როგორ ავიცილოთ თავიდან უბედური შემთხვევები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ავიცილოთ თავიდან უბედური შემთხვევები

ყველაზე დიდ საფრთხეს ბავშვს საწმენდი და სარეცხი საშუალებები უქმნის. 2-3 წლის პატარა შეიძლება მიიზიდოს ჭურჭელმა, ფერმა, სუნმა და გემოც კი გაუსინჯოს მჟავას, მათეთრებელს თუ სხვადასხვა შხამს, ამიტომ არამც და არამც არ შეიძლება ქიმიური საშუალებების მოთავსება ბავშვისთვის ხელმისაწვდომ ადგილას. 2-3 წლის პატარას ვერაფრით გააგებინებთ, რომ რაღაცის შეჭმა ძალიან საშიშია, ის ამას ვერ გაიგებს. პატარა ბავშვისთვის თითქმის ყველა მედიკამენტი საშიშია. ისეთი ფართოდ გავრცელებული წამალიც კი, როგორიცაა ასპირინი. ისიც გაითვალისწინეთ, რომ  ბავშვი, რომელსაც ექიმის მიერ დანიშნული წამლის მიღებას მთელი საათი ეხვეწებით, თავისივე “მოპოვებულ” აბებს ისე ყლაპავს, თვალს ვერ შეასწრებთ. ელექტრომოწყობილობის ჩანგალი, ქსელის როზეტი და გაზქურის სახელური ბავშვისთვის მომხიბლავი სათამაშოებია. წარმოიდგინეთ, რა სასწაულია - მიუახლოვდებით ჩამრთველს, ხელს დააჭერთ და შუქიც აინთება! ამ უწყინარი გართობით პატარა ბავშვი მხოლოდ რამდენიმე დღე შეიქცევს თავს. მალე ის დარწმუნდება, რომ შედეგი ყოველთვის ერთი და იგივეა და თამაშიც მოსწყინდება. შუქის ანთება-ჩაქრობის დროს პატარას ზიანი არ მიადგება, ოჯახის ზარალი კი გადამწვარი ნათურით ამოიწურება. თუმცა ეს ყველაფერი არც ისეთი უსაფრთხოა, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს - ჩამრთველის შემდეგ ბავშვს როზეტი ან გაზქურის სახელურები მიიზიდავს. ნეტავი რისთვისაა ეს ორი ხვრელი? ნეტავი რა მოხდება, თუ შიგ რამეს შევყოფთ? რა ლამაზი სახელურები აქვს ამ კარადას, მოდი, გადავატრიალოთ! - ფიქრობს პატარა. ამიტომ, თუ ოჯახში ცნობისმოყვარე ბავშვია, განსაკუთრებული კონსტრუქციის როზეტები ან სპეციალური დამხშობები უნდა გამოვიყენოთ. მაშინაც კი, როცა ჩამრთველი ზემოთაა და პატარა უსკამოდ ვერ შესწვდება. ძალზე სახიფათო ნივთია ელექტროდამაგრძელებელი. გამოყენების შემდეგ ის უმალვე უნდა მოვხსნათ და შევინახოთ, ხოლო თუ მუდმივად ვიყენებთ, ბავშვისთვის მიუწვდომელ სიმაღლეზე დავამაგროთ. თანამედროვე ტექნიკამ კიდევ სამი დამატებითი საფრთხე შექმნა:

  • მიკროტალღური ღუმელი, რომელშიც ჭურჭელი ცივი რჩება, მაგრამ შიგთავსი ისე ცხელდება, რომ შეიძლება, დამწვრობაც კი გამოიწვიოს;
  • ჭურჭლის სარეცხი მანქანისთვის განკუთვნილი ფხვნილები და სითხეები, რომლებიც ძალიან შხამიანია;
  • სათამაშოების მინიატურული ელემენტები (ბატარეები) - ბავშვი მათ ადვილად გადაყლაპავს, მათი შიგთავსი კი მომწამვლელია და შესაძლოა, კუჭ-ნაწლავის პერფორაციაც კი გამოიწვიოს.

თუ მშობლები ყურადღებით იქნებიან, უბედური შემთხვევების თავიდან აცილება არ გაუჭირდებათ. არ უნდა დავუშვათ, რომ პატარა მდუღარე წყლით ან ცხელი წვნიანით სავსე ქვაბს მისწვდეს ან მაკრატლითა თუ დანით “შეიარაღებულმა” ირბინოს. ასე დიდხანს არ გაგრძელდება. მალე ბავშვი მიხვდება, რომ ცხელი უთო ხელს დასწვავს და თავადაც ეცდება, თავი საფრთხეში არ ჩაიგდოს.