ბავშვი პირველი ქორწინებიდან - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბავშვი პირველი ქორწინებიდან

სამწუხაროდ, ბავშვიან რძალს ქმრის ოჯახში დიდი სიხარულით იშვიათად იღებენ. ეს ქალს ტკივილს აყენებს - მას ხომ უყვარს თავისი პატარა. მაგრამ ქმრის მშობლებსაც უნდა გაუგოთ. კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად, უპირველეს ყოვლისა, იმის გაგება უნდა სცადოთ, რას გრძნობს ბებია.

  • ჯერ ერთი, დედამთილი ბავშვს თქვენი სხვა მამაკაცთან კავშირის სიმბოლოდ აღიქვამს და, რა თქმა უნდა, ეს ნეგატიურ რეაქციას იწვევს. როგორი თანამედროვე ადამიანებიც უნდა გვეგონოს თავი, ჩვენს არაცნობიერში მტკიცედ დევს აზრი, რომ მამაკაცი ქალისთვის პირველი და ერთადერთი უნდა იყოს. ეს გრძნობა განსაკუთრებით მძაფრდება, როცა საუბარია შვილსა და მის ცოლზე. დედამთილს არაცნობიერად უჩნდება შიში, რომ ყოფილი ქმარი შეიძლება დაბრუნდეს და ახალი ოჯახი დაანგრიოს.
  • მეორე - დედამთილს შესაძლოა მიაჩნდეს, რომ რაკი თქვენი პირველი ქორწინება დაირღვა, მისი შვილისთვისაც ცხოვრების არასაიმედო თანამგზავრი იქნებით. თქვენი პატარა კი გამუდმებით გაახსენებს მას თქვენს განქორწინებას.
  • მესამე - ბავშვს მოვლა, აღზრდა, ჩაცმა-დახურვა, განათლება სჭირდება. ბევრ დედამთილს აღიზიანებს, რომ მის ვაჟს სხვისი შვილი ჰყავს “წამოკიდებული ზურგზე”.
  • მეოთხე - დედამთილი შიშობს, რომ შესაძლოა მეორე შვილის გაჩენა აღარ მოისურვოთ, მას კი თავისი შვილიშვილი სურს.

ამ მოსაზრებათა საწინააღმდეგოდ მრავალი არგუმენტი შეიძლება მოიძებნოს, მაგრამ არც ერთი არ გაჭრის. დედამთილი შესაძლოა საკუთარ თავსაც არ გამოუტყდეს, რომ მაინცდამაინც არ ახარებს სხვისი ბავშვის ბებიობა. ამ თემაზე გულახდილად საუბარსაც არ ისურვებს. კამათს აზრი არ აქვს. ასე რომ, ურთიერთობის აგების მთელი სიმძიმე თქვენს მხრებზე გადაივლის. უპირველეს ყოვლისა, ქმართან ნუ გამოთქვამთ პრეტენზიებს დედამთილის შესახებ, ნუ წამოაყენებთ ულტიმატუმს - მამაკაცი თავადაც კარგად ხედავს ვითარებას. თუ ის თვითონ ისურვებს ამ თემაზე საუბარს, ემოციური კომენტარებისგან თავი შეიკავეთ - თქვენი ამოცანა ხომ ოჯახის შექმნაა და არა მისი დანგრევა. ნურც ბავშვის თანდასწრებით ილაპარაკებთ “ახალი ბებიის” მისდამი დამოკიდებულებაზე, მით უმეტეს, თუ ის პატარაა. თუ საკმარისად დიდია, უპასუხეთ მის კითხვებს. აჩვენეთ, რომ ის ძველებურად გიყვართ, რომ მისი კარგად ყოფნა თქვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა პრობლემას ერთად მოაგვარებთ. არ არის საჭირო სიტუაციის დრამატიზება, არც კოალიციის შექმნა “ავი ბებიის” წინააღმდეგ. პატარამ უნდა იგრძნოს, რომ სიტუაცია თქვენი კონტროლის ქვეშაა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ნუ აიძულებთ ბავშვს, არაბუნებრივად მშვიდი და წყნარი იყოს - ამან შესაძლოა მისი აგრესია გამოიწვიოს. ნურც იმას აიძულებთ, ახალ ნათესავებს ბებია და ბაბუა დაუძახოს - თავად მათ ჰკითხეთ, როგორ ურჩევნიათ და ბავშვს ასე მიმართვა ასწავლეთ. ეს მამინაცვალსაც ეხება. ნუ გამოამჟღავნებთ აგრესიას, თუ ბავშვს რაიმე საწყენი უთხრეს. მომხდარისადმი თქვენი დამოკიდებულება აუცილებლად უნდა გამოხატოთ, ოღონდ კორექტული ფორმით. ბავშვი მაშინ იგრძნობს თავს მშვიდად, თუ თქვენც სიმშვიდეს შეინარჩუნებთ.

სასარგებლო რჩევები

თქვენი ამოცანაა, შექმნათ ჰარმონიული ოჯახი, სადაც თქვენც და თქვენი შვილიც კომფორტულად იგრძნობთ თავს. ამაში შეუძლებელი არაფერია. დედამთილიც და მამათილიც თანდათან შეეჩვევიან “შვილიშვილს”. ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვისადმი თქვენი ქმრის დამოკიდებულება. მისი კეთილგანწყობა საქმის ნახევარია. ბევრი ბავშვი ეჭვით უყურებს მამინაცვალს. შეეცადეთ, ბავშვსაც და ქმარსაც დაანახვოთ ერთმანეთის საუკეთესო თვისებები. თუ დედამთილმა და მამამთილმა თქვენი შვილი კარგად მიიღეს, მაგრამ ბავშვი თავად არის აგრესიულად განწყობილი მათ მიმართ, ყველას თვალწინ სცენებს ნუ მოაწყობთ. ესაუბრეთ ბავშვს ცალკე. აუხსენით, რომ მამინაცვლის მშობლები არ არიან ვალდებულნი, უყვარდეთ ის, რომ მათ პატივი უნდა სცეს. ბავშვის აგრესია, როგორც წესი, გამოწვეულია დედის სიყვარულის დაკარგვის შიშით. თქვენი ვალია, ეს შიში გაუქარწყლოთ. თუ დედამთილ-მამამთილი მისი თანდასწრებით ითხოვს მეორე შვილიშვილს და თქვენც აპირებთ მეორე შვილის გაჩენას, აუხსენით უფროსს, რომ ის ძველებურად გეყვარებათ და არც დაძმობაა დამოკიდებული იმაზე, ბავშვებს ერთი მამა ჰყავთ თუ სხვადასხვა. ეცადეთ, ოჯახში ურთიერთობები მეორე ბავშვის დაბადებამდე მოაწესრიგოთ - ამ შემთხვევაში პირველს უფრო გაუადვილდება ახალ სიტუაციასთან ადაპტირება.