პირველი ვიზიტი გინეკოლოგთან - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პირველი ვიზიტი გინეკოლოგთან

- ბევრი მშობელი მიიჩნევს, რომ ბავშვს არ სჭირდბა “დიდების” ექიმი და არ დაჰყავს გინეკოლოგთან გეგმურ გასინჯვაზე. პრაქტიკა კი მოწმობს, რომ ეს მცდარი მიდგომაა. სტატისტიკის მიხედვით, სკოლამდელი ასაკის გოგონების 15-დან 25-მდე პროცენტში გამოვლენილია სხვადასხვა გინეკოლოგიური დაავადება, მათ შორის - სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებები, კისტები, მიომები. მათი უმრავლესობა პრაქტიკულად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ასეთი პათოლოგიების  დროულად გამოვლენა და მკურნალობა აუცილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში გოგონას ჯანმრთელობა შეერყევა და მომავალში შესაძლოა რეპროდუქციული (შვილოსნობის) ფუნქციაც დაერღვეს. მშობელს უნდა ესმოდეს, რომ გოგონას, განურჩევლად მისი ასაკისა, სხეულის ისეთივე აგებულება აქვს, როგორიც ზრდასრულ ქალს და, მაშასადამე, შეიძლება, გინეკოლოგიური დაავადებაც დაემართოს.

- რა ასაკში უნდა გასინჯოს გოგონა გინეკოლოგმა?

- ახალშობილ გოგონას ჯერ კიდევ სამშობიარო სახლში უტარდება გარეთა სასქესო ორგანოების დათვალიერება. ამის მიზანია ახალშობილის სქესის დადგენა. უფრო დეტალური დათვალიერება უნდა ჩატარდეს 6-7 წლის ასაკში - სკოლაში შესვლამდე. მესამე გასინჯვა საჭიროა 11-12 წლის ასაკში, როდესაც იწყება სქესობრივი მომწიფების პერიოდი. 14 წლიდან კი გოგონა ყოველ წელს უნდა მივიყვანოთ გინეკოლოგთან, თუნდაც არაფერი აწუხებდეს. როგორც პრაქტიკა მოწმობს, ასე არ ხდება. გინეკოლოგს მაშინღა მიმართავენ, როცა პრობლემა იჩენს თავს. გასათვალისწინებელია კიდევ ერთი რამ: გოგონა ბავშვთა გინეკოლოგმა უნდა გასინჯოს, ვინაიდან გასინჯვის ტაქტიკაც კი განსხვავებულია, რომ არაფერი ვთქვათ დაავადების მიმდინარეობისა და მკურნალობის თავისებურებებზე.

- რა პრობლემებს აწყდებით გასინჯვის დროს?

- პრობლემის დროული გამოვლენა მომავალში გოგონას მძიმე დაავადებისგან დაიცავს, ამიტომ უნდა სძლიოთ სიმორცხვეს და არ გადადოთ გინეკოლოგთან გეგმურ გასინჯვაზე მისვლა. თუ თავად ვერ აგვარებთ პრობლემას, დაიხმარეთ ფსიქოლოგი. დედამ უნდა აუხსნას გოგონას, რომ ისიც დადის გინეკოლოგთან, რადგან ეს მისი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია, რომ გასინჯვა სამარცხვინო არ არის. შეგიძლიათ, პროცედურის დროს გვერდით დაუდგეთ მას და ხელზე ხელი მოჰკიდოთ - ეს გაამხნევებს გოგონას და დაამშვიდებს.  თუ გოგონა კატეგორიულ წინააღმდეგობას გიწევთ და მისი მდგომარეობაც იძლევა საშუალებას, ჯობს, ვიზიტი სხვა დროისთვის გადადოთ. ძალით არ დასვათ იგი გინეკოლოგიურ სავარძელზე - ეს სტრესი შესაძლოა დიდხანს გაჰყვეს და მომავალში უფრო სერიოზული პრობლემები შეუქმნას. ყველა დედას აქვს შვილის ხასიათის “გასაღები”. მხოლოდ სერიოზული მიდგომითა და სწორი ახსნა-განმარტებით არის შესაძლებელი ამ წინააღმდეგობის გადალახვა. გინეკოლოგიური გასინჯვა უნდა ჩატარდეს მშობლის თანხმობითა და თანდასწრებით. ეს მისი იურიდიული უფლებაა. გოგონას კი ფსიქოლოგიური თანადგომა სჭირდება.

