საზაფხულო პრობლემების თაიგული - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საზაფხულო პრობლემების თაიგული

მაინც წაიყვანოს შვილი ზღვაზე. მზე, ულტრაიისფერი სხივები, ზღვა, ქვიშა - ეს ყველაფერი ჯანმრთელობასთან ასოცირდება, მაგრამ მოდი, მედლის მეორე მხარესაც შევხედოთ. იმუნოლოგების აზრით, ულტრაიისფერი სხივების სიჭარბე ამცირებს ლიმფოციტების (დამცავი უჯრედების) გამომუშავებას, გადააქცევს მათ ცარიელ უჯრედებად, რომლებსაც დამცავი უნარი არ გააჩნია.

მზის აბაზანები მცირე დოზებით აკაჟებს იმუნიტეტს, დიდი დოზებით კი, პირიქით, თრგუნავს. თუ პატარა მიდრეკილი არ არის გაციებისადმი, პედიატრთან მისვლა უწევს მხოლოდ აცრებისა და პროფილაქტიკური გასინჯვების დროს, შეგიძლიათ, თამამად წაიყვანოთ იგი ზღვაზე. თუ ბავშვი სუსტია, წლის განმავლობაში 5-6-ჯერ ავადმყოფობს ან აქტიური ზრდის ასაკშია (იგულისხმება პირველი ფიზიოლოგიური აჭიმვის პერიოდი, 5-6 წელი), უმჯობესია, ზღვაზე მისი წაყვანისგან თავი შეიკავოთ. ასევე არ არის რეკომენდებული ზღვაზე დასვენება ქრონიკული დაავადებების დროს - ზღვის კლიმატი ასეთ დაავადებებს ამწვავებს.

- ყურადღება ალბათ ჯანმრთელ ბავშვსაც სჭირდება...

- უსაფრთხო რუჯის მისაღებად საჭიროა შინიდან გასვლისას მზისგან დამცავი კრემის წასმა. გარდა ამისა, თუ პატარას დიდხანს მოუწია მზის გულზე ყოფნა, შესაძლოა მიიღოს დამწვრობა, მზის დაკვრა...

- როგორ მოვიქცეთ ამ დროს?

- წავუსვათ დამწვარ ადგილებზე სპეციალური სააფთიაქო საშუალება - სპრეი, რომლის ქაფი აგრილებს და შვებას ჰგვრის კანს. თუ ვერ ვიშოვეთ, შეიძლება მაწვნის წასმაც. ყურადღება მივაქციოთ სხეულის ტემპერატურას. თუ მოიმატა, მოვიწვიოთ ექიმი - ის ბავშვს სიცხის დამწევ საშუალებებს დაუნიშნავს. დამწვარ კანში გროვდება ტოქსინები, რომელთა გამოსაძევებლად საჭიროა ბევრი სითხის მიღება, ამიტომ ბავშვს უნდა ვასვათ გრილი ჩაი, აგრეთვე - წვენები, რომლებიც უხვად შეიცავს A ვიტამინს - მას დამწვრობის საწინააღმდეგო მოქმედებაც აქვს. სრულ გამოჯანმრთელებამდე დამწვარი ადგილები უნდა დავფაროთ ნატურალური ქსოვილის (ბამბის) სამოსით.

- მზესთან დაკავშირებული კიდევ ერთი პრობლემაა ფოტოდერმატოზი. რა არის ეს?

- ფოტოდერმატოზი ერთგვარი მზის ალერგიაა. ის ულტრაიისფერი სხივების მიმართ მომატებული მგრძნობელობით არის განპირობებული. მის გამოსავლენად მზეზე მცირე ხანს ყოფნაც საკმარისია. ბავშვს სხეულის ღია ნაწილები უწითლდება, ექავება, უჩნდება პაპულები, არც შეშუპება და სითხით სავსე ბუშტუკების წარმოქმნაა გამორიცხული. ზოგიერთ ბავშვს უვითარდება ალერგიული რინიტი (სურდო, ხშირი ცემინება) და კონიუნქტივიტი (თვალების სიწითლე, ქავილი და ჩირქოვანი გამონადენიც კი).

- სადაც არ უნდა წავიდეთ, სისხლისმწოველი მწერები ყველგან არიან. როგორ დავიცვათ ბავშვი მათგან?

