როგორ არის მოწყობილი სამყარო? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ არის მოწყობილი სამყარო?

ვარსკვლავს და პლანეტებს, რომლებიც მის გარშემო ბრუნავენ, პლანეტათა სისტემას უწოდებენ. დედამიწა და კიდევ შვიდი პლანეტა უდიდესი ვარვარა ციური სხეულის, მზის, ირგვლივ ბრუნავს. ეს ნიშნავს, რომ დედამიწა მზის სისტემის ნაწილია. ყოველ პლანეტას საკუთარი, განსაზღვრული სამოძრაო გზა ანუ ორბიტა აქვს. ის ორბიტას არასოდეს ტოვებს. მზესთან ყველაზე ახლოს პლანეტა მერკურის ორბიტაა. ოდნავ მოშორებითაა ვენერა, მომდევნო კი დედამიწაა. მას მოსდევენ მარსი, იუპიტერი, სატურნი, ურანი და ნეპტუნი. რაც უფრო ახლოსაა პლანეტა მზესთან, მით უფრო ჩქარა უვლის ის თავის ორბიტას. მაგალითად, მერკური ერთ ბრუნს 38 დღე-ღამეში აკეთებს, დედამიწას მზის ირგვლივ ერთი “გასეირნებისათვის” ერთი წელი ანუ 365 დღე-ღამე სჭირდება. ზოგიერთ პლანეტას “ჰყავს” მეგობარი - თავისი თანამგზავრი. დედამიწისთვის ასეთი თანამგზავრია მთვარე. თუმცა არსებობს უთანამგზავრო პლანეტებიც. ასეთებია მერკური და ვენერა. რვა პლანეტას შორის ყველაზე დიდია იუპიტერი. როგორც მეცნიერებმა გამოთვალეს, დედამიწა მასთან შედარებით ისეთი ზომისაა, როგორი ზომისაც არის პატარა ვაშლი დიდ საზამთროსთან შედარებით. თუ კარგ ამინდში, ღამით, ცას ავხედავთ, მასზე მრავალ ვარსკვლავს დავინახავთ. ეს ვარსკვლავთა მხოლოდ ის ნაწილია, რომლის დანახვაც შეგვიძლია. სპეციალური მოწყობილობის, მაგალითად, ტელესკოპის მეშვეობით დავინახავთ უფრო მეტ ვარსკვლავს, მაგრამ ყველას - ვერა. რამდენი ვარსკვლავია ცაზე, არავინ იცის. კოსმოსზე დაკვირვება მოხერხებული რომ ყოფილიყო, ვარსკვლავები თანავარსკვლავედებად გააერთიანეს. მეცნიერები აკვირდებიან, ვის ან რას ჰგავს თანავარსკვლავედის კონტური და ამის მიხედვით არქმევენ სახელს. ასეთებია, მაგალითად, დიდი დათვის ან თევზის თანავარსკვლავედი. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ყველა ვარსკვლავსა და პლანეტას დედამიწასავით ბურთის ფორმა აქვს, თუმცა დანამდვილებით ამას ვერავინ იტყვის, რადგან კოსმოსი ძალიან დიდია და ცალკეულ ვარსკვლავს რომ მიაღწიოს, ადამიანს მთელი სიცოცხლეც არ ეყოფა. თუმცა მეცნიერებმა იციან, რომ ის ცისფრად მოციმციმე ვარსკვლავები, ცაზე რომ ვხედავთ, სინამდვილეში ცხელი და ვარვარაა, ხოლო წითელი ვარსკვლავები – ცივი. ძალიან ძლიერი ტელესკოპით ასევე შეიძლება დავინახოთ ვარსკვლავების ფერი და ზომა. გარდა პლანეტებისა და ვარსკვლავებისა, სამყაროში კომეტები და მეტეორიტებიც არსებობს. მეტეორიტი არის ქვა, რომელიც ოდესღაც შემთხვევით მოსწყდა რომელიმე ვარსკვლავს ან პლანეტას და ახლა კოსმოსში დაფრინავს. ხშირად ასეთი მოხეტიალე “ქვები” დედამიწაზეც ცვივა. ერთი დღე-ღამის განმავლობაში დედამიწაზე ჩამოცვენილი ასეთი ქვებით შეიძლება სატვირთო მანქანაც კი ავავსოთ. როცა მეტეორიტი დედამიწას უახლოვდება, ის ატმოსფეროში იწვის და ნაკვერჩხალივით ანათებს, ამიტომ ადამიანს ჰგონია, რომ მეტეორი კი არა, ვარსკვლავი ვარდება. თუ მეტეორიტი ბევრია, მათ ვარდნას ვარსკვლავთცვენას უწოდებენ. კომეტა გაცილებით დიდია, ვიდრე მეტეორიტი. მეცნიერებმა ჯერ კიდევ არ იციან დანამდვილებით, რისგან შედგება და საიდან მოფრინავს კომეტები. შესაძლოა, ისინი წარმოიშობოდნენ რომელიღაც კოსმოსურ სხეულთან ვარსკვლავების შეჯახების დროს. ყველა კომეტას აქვს “კუდი”, რომელიც ქვების, აირის ან მტვრის ნაწილაკებისგან შედგება, ამიტომ ძველად მათ კუდიან ვარსკვლავებს უწოდებდნენ და მათ გამოჩენას უბედურების მომასწავებლად მიიჩნევდნენ. ერთ-ერთი ცნობილი “კუდიანია” ჰალეის კომეტა, რომელიც დედამიწას ყოველ 75-76 წელიწადში ერთხელ ჩაუფრენს ხოლმე.