როცა ყოველი წუთი ძვირფასია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როცა ყოველი წუთი ძვირფასია

უცხო სხეულები

- პატარა ნივთების პირში, ცხვირსა და ყურებში შეჩურთვა არცთუ იშვიათია ცნობისმოყვარე პატარების თავგადასავლებით აღსავსე ცხოვრებაში. ქლიავისა თუ ჭერმის კურკას, ხურდა ფულს, ღილებს, ქინძისთავებს, ნემსებს და ვინ მოთვლის, კიდევ რას ეტანება ბავშვი პაწაწინა ხელებით სამყაროს შეცნობის პროცესში. ამათგან ყველაზე საშიში, რაღა თქმა უნდა, მჩხვლეტი, ბასრი, წვრილი საგნებია, რომლებიც ორგანოთა მთლიანობას არღვევს და სისხლიან პირღებინებას, სუნთქვის გაჩერებას და სხვა მძიმე შედეგებს იწვევს. თუ ბავშვს ჩასუნთქვის ან ხველის დროს სასუნთქ მილში რამე გადასცდა და სული ვეღარ მოითქვა, პირქვე დაკიდეთ და ზურგზე, ბეჭებს შორის, ენერგიულად დაჰკარით ხელი, ხოლო თუ ამან არ უშველა, მაშინვე უახლოეს პოლიკლინიკაში ან საავადმყოფოში გააქციეთ.

ჭრილობები და ნაკაწრები

- პატარ-პატარა ჭრილობებისა და ნაკაწრების უებარი წამალია სუფთა წყალი და საპონი, რომელიც ჭრილობას ბამბის ტამპონით ან სუფთა ნაჭრით უნდა წაუსვათ და კარგად ჩამობანოთ. გარდა ამისა, ჭრილობის გასასუფთავებლად შინ ყოველთვის იქონიეთ წყალბადის ზეჟანგის ხსნარი. თუ იარა ღრმაა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. არანაკლებ საყურადღებოა ჟანგიანი საგნით მიყენებული ნაჩხვლეტი ჭრილობა. თუ ბავშვმა სახე დაიზიანა, რა უმნიშვნელოც უნდა მოგეჩვენოთ ტრავმა, უთუოდ აჩვენეთ სპეციალისტს. თუ ბავშვმა მაჯის შიგნითა მხარე გაიჭრა, ფრთხილად დაათვალიერეთ - შესაძლოა, ნერვი ან მყესი იყოს დაზიანებული. უთხარით, აამოძრაოს თითები, მოხაროს ხელი. თუ ამ მითითებებს ვერ ასრულებს, მიმართეთ ტრავმატოლოგს. თუ ჭრილობაში ქუჩის მტვერი ან მიწის ნაწილაკები მოხვდა, ექიმთან მისვლამდე გამდინარე სუფთა წყლითა და საპნით ჩამობანეთ, დაამუშავეთ წყალბადის ზეჟანგით, მერე კი მიმართეთ ექიმს ტეტანუსის საწინააღმდეგო შრატის ან აცრის გასაკეთებლად.

ცხოველის ნაკბენი

- თუ პატარას ძაღლმა შემთხვევით გაჰკრა კბილი, ექიმთან მისვლამდე ჩამობანეთ ჭრილობა ზემოთ აღწერილი წესით. ყურადღებით ადევნეთ თვალი ძაღლს, რათა ცოფის ნიშნები არ გამოგეპაროთ. მნიშვნელოვანია ნაკბენის ადგილი. ყველაზე საშიშია ზედა კიდურები და სახე. ამ შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ანტირაბიულ კაბინეტს. ასევე სახიფათოა კატის და შინაური მღრღნელების (ზაზუნას, ზღვის გოჭის და სხვათა) ნაკბენი.

სისხლდენა

- ჭრილობების უმრავლესობა რამდენიმე წუთის განმავლობაში სისხლმდინარეა. ეს, ერთი მხრივ, კარგია, რადგან სისხლს ჭრილობაში მოხვედრილი ჭუჭყის ნაწილი გამოაქვს, მაგრამ როცა სისხლდენა ძლიერი და უწყვეტია, ის აუცილებლად უნდა შევაჩეროთ. ხელის ან ფეხის სისხლძარღვებიდან სისხლდენის შეჩერება ადვილია - ამისთვის კიდურის მაღლა აწევაც კმარა. დააწვინეთ ბავშვი და სისხლმდინარე კიდურის ქვეშ ამოუდეთ ერთი ან ორი ბალიში. დამწოლი ნახვევის დადებისას დოლბანდი რამდენიმე ფენად უნდა გადაახვიოთ. თუ სისხლდენა მეტისმეტად ძლიერია, შეეცადეთ, სისხლის ჭავლი თითის დაჭერით შეაჩეროთ და ჭრილობის ზემოთ დოლბანდი, ღვედი ან სუფთა ნაჭერი გადაუჭირეთ. ეს იგივე ლახტია. ვიდრე საავადმყოფომდე მიხვალთ, ის ნახევარ საათში ერთხელ ორიოდე წუთით მოუშვით, მერე კი ისევ მოუჭირეთ.


ცხვირიდან სისხლდენა

- ცხვირიდან სისხლდენის შეჩერების რამდენიმე მარტივი ხერხი არსებობს. ხშირად საკმარისია, ბავშვი რამდენიმე წუთით მშვიდად დავსვათ. სისხლი რომ არ გადაეყლაპოს, თუ ზის - ოდნავ წინ დაახრევინეთ თავი, თუ წევს - გვერდზე გადააბრუნეთ. ნება არ მისცეთ, ცხვირი მოიწმინდოს ან ნესტოებზე ცხვირსახოცი მიიჭიროს. კარგია შუბლზე, ცხვირის ფუძესთან, წარბებს შორის, ცივი საფენის ან ყინულის დადება - სიცივე ხელს უწყობს სისხლძარღვთა შეკუმშვას და სისხლდენის შეჩერებას. ცივის დადება სასურველია კისრის უკანა მხარესაც. ამისთვის გამოდგება ცივ წყალში დასველებული ნაჭერი, ყინულის ბუშტი, მაცივრიდან გამოღებული წყლის ბოთლიც კი. გარდა ამისა, მოამზადეთ მარილის კონცენტრირებული წყალხსნარი, დაასველეთ შიგ ბამბის ორი ტამპონი და პატარას ორივე ნესტოში ჩაუდეთ. 10 წუთის შემდეგ კი ფრთხილად გამოაცალეთ. სისხლდენის შეჩერების შემდეგ ბავშვს ეზოში ნუ გაუშვებთ, შინ, სიმშვიდეში დატოვეთ, მეტადრე, თუ გარეთ ცხელა - მზისგულზე ცხვირიდან შესაძლოა ისევ წასკდეს სისხლი. თუ პატარას ცხვირიდან სისხლი ხშირად სდის, პედიატრის კონსულტაციის გარეშე ნუ დატოვებთ.

დამწვრობა

- თუ დამწვრობა ძლიერია (სხეულის დიდ ფართობს მოიცავს ან სახეზეა და ა.შ.), თანაც საავადმყოფოში ბავშვის წაყვანას უფრო ნაკლები დრო დასჭირდება, ვიდრე ექიმის მოსვლას, გირჩევთ, პატარა თვითონვე წაიყვანოთ საავადმყოფოში. თუ დამწვრობა უმნიშვნელოა, დაზიანებულ კანზე დაადეთ ყინული. თუ საოჯახო აფთიაქში დამწვრობის საწინააღმდეგო მალამო გაქვთ, ჯობს, მკურნალობა პირდაპირ ამ მალამოთი დაიწყოთ. ძლიერი დამწვრობისას კანზე სითხით სავსე ბუშტუკები ჩნდება. მათთან სიფრთხილე გმართებთ, რადგან შეხებისას სკდება და ინფექციის კარიბჭედ იქცევა. დამწვრობისას ნუ გამოიყენებთ ანტისეპტიკურ საშუალებას (იოდს, ბრილიანტის მწვანეს, რივანოლის ხსნარს და ა.შ.) - ის მდგომარეობას კიდევ უფრო გააუარესებს.

მზით დამწვრობა

- მზით დამწვრობის საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალებაა მისი თავიდან აცილება. მზეს შეუჩვეველი ადამიანისთვის, მით უფრო - ბავშვისთვის, დამწვრობის მისაღებად მზის პირდაპირი სხივების ქვეშ გატარებული ნახევარი საათიც კმარა. მზით დამწვრობას ჩვეულებრივი მკვებავი საცხიც შველის. კარგია კანის დამწვარი უბნების მაწვნით დაზელა. ამის შემდეგ პატარა რამდენიმე დღით მოარიდეთ მზეს. მიეცით გრილი სითხე. ყურადღება მიაქციეთ შარდვის ინტენსიურობას.

იოგების დაჭიმვა

- ასეთი რამ მოუსვენარ პატარებს ხშირად ემართებათ. თუ ბავშვს მუხლის მყესები დაეჭიმა, მოხერხებულად დააწვინეთ და შეუზღუდეთ მოძრაობა. თუ მუხლი შეუსივდა, შესაძლოა, მოტეხილობასთან გვქონდეს საქმე. მუხლის დაზიანებისას არცთუ იშვიათად ხრტილიც ზიანდება და თუ სათანადო მკურნალობა არ ჩატარდა, ტკივილები შესაძლოა წლობით გაგრძელდეს. გაბზარული და დაჭიმული ადგილი თავდაპირველად უმტკივნეულოა, მაგრამ დროთა განმავლობაში თავს იჩენს ტკივილი არამცთუ მოძრაობისას, მოსვენების დროსაც კი. ნებისმიერი დაჭიმულობა, თუ მას ტკივილი და შესივება მოჰყვა, ექიმის, ტრავმატოლოგის ჩარევას მოითხოვს და არა მარტო იმისთვის, რომ მოტეხილობა არ გამოგვეპაროს, არამედ იმიტომაც, რომ სწორად დადებული არტაშანი და სახვევები დაჭიმული კიდურის სწრაფ განკურნებას უწყობს ხელს.

მოტეხილობა

- მოზრდილთა მყიფე ძვლები მართლაც რომ იმტვრევა, ბავშვის შედარებით რბილი ძვლები კი ახალგაზრდა ტოტებივით იდრიკება და იხლიჩება. არსებობს მოტეხილობის მეორე ტიპიც - მზარდი ძვლის ბოლო ფრაგმენტის მორყევა ან მოტეხა. ყველაზე ხშირად ასეთი რამ მაჯასთან ხდდება. გვხვდება ისეთი მოტეხილობებიც, რომლებიც გარედან თითქმის შეუმჩნეველია, დაზიანებული კიდური სივდება და მტკივნეული ხდება, რამდენიმე საათის შემდეგ კი მასზე მოლურჯო-მოშავო ლაქები ჩნდება. ბურთით თამაშისას ხშირად იხლიჩება თითის ძვლები. ამ დროს თითი ჯერ სივდება, მერე კი ლურჯდება. ბავშვი თუ საჯდომით დაეცა, შესაძლოა რომელიმე ნეკნი გაებზაროს. დაზიანება გარედან არ ჩანს, მაგრამ წინ დახრის, სირბილისა და ხტუნვისას ბავშვი ზურგის ტკივილს უჩივის. თუ მოტეხილობას ეჭვობთ, მიმართეთ ტრავმატოლოგს. სასურველია იცოდეთ არტაშნის დადების (მოტეხილი კიდურის იმობილიზაციის) სწორი ტექნიკა, რადგან ტრასპორტირებისას მოტეხილი კიდურის ტკივილი აუტანელი ხდება.


არტაშნის დადების წესი

- არტაშანი საკმაოდ გრძელი უნდა იყოს, კოჭის მოტეხილობისას კოჭიდან მუხლამდე სწვდებოდეს, მუხლის მოტეხილობისას - კოჭიდან თეძომდე, თეძოს მოტეხილობისას - იღლიიდან ქუსლამდე, მაჯის მოტხილობისას - თითებიდან იდაყვამდე. გრძელი არტაშნისთვის ფიცარი დაგჭირდებათ, მოკლეს კი რამდენიმეჯერ გადაკეცილი მუყაოსგანაც გააკეთებთ. არტაშანი 4-6 ადგილას უნდა დაამაგროთ ნებისმიერი საშუალებით: დოლბანდით, ცხვირსახოცით, ქსოვილის ნახვევით, მაგრამ მეტისმეტად მჭიდროდ ნუ გადაახვევთ, რათა სისხლმა თავისუფლად იმოძრაოს. ზურგის დაზიანებისას ბავშვის გადაყვანა საკაცით მოგიწევთ. დაშავებულ ადგილას ზურგი გამართული უნდა ჰქონდეს, ამიტომ თუ საკაცე არ გაქვთ და დაშავებული ლეიბზე წევს, რომელიც რბილია და ადვილად იზნიქება, უმჯობესია, მუცელზე დააწვინოთ. გამართული უნდა იყოს დაზიანებული კისერიც. თუ ეს ვერ მოხერხდა, შეიძლება მისი უკან გადახრა. მთავარია, ბავშვმა თავი წინ არ დახაროს. ლავიწის მოტეხილობისას დიდი სამკუთხა ნაჭრისგან გააკეთეთ გადასახვევი, ჩამოჰკიდეთ ბავშვს კისერზე და ხელის ქვედა ნაწლი იდაყვიდან მაჯამდე ზედ ჩამოადებინეთ.

თავის ტრავმები

- მას შემდეგ, რაც პატარა გვერდზე გადაბრუნებასა და საწოლიდან ჩამოცურებას ისწავლის, ხშირად დაეცემა, დაცემის დროს კი, ბუნებრივია, თავსაც დაარტყამს. თუ ამ დროს მან ტირილი ათი-თხუთმეტი წუთის შემდეგ შეწყვიტა, სახის კანის ფერიც ჩვეულებრივი, მოვარდისფრო აქვს და არც აღებინებს, უნდა ვიფიქროთ, რომ დაცემისას ტვინი არ დაზიანებია და, ამის კვალობაზე, საშიშიც არაფერია, მაგრამ თუ პირღებინება დაეწყო, მადა და ფერი დაეკარგა, მოითენთა და ძილი მოერია, მაგრამ ჩაძინებული მალევე იღვიძებს, ჭირვეულობს, აუცილებლად აჩვენეთ ნევროლოგს, მანამდე კი ეცადეთ, მშვიდად ამყოფოთ, დააწვინოთ და სითხის მიღება შეუზღუდოთ. თუ ბავშვმა დაცემისას გონება დაკარგა, ის დაუყოვნებლივ უნდა გაასინჯოთ ნევროლოგს. მოგვიანებით შესაძლოა თავი იჩინოს თავის ტკივილმა, სიელმემ, მხედველობის გაუარესებამ, კრუნჩხვებმა. ყველაზე ხშირად თავის დარტყმას მოჰყვება დარტყმის ადგილის შესივება და სილურჯე, ე.წ. კოპი. სანამ კოპი გაჩნდება, გაწითლებულ ადგილას შეაზილეთ კარაქი - სილურჯე აღარ წარმოიქმნება, ხოლო თუ დარტყმის ადგილი უკვე ამოიბერა, დაადეთ ზედ ყინულიანი საფენები.

მედიკამენტებით მოწამვლა

- ოჯახში, სადაც პატარა ბავშვია, მედიკამენტები არ უნდა ინახებოდეს მისთვის ხელმისაწვდომ ადგილას. მნიშვნელობა არ აქვს, ეს აბები მოზრდილებისთვისაა თუ ბავშვებისთვის - დიდი დოზით მიღება იწვევს ორგანიზმის მოწამვლას, ინტოქსიკაციას. ხშირად მშობლები სავალალოდ გვიან ხვდებიან, რომ ბავშვმა აბები გადაყლაპა, ჭირს იმის გარკვევა, სახელდობრ რომელი მედიკამენტი მიიღო მან. გირჩევთ, ასეთი წვრილმანების გარკვევისთვის დროს ნუ დაკარგავთ, დაუყოვნებლივ წაიყვანეთ პატარა საავადმყოფოში, ტოქსიკოლოგიურ განყოფილებაში, სადაც ექიმთან ერთად უფრო ადვილად დაადგენთ მიზეზს და მდგომარეობიდან გამოყვანასაც მოახერხებთ. ყოველი წუთი გადამწყვეტია, დროს ნუ დაკარგავთ!