ერთჯერადი ჭურჭელი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ერთჯერადი ჭურჭელი

ერთჯერადი ჭურჭლის შერჩევისას უნდა დავაკვირდეთ ჭურჭლის ფსკერზე, უკანა მხარეს არსებულ მარკირებას ან შეფუთვაზე დატანილ ინსტრუქციას. ყურადღება მიაქციეთ სიმბოლოს, რომელზეც გამოსახულია ჩანგალი და ბოკალი (ფეხიანი ჭიქა). ის მიუთითებს, რომ ჭურჭელი შეიძლება გამოვიყენოთ უშუალოდ საკვებსა და სასმელთან კონტაქტისთვის, ანუ შეგვიძლია, ასეთი ჭიქით დავლიოთ სასმელი და ასეთი თეფშიდან ჩანგლით მივირთვათ საკვები. ცხელი საკვებისა და სასმელებისთვის შეარჩიეთ ერთჯერადი ჭურჭელი, რომელსაც აქვს ნიშანი “პპ”. ეს მიუთითებს, რომ ჭურჭელი დამზადებულია პოლიპროპილენის საფუძველზე და შეიძლება გამოვიყენოთ მიკროტალღურ ღუმელში საკვების გასათბობად. ასეთი მასალისგან დამზადებული ჭურჭელი გამოირჩევა გამძლეობით მაღალი ტემპერატურისა და გაყინვის მიმართ, კარგად ინარჩუნებს სითბოს. ნიშანი “EPშ” მიუთითებს, რომ ჭურჭელი დამზადებულია პენოპოლისტიროლისგან. ეს მასალა სრულიად უსაფრთხოა და ეკოლოგიურად სუფთა. ასეთი ჭურჭლის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ იგი ცხელი სასმლისა და კერძის ზემოქმედებითაც კი არ იცვლის ფორმას. ცივი სასმელები ასეთ ჭიქებში მალე არ თბება. ცივი კერძებისთვის გამოდგება ერთჯერადი ჭურჭელი ნიშნით “Pშ”. ასეთი მარკირების მქონე ჭურჭელი პოლისტიროლისგან არის დამზადებული. პოლისტიროლის ჭიქები გამჭვირვალეა, თეთრი ან ფერადი. თუ მოვჭმუჭნით, ტყდება, თუ ცხელ წყალს ჩავასხამთ - იჭმუჭნება და იკუმშება. ასეთ ჭიქებში არც ალკოჰოლიანი სასმელებისა და მაღალი მჟავიანობის (ფორთოხლის, გრეიპფრუტის) წვენების ჩასხმა შეიძლება - ასეთ დროს გამოიყოფა სტიროლი, მავნე ნივთიერება, ერთნაირად საზიანო როგორც მოზრდილებისთვის, ისე ბავშვებისთვისაც. სამკუთხა ისრები იმაზე მიუთითებს, რომ შეიძლება ასეთი ჭურჭლის გადამუშავება. უმეტესად ეს ნიშანი აქვს ქაღალდისა და მუყაოს ჭურჭელს, რომელიც სრულიად უვნებელია. ასეთი ჭურჭელი არ ტყდება, არ წვავს ხელს ცხელი სასმლის ჩასხმისას, არ გამოყოფს მავნე ნივთიერებებს გახურებისას. გახსოვდეთ: ერთჯერად ჭურჭელს ტყუილ-უბრალოდ არ ჰქვია ერთჯერადი! ხელმეორედ მისი გამოყენება დაუშვებელია - გარეცხვისას ზიანდება მისი გარეთა, დამცავი შრე და იწყება მავნე ნივთიერებების: ფენოლის, კადმიუმის, ფორმალდეჰიდის, ტყვიის, - გამოყოფა. ასე რომ, ნუ დაინანებთ ლამაზად მოხატულ ერთჯერად ჭურჭელს გადასაყრელად. პიკნიკის დამთავრებისას ნარჩენები და ჭურჭელი ერთჯერად პარკებში მოათავსეთ და ნაგვის ურნაში ჩააგდეთ. არ დატოვოთ ბუნება დანაგვიანებული. გაუფრთხილდით თქვენი და თქვენი შვილების ჯანმრთელობას და მომავალს.