ბავშვი და ძილის რეჟიმი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბავშვი და ძილის რეჟიმი

- თუ ბავშვი ვერ იძინებს, ეს იმას ნიშნავს, რომ მას რაღაც აწუხებს. ადამიანმა რომ დაიძინოს, უნდა მოხდეს მისი თავის ტვინის უჯრედების განმუხტვა. ამ პროცესს აფერხებს თავის ტვინის სხვადასხვა უბნიდან მომავალი სიგნალები, მაგალითად, ტკივილის ან რაიმე გამაღიზიანებელი ფაქტორის ზემოქმედების დროს. ძილს ხელს უშლის დაღლილობაც, თუ ბავშვი მეტისმეტადაა აღგზნებული, მაგალითად, დღის განმავლობაში ძლიერი ემოციური დატვირთვა გადაიტანა.

- ადამიანს თავისი სიცოცხლის განმავლობაში რამდენიმეჯერ ეცვლება ძილის რეჟიმი. რაზეა ეს დამოკიდებული?

- სიცოცხლის პირველ წელს ჩვილი აქტიურად იზრდება, მის ორგანიზმში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი ცვლილებები, იგი ეგუება გარემოს, ოჯახის წევრებს... ყოველივე ეს მის ძილზე აისახება. სიცოცხლის პირველ თვეს მნიშვნელოვანია დედასთან კონტაქტი და მასთან ერთად ძილი - ბავშვმა ეს-ესაა გადაიტანა მშობიარობის სტრესი, ახლა კი იძულებულია, დედის მუცლისგან სრულიად განსხვავებულ გარემოს შეეგუოს - ეს ძლიერი დატვირთვაა მისი ნერვული სისტემისთვის. ამ დროს უნდა ვეცადოთ, ბავშვი ზედმეტი აღგზნებისგან დავიცვათ: ვარიდოთ ხმაურს, სტუმრიანობას, ხელიდან ხელში გადასვლას, უცხო ხალხთან ურთიერთობას (მისთვის კი, ოჯახის წევრების გარდა, ყველა უცხოა). მას სჭირდება ერთსა და იმავე ხალხთან ურთიერთობა ზედმეტი ემოციების გარეშე. პირველი შეგუების - ადაპტაციის პერიოდის შემდეგ იწყება შემეცნებითი ინტერესი. ნუ გადატვირთავთ ბავშვს შთაბეჭდილებებით. თუ სეირნობის შემდეგ შინ დაბრუნებისას პატარა ცოტა ხანს ჭირვეულობს და თავისთავად მშვიდდება, ეს ნორმალურია, მაგრამ თუ ყვირის, ძლიერ აღგზნებულია, ვერ წყნარდება, ეს ნიშნავს, რომ მიღებული შთაბეჭდილებები მეტისმეტად მძაფრი აღმოჩნდა მისი ნერვული სისტემისთვის.

- შესაძლებელია თუ არა ძილის პროცესის რეგულაცია?

- ძილის რეგულაცია - ეს არის ფიზიკური და გონებრივი დატვირთვის სწორი შერწყმა. ჩვილს ჩაძინება უფრო მეტად გაუადვილდება, თუ სიფხიზლეში პასიურად კი არ გააყოლებს თვალს სათამაშოებს, არამედ ასაკობრივი შესაძლებლობების შესაბამისად ჩავრთავთ თამაშში ან ჩვენ თვითონ გავუვარჯიშებთ ხელ-ფეხს, გადავატრიალებთ მუცლიდან ზურგზე და პირიქით, გავუკეთებთ მასაჟს, ჩავუტარებთ წყლის პროცედურებს. ასაკთან ერთად, ბუნებრივია, დატვირთვაც მოიმატებს.

- ზემოთ ბრძანეთ, რომ ძილის დარღვევის ერთ-ერთი მიზეზი ტკივილია...

- ჩვილ ასაკში ტკივილის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:

  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის უმწიფრობა. კვების დროს ჩაძინებულ პატარას უეცრად ეღვიძება და ჭირვეულობს: ფეხებს ხრის და მუცელთან მიაქვს, სახე წამოუწითლდება. ეს მუცლის ტკივილზე მიანიშნებს. თუ ბავშვი ბუნებრივ კვებაზეა, შესაძლოა, დედას კვების რეჟიმისა და რაციონის კორექცია დასჭირდეს.
  • თავის ტკივილი, გამოწვეული, წესისამებრ, სამშობიარო ტრავმით. ამ შემთხვევაში ბავშვს ცუდად სძინავს, მალ-მალე ეღვიძება, საზოგადოდ, მოუსვენარია. თვალში გეცემათ ამობურცული ყიფლიბანდი და მისი პულსაცია. ამ დროს უნდა მიმართოთ პედიატრს.
  • კოლიკა - მუცლის მოვლითი ტკივილი, რომელიც, ჩვეულებრივ, დღის ერთსა და იმავე დროს იწყება და რამდენიმე წუთს გრძელდება. ხშირად ეფექტურია მუცლის მასაჟი და თბილი კომპრესები.
  • ტკივილი შეიძლება გამოიწვიოს წოვის დროს ჰაერის ყლაპვამ და ამის შედეგად ნაწლავებში დაგროვილმა აირმა. პრობლემას დიეტოლოგი მოაწესრიგებს.

- სიცოცხლის მეორე-მესამე თვეს ჩვილი ამთავრებს გარემო პირობებთან შეგუებას. დგება მომდევნო პერიოდი - მშობლები ფიქრობენ, ხომ არ მიაჩვიონ იგი დამოუკიდებლად ძილს. რას ფიქრობენ ამაზე სპეციალისტები?

- ყველა ახალშობილი სხვადასხვანაირად ეგუება გარემოს. ზოგს უჭირს ამ პერიოდის გადატანა და თავს მხოლოდ მაშინ გრძნობს კარგად, როცა ახლო კონტაქტი აქვს დედის სხეულთან, ამიტომ მშობლებმა თვითონვე უნდა აირჩიონ მათი ოჯახისთვის შესაფერისი მოდელი. თანამედროვე მიდგომით, 3 თვიდან შეიძლება ჩვილის მარტო დატოვება საწოლში. საკმარისია, ყოველ 15-20 წუთში ერთხელ შეეხოთ, თავზე ხელი გადაუსვათ, მოეფეროთ. ასე იგი თავს მიტოვებულად არ იგრძნობს, დამოუკიდებლად დაძინებასაც უფრო იოლად მიეჩვევა.

- ზოგიერთ ოჯახში ბავშვი სამყაროს ცენტრშია - მას უფლებას აძლევენ, დაიძინოს, როგორც სურს და როცა სურს; დედა საათობით არწევს მას ხელში ან მასთან ერთად იძინებს. ასე ბავშვი ყოველგვარი რეჟიმის გარეშე იზრდება, ვინაიდან თვითონ ოჯახიც უდისციპლინოდ ცხოვრობს. როგორი მოდელიც უნდა აირჩიოთ, გახსოვდეთ: აუცილებელია, დაბადებიდანვე ჩამოუყალიბოთ პატარას დაძინების რიტუალი, რომელიც ყოველდღე უნდა გამეორდეს. რიტუალში შეიძლება ჩავრთოთ თბილი აბაზანა, მსუბუქი მასაჟი, კვება, იავნანა, ზღაპრები. ეს დაგეხმარებათ, თანდათანობით და ძალდაუტანებლად ჩამოუყალიბოთ ბავშვს დღის რეჟიმი.