კარგია თუ არა დედისერთობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კარგია თუ არა დედისერთობა

უპირატესობები

  • ერთადერთ შვილს მშობლები მატერიალურად უფრო მეტად ეხმარებიან, უფრო მეტის საშუალებას აძლევენ.
  • მთელ თავისუფალ დროს მხოლოდ მას უთმობენ.
  • დედისერთას არასოდეს უწევს და-ძმასთან “კონკურენცია” საყვარელი შვილის სტატუსის მოსაპოვებლად.
  • აქვს კარგი სათამაშოები, საკუთარი კომპიუტერი.
  • დედისერთა ოჯახის წევრთა ყურადღების ცენტრშია, ბებიებისა და ბაბუების ნებიერაა.

ნაკლოვანებები

  • დიდია ალბათობა, დედისერთა მტანჯველ მარტოობას განიცდიდეს.
  • მომავალში ასეთი ბავშვი შესაძლოა ეგოისტად ჩამოყალიბდეს.
  • დედისერთა ზემზრუნველობისა და კონტროლის გარემოში იზრდება. ხშირად მშობლები მას მოძრავ თამაშებში ჩაბმასაც კი უკრძალავენ, რათა ტრავმისაგან დაიცვან.
  • ოჯახის უფროსი წევრები ერთმანეთს ექიშპებიან პატარას სიყვარულის მოსაპოვებლად, რაც ბავშვმა შესაძლოა სათავისოდ გამოიყენოს.
  • თუ ცოლ-ქმარი განქორწინდა, დედისერთას საკუთარი თავი მიაჩნია დამნაშავედ.
  • როცა დედისერთა იზრდება, უჩნდება შიში, რომ მშობლებს შეიძლება რამე მოუვიდეთ და მარტო დარჩეს. წლების განმავლობაში ამ შიშმა შესაძლოა კომპლექსები წარმოშვას ან დაავადებაში გადაიზარდოს.
  • დედისერთა პატარაობიდანვე ეჩვევა, რომ მის ყველა პრობლემას მშობლები აგვარებენ და ზრდასრულ ასაკშიც კი ყოველგვარი სირთულის წარმოშობისას სხვის დახმარებას ელის.
  • ვინაიდან დედისერთას მცირე ასაკში თანატოლებთან ურთიერთობის მწირი გამოცდილება აქვს, დიდია ალბათობა, მას თანაკლასელებთან, მერე კი თანამშრომლებთან ურთიერთობა გაუჭირდეს.