- უმეტესად რა აღელვებთ მშობლებს?

- ზოგიერთი შიშობს, გინეკოლოგიური გასინჯვისას არ დაზიანდეს საქალწულე აპკი. უნდა იცოდეთ, რომ გასინჯვა ტარდება თითით უკანა ტანიდან, ამდენად, საქალწულე აპკთან შეხება საერთოდ არ ხდება.  თუ საჭირო გახდა საშვილოსნოს ყელის ან საშოს დათვალიერება, ბავშვთა გინეკოლოგი ამისთვის გამოიყენებს სპეციალურ, მომცრო ზომის სარკეებს, რომლებსაც ფრთხილად ჩადგამს საშოში, ისე, რომ აპკი დაუზიანებელი დარჩეს. არსებობს სიმპტომები, რომელთა არსებობისას აუცილებელია ბავშვთა გინეკოლოგის კონსულტაცია. ესენია:

  • გამონადენი საშოდან, მეტადრე - მძაფრსუნიანი, ასევე - ქავილი და წვა გარეთა სასქესო ორგანოების მიდამოში, წვა შარდვის დროს. ეს ინფექციის ნიშნებია.
  • სარძევე ჯირკვლების გადიდება და თმიანობა ბოქვენის არეში 11 წლამდე - ეს ჰორმონულ დარღვევებზე მეტყველებს.
  • სისხლდენა საშოდან - მოითხოვს გადაუდებელ სამედიცინო ჩარევას. გოგონა უნდა მოთავსდეს ისეთ კლინიკაში, სადაც არიან ბავშვთა გინეკოლოგი და ქირურგი.

ბავშვთა გინეკოლოგი - ეს ისეთი პროფესიაა, რომელიც დიდ გამოცდილებას მოითხოვს. ამ პროფესიის ადამიანმა უნდა შეძლოს ისეთი დიაგნოსტიკური კომპლექსის შერჩევა, რომლის მეშვეობითაც შეძლებს სერიოზული პრობლემის აღმოჩენას უმნიშვნელო გადახრების გათვალისწინებით. მაგალითად, პატარა სიმსივნისას ან კისტისას. ბავშვთა გინეკოლოგი კარგი ფსიქოლოგიც უნდა იყოს. ექიმსა და პატარა პაციენტს შორის სრულფასოვანი კონტაქტი აუცილებელია.

- რას გვეტყვით პირადი ჰიგიენის შესახებ?

- გოგონას პატარაობიდანვე უნდა ასწავლოთ ჰიგიენის წესების დაცვა, ყოველდღე გამოუცვალოთ საცვლები, აბანაოთ, ასწავლოთ ტუალეტის ქაღალდის სწორად ხმარება, ხელების საპნით დაბანა ტუალეტის შემდეგ. ვიდრე გოგონა დამოუკიდებლად შეძლებს ამ პროცედურების ჩატარებას, დედა უნდა დაეხმაროს, პროცედურამდე და პროცედურის შემდეგ კი ხელები დაიბანოს საპნით. გარდა ამისა, გოგონებისთვის არ შეიძლება მძიმე ტვირთის აწევა. ფიზიკური დატვირთვაც ზომიერი უნდა ჰქონდეთ. ყოველი პატარა გოგონა მომავალი ქალი და დედაა. მის ჯანმრთელობაზე ზრუნვა დაბადებისთანავე უნდა დავიწყოთ.