვლება, მიისწრაფვის, ყველაფერი თავისი ხელით გააკეთოს. ეს საკმაოდ უსიამოვნოა. შესაძლოა გეგონოთ, რომ ბავშვს ასეთი ხასიათი აქვს ან ეს თქვენი (მამისეული, ბებიისეული...) არასწორი აღზრდის შედეგია. დამშვიდდით, ასე ემართება თითქმის ყველა ბავშვს. ეს განვითარების აუცილებელი ეტაპია. კრიზისს ფსიქოლოგები უბრალოდ ცუდ ქცევას როდი უწოდებენ; კრიზისი - ეს არის პერიოდი, როდესაც იცვლება ბავშვის დამოკიდებულება სამყაროსა და გარშემო მყოფი ადამიანების მიმართ. პირველ თვეებში ჩვილი დედასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული, მაგრამ ყოველთვის ასე არ იქნება. ფეხის ადგმასთან ერთად ბავშვს უჩნდება შესაძლებლობა, იმოქმედოს თვითონ, მშობლისგან დამოუკიდებლად, მეტყველების განვითარებასთან ერთად იწყებს დამოუკიდებელი სურვილების გამოხატვას. კრიზისი აუცილებელია, რათა ბავშვმა დედისგან განცალკევება, ფსიქოლოგიური გამოყოფა დაიწყოს. ამ დროს მას უყალიბდება საკუთარი აზრი, ხდება მისი “მეს” ფორმირება. ის არკვევს, რომ აქვს საკუთარი გრძნობები, სურვილები და შესაძლებლობები.

კრიზისი მეორე

ზოგიერთი ქვეყნის მეცნიერები ბავშვის განვითარებაში სამ კრიზისულ პერიოდს გამოყოფენ - ერთი, სამი და შვიდი წლის ასაკისას, ზოგან კი არსებობს ტერმინი “კოშმარული ორწლიანები”. ნებისმიერ შემთხვევაში, ორიდან სამწლინახევრამდე ბავშვების უმრავლესობა კიდევ ერთ კრიზისს გადალახავს. ამ პერიოდში ბავშვი განსაზღვრავს საკუთარ ადგილს გარემოში. იგი უგულებელყოფს არსებულ წესებს, ცდილობს საკუთარის დამყარებას, უარყოფს ნებისმიერ წინადადებას (ნეგატივიზმი), მოითხოვს მორჩილებას (დესპოტიზმი), ყველაფერს პირიქით აკეთებს, ჯიუტობს და თავის ნებაზე იქცევა. თითქოს ყველასა და ყველაფერს უჯანყდება. ვერაფერს ვიზამთ, ესეც გარდაუვალი ეტაპია. თუ ერთი წლის ასაკში ბავშვი საკუთარი თავის შეცნობას ცდილობდა, ახლა ის სამყაროში თავის ადგილს ეძებს. ასეთი ქცევა არ უკავშირდება არც აღზრდის სისტემას, არც ხასიათს. ეს დიდი ხანია იციან ფსიქოლოგებმა. ფსიქოლოგთა აზრით, კირზისის გადალახვა რთულია, მაგრამ გადაულახაობა - უარესი. ეს იმიტომ, რომ კრიზისი არც ჭირვეულობაა და არც სიჯიუტე. კრიზისი - ეს ახალი ტიპის ურთიერთობებისკენ გასავლელი გზაა. ყველა კრიზისის საბოლოო შედეგი ზრდასრული, დამოუკიდებელი პიროვნებაა.

დათმობასაც ცოდნა უნდა

კრიზისის არსის გაგება დაგეხმარებათ, მიიღოთ ის ისეთი, როგორიც არის და დაეხმაროთ ბავშვს მის მშვიდობიანად გადალახვაში. ნუ ეცდებით, დათრგუნოთ მისი ნება და, რადაც არ უნდა დაგიჯდეთ, მორჩილება აიძულოთ. თქვენ ხომ არ გინდათ, თქვენი შვილისგან უინიციატივო, პასიური პიროვნება დადგეს? ამიტომ დასჯერდით მცირე, უმტკივნეულო აკრძალვებს, ისიც მაშინ, როცა საქმე რეალურ საფრთხეს ეხება.  ისწავლეთ ბავშვის ყურადღების გადატანა საკამათო სიტუაციაში; ნუ შეგეშინდებათ დათმობის, როცა ეს არაპრინციპულია; იმოქმედეთ ბავშვთან ერთად და არა მის მაგივრად, გამუდმებით წაახალისეთ მისი დამოუკიდებლობა - ბავშვი გაიზრდება და ამის სასიკეთო შედეგს თვალნათლივ დაინახავთ.