რატომ უნდა იყოს ბავშვისთვის მშობელი თანატოლზე მნიშვნელოვანი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ უნდა იყოს ბავშვისთვის მშობელი თანატოლზე მნიშვნელოვანი

უკვე რამდენიმე ათწლეულია შეინიშნება მცდელობა, მიიღონ სარგებელი სწავლების სამი უმთავრესი სახისგან, რომელთა მიზანია, შეიქმნას სივრცე მოსწავლეთა ინტერესებისთვის, მათი ინდივიდუალობის, ურთიერთდამოკიდებულებისა და უპირატესობების განვითარებისთვის. თუ ეს მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა, არა იმიტომ, რომ იმთავითვე მცდარი იყო, არამედ იმიტომ, რომ თანატოლებზე ორიენტაციამ მოსწავლე შეუვალი გახადა მათ მიმართ. ბავშვები, რომლებიც ორიენტირებულნი არიან თანატოლებზე, ავტომატურად ხდებიან მოსწავლეები, რომლებიც ორიენტირებულნი არიან მიჯაჭვულობაზე, რომელსაც არ გააჩნია ჩამოყალიბების ენერგია და უუნარონი არიან ადაპტაციური და ინტეგრაციული სწავლებისადმი. პრობლემა ის არის, რომ არასწორ კალაპოტში მიმართული მიჯაჭვულობა ბავშვს უბიძგებს სწავლების მცდარი გზისკენ და არა იმ “მასწავლებლებისკენ”. კონსერვატიული განათლების მომხრეები ვარაუდობენ, რომ განათლებისადმი თანამედროვე მიდგომები კრახს განიცდის, ანარქიას, უპატივცემულობას და დაუჯერებლობას თესავს. მრავალ ადამიანს კი მზერა ოკეანისკენ, ევროპისა და აზიის ავტორიტეტული და სტრუქტურირებული საგანმანათლებლო სისტემებისკენ მიუპყრია. თუმცა ეს ადამიანები არ ითვალისწინებენ, რომ განათლებისადმი ტრადიციული მიდგომები ეფექტურია მხოლოდ იმ საზოგადოებაში, სადაც უფროსებისადმი მიჯაჭვულობა ჯერ კიდევ არ არის დამახინჯებული. ამ სისტემებშიც კი შიშვლდება სუსტი ადგილები, როცა ირღვევა მიჯაჭვულობის ტრადიციული იერარქია. ნიუფელდი იხსენებს, როგორ გახდა ამის მოწმე იაპონიაში, სადაც ის, როგორც ექსპერტი, განათლებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე იყო მიწვეული. კონფერენციაზე განიხილებოდა განათლების ავტორიტარული სისტემის პრობლემები. არც ერთი პოსტინდუსტრიული სისტემა არ არის დაცული ამისგან. როცა ეკონომიკას კულტურასთან შედარებით უპირატესობა ენიჭება, ნგრევა გარდაუვალია და ძველი მიჯაჭვულობაც ქრება. მასწავლებლებს, რომლებიც სწავლების ავტორიტარულ მეთოდებს ემხრობიან, ჯერ კიდევ არ გაუცნობიერებიათ, რომ სწავლების პროცესს აადვილებდა არა იძულება, არამედ კავშირი. ჩვენს განათლების სისტემას უნდა ჰქონდეს არა მარტო ჩამოყალიბების, ინტეგრაციისა და ადაპტაციის პროცესების გამოყენების უნარი, სადაც ეს შესაძლებელია, არამედ უზრუნველყოფდეს კიდეც კავშირებისა და დამოკიდებულებათა სისტემის მხარდაჭერას, რათა მოსწავლეების მიჯაჭვულობა შეინარჩუნოს. მოძველებული ავტორიტარული მეთოდი მხოლოდ გააუარესებს მდგომარეობას. თუ გავითვალისწინებთ, რომ თანატოლებზე ორიენტაცია დამანგრეველ ზემოქმედებას ახდენს საგანმანათლებლო სისტემაზე, ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ განგაში უნდა ავტეხოთ და სიტუაციის შეცვლა ან, სულ ცოტა, ამ პროცესის შეფერხება მაინც ვცადოთ. სინამდვილეში კი ჩვენ, მშობლები და მასწავლებლები, ფაქტობრივად ხელს ვუწყობთ ამ გამოვლინებას და მის შემდგომ განვითარებას. განათლებისადმი ჩვენმა პიროვნულად ორიენტირებულმა მიდგომამ იქამდე მიგვიყვანა, რომ ბავშვების სწავლებისას რეალური სასურველში გვერევა, ხოლო პატარების სურვილები - მათ მოთხოვნებში. აღმოცენდა საშიში მითი იმის თაობაზე, რომ პატარები ყველაზე უკეთ სწავლობენ თანატოლებისგან. ეს მართლაც ასეა, ნაწილობრივ იმის გამო, რომ თანატოლების მიბაძვა უფრო ადვილია, ვიდრე უფროსებისა, მაგრამ უმთავრესად იმიტომ, რომ ბავშვები თანატოლებზე ორიენტირებულები გახდნენ. თუმცა პატარები ერთმანეთისგან ვერ ისწავლიან განსჯის ფასს, ინდივიდუალობის მნიშვნელობას, ბუნების საიდუმლოს, მეცნიერების მიღწევებს, ადამიანური ყოფის საფუძვლებს, ისტორიის გაკვეთილებს, მათემატიკურ ლოგიკას, ტრაგედიის არსს. ისინი ვერ გაიგებენ, რა თვისებები ახასიათებს ადამიანს, როგორ გავხდეთ ადამიანური, რა საჭიროა კანონი, რას ნიშნავს იყო დიდსულოვანი. თანატოლებისგან ბავშვები ისწავლიან მათ მსგავსად ლაპარაკს, სიარულს, ჩაცმას... ერთი სიტყვით, ისინი ისწავლიან შეგუებასა და იმიტირებას. თანატოლებზე ორიენტირებული მოსწავლეები მასწავლებლებზე ნაკლებად დამოკიდებულები ხდებიან. ეს, უდავოდ, მრავალ გადატვირთულ მასწავლებელს გაახარებს. სამწუხაროდ, ასეთი მოსწავლეები წარმატებას ვერ მიაღწევენ. ცნება “პედაგოგი” გულისხმობს ადამიანს, რომელიც წინ მიუძღვის ბავშვებს. მასწავლებელს მაშინ შეუძლია გაძღოლა, როცა ბავშვები მას მიჰყვებიან. ბავშვები კი მხოლოდ იმ მასწავლებელს გაჰყვებიან, რომლის მიმართაც მიჯაჭვულობას გრძნობენ. მასწავლებლები სულ უფრო ხშირად არიან ორიენტირებულნი მოსწავლეებზე, მათ გადასცემენ მართვის სადავეებს, რითაც საფრთხეს უქმნიან პედაგოგიკის არსს. თანატოლებზე ორიენტაცია ახალგაზრდების სწავლების ისედაც არცთუ ადვილ პროცესს კიდევ უფრო ართულებს და მასწავლებლების მორალურ სულისკვეთებას, სტრესისადმი მედეგობას და ფიზიკურ ჯანმრთელობასაც კი მძიმე დარტყმას აყენებს. თანატოლებზე ორიენტაცია მოსწავლეს გულგრილს ხდის მასწავლებელთა ჩანაფიქრისადმი და აიძულებს, მუდმივი საბოტაჟი მოუწყოს სასწავლო პროცესს. მუდმივ წინააღმდეგობასთან შეჯახება გადაღლისკენ მიმავალი გზაა. უფრო გამკაცრება არ არის გამოსავალი. ერთადერთი ხერხი სწავლების გასაადვილებლად მიჯაჭვულობის ჩამოყალიბებაა. მიზნის მისაღწევად მასწავლებელმა მოსწავლეებს თვალები უნდა აუხილოს. ამისთვის კი, უპირველესად, მათი გული უნდა დაიპყროს. ახლა კი უკანასკნელი შენიშვნა განათლების თაობაზე. ვიწრო სპეციალიზაციისა და ექსპერტების ეპოქაში შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ სწავლება მხოლოდ მასწავლებლის მოვალეობაა. ამავე დროს, თუ გავაცნობიერებთ მიჯაჭვულობის როლს სწავლების პროცესის გაიოლებასა და თანატოლებზე ორიენტაციის თავიდან აცილებაში, დავინახავთ, რომ ახალგაზრდების განათლება მოქალაქეობრივი ვალის ნაწილია. ის თანაბრად იყოფა მშობლებს, მასწავლებლებს, ბავშვებთან ურთიერთობის მქონე ყველა მოზრდილ ადამიანსა და მათ შორის, ვინც ქმნის ხასიათს კულტურისა და ჩვენი საზოგადოებისა, რომელშიც იზრდება და ვითარდება ბავშვი.