- თუ ბავშვს ფუტკარმა, კრაზანამ ან ბზიკმა უკბინა, სასწრაფოდ უნდა ამოვუღოთ ნესტარი და მხოლოდ ამის შემდეგ დავუმუშაოთ ნაკბენი წყალბადის ზეჟანგით. ნებისმიერი მწერის კბენისას უნდა მივცეთ ბავშვს ალერგიის საწინააღმდეგო მედიკამენტი, დაკბენის თავიდან ასაცილებლად ფანჯრებზე ავაკრათ წვრილი ბადე, ღამით კი ჩავრთოთ სპეციალური მწერების საწინააღმდეგო მოწყობილობა.

- კიდევ ერთი პრობლემაა გრიპი... რატომ ცივდება პაპანაქება სიცხეში ბავშვი?

- მზეზე გახურებული, ნარბენი და გაოფლიანებული ბავშვი თუ ზღვაში, მდინარეში ან აუზში ჩავიდა, იოლად გაცივდება, უმალვე დაეწყება ყელის ტკივილი, ცემინება, სურდო, ცრემლდენა, ხველა, თუ წყალი ყურშიც ჩაუვიდა - შუა ყურის ანთება, ოტიტი, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ, რომ გაგრილებამდე და ოფლის შეშრობამდე წყალში არ ჩავიდეს. გარდა ამისა, ნუ დატოვებთ წყალში გალურჯებამდე, დროულად ამოიყვანეთ და სწრაფად გაამშრალეთ პირსახოცით. თუ წყალი ყურში ჩაუვიდა, ასწავლეთ მისი გადმოღვრა - ხელისგული მეორე ყურზე მიიფაროს, თავი საპირისპირო მხარეს დახაროს და ცალ ფეხზე იხტუნოს. თქვენ კი ჩანთაში მუდამ იქონიეთ ყურის ბამბიანი ჩხირები.

- რატომ სტკივდებათ მუცელი ბავშვებს სირბილისა და სხვა ფიზიკური დატვირთვის შემდეგ?

- მუცლის ტკივილი ბევრი რამით შეიძლება იყოს გამოწვეული: ჭიებით, ნაწლავური ინფექციით, ქირურგიული პათოლოგიით (აპენდიციტით), კურორტსა თუ აგარაკზე სასმელი წყლის განსხვავებული მიკროფლორით, რაც იწვევს დისბიოზს, ნაწლავთა გახშირებულ მოქმედებას და მეტეორიზმს (აირების ჭარბ დაგროვებას). მუცლის ტკივილის მიზეზი შესაძლოა იყოს ბევრი ხილისა და ბოსტნეულის ჭამაც - მათში შაქრებისა და უხეში უჯრედისის სიმრავლის გამო ნაწლავებში ინტესიურად მიმდინარეობს დუღილის პროცესები, რაც აღიზიანებს ნაწლავის ლორწოვანს და აძლიერებს პერისტალტიკას, საკვები ვერ ასწრებს მონელებას და იწყება აშლილობა, ტკივილი. ბავშვს სჭირდება ვიტამინები, მაგრამ არა უმი ხილისა და ბოსტნეულის ჭარბი მიღების ხარჯზე. ხდება ისეც, სირბილისა და ხტუნვისას ბავშვს მუცელი სტკივდება. ეს იმის ბრალია, რომ მზარდი ორგანიზმის სისხლძარღვები ვერ ეწევიან ბავშვის ზრდის ტემპს. ამ პერიოდში ფიზიკური დატვირთვა უნდა შევზღუდოთ - არა მხოლოდ ზაფხულში, არამედ საზოგადოდ. სპორტული დატვირთვაც ზომიერი უნდა იყოს. ყურადღებაა საჭირო, თუ მწვავე ტკივილი 1-2 საათი გაგრძელდა. არ დაადოთ მუცელზე სათბური, არ აჭამოთ და არ მისცეთ ტკივილგამაყუჩებელი. ნაცვლად ამისა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს - ტკივილის მიზეზი შესაძლოა იყოს აპენდიციტი, რომელიც სასწრაფო ქირურგიულ ჩარევას მოითხოვს. დაბოლოს, მთავარი რჩევა: ასწავლეთ პატარას საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნვა.