სახალისო მათემატიკა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სახალისო მათემატიკა

როგორ ვაკონტროლოთ დამახსოვრება

  • ყოველდღიურად ასწავლეთ მხოლოდ ერთი ციფრი.
  • ყოველდღე შეამოწმეთ, ნამდვილად დაიმახსოვრა თუ არა ბავშვმა წინა დღეს ნასწავლი. თუ აღმოჩნდა, რომ არ ახსოვს, ახალზე გადასვლას ნუ იჩქარებთ, იმავე ციფრს დაუბრუნდით.
  • მოიფიქრეთ საინტერესო თამაში - ბავშვს შესთავაზეთ, ესა თუ ის ციფრი რაიმე ნივთს ან ცოცხალ არსებას მიამსგავსოს. მაგალითად, რვიანი ჰგავს პეპელას, ბაფთას, ბებოს სათვალეს, ოთხიანი - ადამიანის პროფილს. შეგიძლიათ, ციფრების შესახებ პატარა მოთხრობაც შეთხზათ.
  • შესთავაზეთ ბავშვს, სეირნობისას იპოვოს ციფრები და შეეჯიბრეთ, ვინ უფრო მეტ ციფრს შეამჩნევს. ყურადღება მიაქციეთ სახლების, ავტობუსებისა და მანქანების ნომრებს, დროს, ტემპერატურას, მაღაზიაში ნაწარმის ფასებს.

როცა ბავშვი კარგად აითვისებს პირველ ცხრა ციფრს, გააცანით ახალი ციფრი - ნული. ამისთვის მაგიდაზე რამდენიმე ნივთი დააწყვეთ და ბავშვს მათი დათვლა სთხოვეთ. შემდეგ ნივთები სათითაოდ აიღეთ და როცა აღარაფერი დარჩება, ჰკითხეთ ბავშვს, რამდენი ნივთია მაგიდაზე. შემდეგ ციფრი ნული უჩვენეთ და აუხსენით, რომ ნული არაფერია.

რომელია მეტი?

როცა ბავშვი 2,5-3 წლის გახდება, შეეცადეთ, გააცნოთ ცნებები “მეტია”, “ნაკლებია”, “ტოლია”.

  • დაუდეთ წინ ერთი მანქანა, ორი ბურთი, ხუთი კუბი. რომელია მეტი?
  • თოჯინები მაგიდასთან დასვით და ყოველ მათგანს წინ სათამაშო ფინჯანი დაუდეთ. სთხოვეთ ბავშვს, შეამოწმოს, ყველას ეყო თუ არა ფინჯანი. ბავშვმა სათამაშოებიც უნდა დათვალოს და მათთვის მირთმეული ფინჯნებიც. შემდეგ სთხოვეთ, ყველას ხელსახოცები ჩამოურიგოს.
  • ბავშვს სთხოვეთ, ორ თოჯინას თანაბრად გაუყოს კანფეტები. აუხსენით, რომ ამ დავალების შესასრულებლად თოჯინებს თითო-თითო კანფეტი უნდა მისცეს. როცა ბავშვი კანფეტების განაწილებას მორჩება, შეაფასეთ მისი ნამუშევარი.
  • არ დაგავიწყდეთ ბავშვისთვის იმის ახსნა, რომ ორ თანაბარ ნაწილად შეიძლება გაიყოს მხოლოდ 2, 4, 6 და 8, ხოლო 1, 3, 5, 7 და 9 - არა. ეს ინფორმაცია პატარას სასხვათაშორისოდ უნდა მივაწოდოთ - ნუ გვექნება იმედი, რომ 3 წლის ბავშვი კენტისა და ლუწის არსს მიხვდება, თუმცა გარკვეული ხნის შემდეგ ეს ინფორმაცია საჭირო დროს იჩენს თავს და ბავშვისთვის ახალი და სრულიად უცხო აღარ იქნება. მასალის ასეთ მიწოდებას წინმსწრებ სწავლებას უწოდებენ.

არითმეტიკული მოქმედებები

აი, აქტიური არითმეტიკული მოქმედებების ეტაპსაც მივუახლოვდით. პატარა მათემატიკოსს მიმატებისა და გამოკლების მაგალითები შესთავაზეთ. აიღეთ რამდენიმე კუბი, ერთი კი მაგიდაზე დადეთ. სთხოვეთ ბავშვს, გვერდით კიდევ ერთი კუბი მიუდოს. ახლა დათვალეთ, რამდენი კუბია მაგიდაზე. ორ კუბს მესამეც დაამატეთ. შედეგი ისევ დათვალეთ. ახლა პირუკუ ქმედებები შეასრულეთ. მოქმედებები თანდათან გაართულეთ. პატარა ბავშვი თანდათან აგროვებს გამოცდილებას და მისი ცოდნაც ფართოვდება. მაინც როგორია ცოდნის ასაკობრივი ნორმა? რასაკვირველია, ის ფარდობითია. ერთი წლის ასაკში ბავშვს შეუძლია იამაყოს, თუ ერთმანეთისგან არჩევს საგნების ზომას, სცნობს ბურთსა და კუბს, იცის 3-4 ფერი, შეუძლია თანმიმდევრული ქმედებების შესრულება. 1,5-2 წლისთვის, როცა მეტყველების აქტიური განვითარების პროცესი იწყება, ბავშვი კიბეზე ასვლისას იმეორებს მშობლის მიერ წარმოთქმულ ციფრებს. რასაკვირველია, პატარა ჯერ ვერ აცნობიერებს მათ მნიშვნელობას, მაგრამ ეს თვლის ათვისებას აჩქარებს. 3-4 წლისთვის ბავშვს მათემატიკაში “მოთელვა” უკვე გავლილი აქვს - კარგად ერკვევა გეომეტრიულ ფიგურებში, არჩევს წრეს, სამკუთხედს, კვადრატს, შესაძლოა, ზოგ სხვა ფიგურასაც. იცის მათი სახელწოდებები, შეუძლია საჭირო ფერის ნივთის პოვნა. 4-5 წლის პატარას უკვე შეუძლია უკუთვლა, ესმის, რა არის ბევრი. ამ დროისთვის დაგროვილი ცოდნის ბაზა ბავშვს საშუალებას აძლევს, არითმეტიკული მოქმედებების შესწავლა დაიწყოს. 6 წლის ბავშვი უნდა ითვლიდეს ათამდე, ხსნიდეს მარტივ მაგალითებს. როგორც ხედავთ, ბავშვის განვითარება სწრაფი ტემპით მიმდინარეობს! დასასრულ, ხაზი უნდა გავუსვათ იმ გარემოებას, რომ ყოველივე ზემოთქმული სრულიადაც არ არის დოგმა, სხვადასხვა ასაკის ბავშვების მათემატიკურ შესაძლებლობათა განსაზღვრული ვარიაციები გონებრივ განუვითარებლობაზე სრულიადაც არ მიუთითებს.