ბავშვი დაიკარგა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბავშვი დაიკარგა

მეცნიერება ამტკიცებს, რომ პერიფერიული მხედველობა ქალებს მამაკაცებზე გაცილებით უკეთ აქვთ განვითარებული - სწორედ იმისთვის, რომ შვილები თვალთახედვის არიდან არ დაკარგონ. როგორც კი ბავშვი მეტ-ნაკლებად გასაგებად იწყებს სიტყვების გამოთქმას, მზრუნველი დედ-მამა ცდილობს, მაშინვე ასწავლოს მას თავისი სახელისა და გვარის, ასევე მისამართის წარმოთქმა. დაეხმარება თუ არა ეს პატარას, თუ ის ნამდვილად დაიკარგა?

ყველაზე მარტივი წესები

ბავშვს ნამდვილად უნდა ვასწავლოთ თავისი სახელი, გვარი და ზუსტი მისამართი, მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი არ უნდა გვქონდეს იმედი, რომ დაკარგული პატარა თავისთავად მოიძებნება. გახსოვდეთ: თვალთახედვის არიდან დედის გაქრობა ისეთივე სტრესია ბავშვისთვის, როგორიც თქვენთვის - მისი დაკარგვა. ამ დროს ბევრი ბავშვი ვერ ახერხებს ელემენტარულ კითხვებზე პასუხის გაცემას, საკუთარ სახელსაც კი ვერ ამბობს. ზოგჯერ სტრესი იმდენად ძლიერია, რომ ბავშვი ისტერიკაში ან შოკში ვარდება. ამრიგად, თუ ხალხმრავალ ადგილას ბავშვთან ერთად აპირებთ წასვლას, ჯობს, ჯიბეში პატარა ბარათი ჩაუდოთ, რომელზეც ეწერება მისი სახელი, გვარი, ზუსტი მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი. ბოლო ხანს ბევრი ცნობილი ფირმა უშვებს ზედა ტანსაცმელს მსგავსი ინფორმაციისთვის განკუთვნილი სპეციალური საჭდეებით, თუმცა ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ ისეთ ხალხმრავალ ადგილებში, როგორებიცაა სუპერმარკეტი, ჰიპერმარკეტი, სავაჭრო ცენტრი, ჰაერი ხშირად ჩახუთულია და ზედა ტანსაცმელს, წესისამებრ, იხდიან. სამი-ოთხი წლის ბავშვს უკვე უნდა ესაუბროთ იმის შესახებ, როგორ მოიქცეს, თუ დაიკარგა. აუხსენით, რომ თუ გვერდით დედა ან მამა ვეღარ დაინახა, გაჩერდეს, დაიცადოს, სანამ მშობლები არ იპოვიან, დამოუკიდებლად არ დაიწყოს მათი ძებნა, არ ავიდეს ან ჩავიდეს სხვა სართულზე, არ დაიმალოს ისეთ ადგილას, სადაც მისი პოვნა ძნელი იქნება - შეშინებული ბავშვები ზოჯერ მოფარებულ კუნჭულებში იმალებიან. თუ დედა და მამა არ ჩანან, პატარამ დახმარება სხვა უფროსებს უნდა სთხოვოს. უფროსები სხვადასხვანაირები არიან, ამიტომ გააფრთხილეთ ბავშვი, რომ, პირველ რიგში, მიმართოს პოლიციელს ან იმ დაწესებულების თანამშრომლებს, სადაც იმყოფება - ინსტრუქცია მათ უფლებას აძლევს, ხმამაღლამოლაპარაკის მეშვეობით გამოაცხადონ ინფორმაცია დაკარგული ბავშვის შესახებ და არ დატოვონ უმეთვალყურეოდ, სანამ მშობლები არ მიაკითხავენ. 5 წლიდან ბავშვს უნდა მოვუნიშნოთ ორიენტირები. მაგალითად, ასე: “თუ შემთხვევით დაიკარგე, შადრევანთან (ძეგლთან და ა.შ.) დაგელოდები”. მთავარია, ეს ადგილი ადვილი საპოვნელი იყოს.

თუ ავტობუსმა გაგასწროთ

ცალკე სასაუბრო თემაა, როგორ უნდა მოიქცეს ბავშვი საზოგადოებრივ ტრანსპორტში. გააფრთხილეთ, რომ თუ შემთხვევით ვერ მოასწრო ავტობუსში ასვლა ან მეტროს ვაგონში შესვლა, მომდევნოს კი არ გაჰყვეს, არამედ დაიცადოს, სანამ თქვენ არ დაბრუნდებით მასთან. აუხსენით, რომ შემდეგ გაჩერებამდე ან მეტროს სადგურამდე მისასვლელად და უკან დასაბრუნებლად გარკვეული დრო დაგჭირდებათ, ამიტომ მას 10-15 წუთი მოუწევს ლოდინი, თორემ ბავშვი შესაძლოა ორიოდე წუთი გელოდოთ, გადაწყვიტოს, რომ დედა აღარ დაბრუნდება და თვითონ წამოვიდეს თქვენს საძებნელად. თუ ბავშვმა საჭირო სადგურზე ჩამოსვლა ვერ მოასწრო, გააფრთხილეთ, რომ ჩამოვიდეს მომდევნოზე და იქ დაგელოდოთ და არამც და არამც არ დაბრუნდეს უკან დამოუკიდებლად. ასეთ საუბარს დიდი ხნით ნუ გადადებთ. რაც უფრო ადრე ეცოდინება ბავშვს, როგორ მოიქცეს დაკარგვის შემთხვევაში, მით უკეთესი. წვრილმან დეტალებამდე შეთანხმებული ინსტრუქცია პატარას დაეხმარება, რთულ სიტუაციაში არ დაიბნეს და მის პოვნას გაგიადვილებთ. რაც მთავარია, თავად ბავშვიც გადაურჩება სტრესს.