დედის სიმღერა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დედის სიმღერა

არსებობს სპეციალური კურსები ორსულთათვის, სადაც მუსიკალური “გაკვეთილები” ტარდება. აქ მომავალი დედები შვილებთან ჯერ კიდევ მათ ამქვეყნად მოვლინებამდე იწყებენ ურთიერთობას. ამ გაკვეთილებზე ქალები მღერიან თბილ, კეთილ სიმღერებს მზეზე, ცაზე, ჩიტებზე, ყვავილებზე... ერთი სიტყვით, მთელ იმ სილამაზეზე, რასთანაც მოუხდება შეხვედრა ბავშვს, როცა დაიბადება. ბავშვი აღიქვამს მშვენიერებას გაშუალებული გზით - დედის დადებითი ემოციებისა და სიმღერის მეშვეობით, რომელსაც თან ახლავს სიმშვიდე და ჰარმონია. დედის ვოკალურ მონაცემებს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს! მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ნაყოფი ბგერაზე მეთოთხმეტე კვირიდან რეაგირებს, ხოლო დედის ხმის საოცარ ვიბრაციებს აღიქვამს გაცილებით ადრე, ვიდრე ბგერის ყურით მოსმენას ისწავლის.

სიმღერა, რომელიც სიხშირული მახასიათებლებით ჩვეულებრივ საუბარზე მდიდარია, განსაკუთრებულად მოქმედებს დაუბადებელ ბავშვზე. დედის სიმღერა მტკიცე კავშირს ამყარებს მასა და მუცლად მყოფ ბავშვს შორის და ხელს უწყობს ნაყოფის სწორ განვითარებას, ეხმარება, უფრო იოლად გადაიტანოს დაბადება და ცხოვრებისთვის მოემზადოს. მაგრამ თუ დედას არ ახარებს ორსულობა და ბავშვთან კონტაქტი არ გამოსდის? სიმღერა სწორედ ამ ურთიერთობის დამყარებას უწყობს ხელს. ორსულებთან მომუშავე მუსიკის მასწავლებლები ამბობენ, რომ ქალები, რომლებსაც თავდაპირველად შოკს ჰგვრიდათ ორსულობა, გაკვეთილებზე სიყვარულისა და დადებითი ემოციების სამყაროში იძირებოდნენ. ექიმებმა დაამტკიცეს, რომ ბავშვები, რომელთა დედებიც ორსულობისას მღეროდნენ, განვითარებით (მათ შორის - ძირითადი ფსიქომოტორული რეაქციებითაც) საგრძნობლად უსწრებენ თანატოლებს, ნაკლებად ავადმყოფობენ, მშვიდად სძინავთ და ადვილად ახერხებენ გარემოსთან ადაპტაციას. დედის სიმღერასთან ერთად, შეგიძლიათ, ბავშვს მუსიკაც მოასმენინოთ, კლასიკური, სიმფონიურიც კი. შეიძლება ცეკვაც მუსიკის თანხლებით, ოღონდ ეს ხალისით უნდა გააკეთოთ და არა ძალდატანებით. ბავშვი ყოველივე ამაზე რეაგირებს, ასე რომ, თანდათან თვითონვე მიხვდებით, როგორი მუსიკა მოსწონს პატარას.

სიღერის წესები მომავალი დედისთვის

  • მეცადინეობა უმჯობესია დაიწყოთ ორსულობის პირველივე კვირებიდან და, სასურველია, ერთსა და იმავე დროს. მერე და მერე დანიშნულ დროს ბავშვი მუცელში მოძრაობით თვითონვე მოითხოვს ჰარმონიის საკუთარ “ულუფას”
  • ნუ მოგერიდებათ იმისა, რომ აბსოლუტური სმენა და იდეალური ხმა არ გაქვთ - გახსოვდეთ, დედის ხმა ბავშვისთვის ყველაზე, ყველაზე ტკბილია!
  • შეარჩიეთ სპეციალური სიმღერები სეირნობისთვის, შხაპისთვის, საუზმისთვის, სადილისა თუ ვახშმისთვის და, რა თქმა უნდა, იავნანები.
  • სიმღერის დროს ყურადღება უნდა მიექცეს რიტმს, სწორ სუნთქვას, მოძრაობებს, ამიტომ უმჯობესია, ეს ექიმის მეთვალყურეობით გააკეთოთ.
  • ნუ იმღერებთ მეტისმეტად ხმამაღლა - ამან შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს ორსულობაზე.
  • ნუ შესთავაზებთ პატარას კვირაში სამზე მეტ ახალ სიმღერას.
  • თუ სიმღერას ორსულობის დასაწყისიდანვე არ მიჰყავით ხელი და ახლაღა აპირებთ, ფრთხილად იყავით, ბავშვს ერთბაშად დიდი ინფორმაცია არ დაატეხოთ თავს.
  • სიმღერა არასასურველია ორსულებისთვის, რომლებსაც მუცლის მოშლის რისკი აქვთ.