ცუდი და კარგი ზღაპრები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ცუდი და კარგი ზღაპრები

იმეორებენ და იმეორებენ ერთსა და იმავე, ზოგჯერ სრულიად უაზრო ფრაზებს ნაზი ჟესტებით, სიტყვებითა და მიმიკით, ღუღუნა ინტონაციით. პატარა კი ყველაფერ ამას რაღაც უცნაური სერიოზულობით ისმენს, აკვირდება. ბავშვი მალე ისწავლის მოწონების, კმაყოფილების გამოხატვას ჟესტებით, ბგერებითა და ღიმილით და გაგიღვიძებთ სურვილს, უსასრულოდ გააგრძელოთ ასე... ბავშვებთან ერთად ჩვენს სახლში ზღაპრებიც მოდიან. ისინი ადგილს იკავებენ წიგნის თაროებზე, ჩურჩულებენ ოთახში, როცა ბავშვი იძინებს... არსებობს განსაკუთრებული, პირველი ზღაპრები. მათ დიდები უამბობენ ახალშობილებს - თავიანთ თავსა და თავად პატარაზე.

პირველი - კეთილი და ბედნიერი ზღაპარი

დედა ამ ზღაპარს გამუდმებით და დიდი სიამოვნებით ჰყვება. ბავშვი მზადაა, უსასრულოდ უსმინოს მას, რადგან ზღაპარი სიყვარულზე წყაროს წყალივით სუფთაა. ამ ზღაპრის სათაურია “როგორ მიყვარხარ, ჩემო პატარავ!” ის ჯადოსნურია, რადგან ამ “მიყვარხარში” მოლოდინისა და მოთხოვნის ნატამალიც არ ურევია. ახლა დედა შვილს თავის ნაწილად აღიქვამს თმის წვერიდან პაწაწა თითებამდე, უყვარს მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ქვეყანას მოევლინა და მივიდა მასთან. ჩვილის სამყარო ჯერ კიდევ ამოუცნობი და გაუგებარია. ის შედგება ლაქებისა და ბგერებისგან, ნაირ-ნაირი ნაწილაკებისგან, რომელთა შეგროვებაც მოუწევს პატარას. როგორ მოახერხებს ის ამ ნაწილაკების “შეგროვებასა” და “აწყობას”, ჩვენზეა დამოკიდებული - იმაზე, როგორ ვზრუნავთ, როგორ ვურთიერთობთ მასთან. როცა მშობლებს პატარა ასე უყვართ, მას თითქოს მთელ ჯადოსნურ სამყაროს სჩუქნიან. ახალშობილს, რა თქმა უნდა, არ ესმის დედის სიტყვები, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ ის გრძნობს სიყვარულს. აი, ჩვილი დედის მკლავებში თვლემს. სწორედ ახლა ისახება მასში სამყაროსადმი დამოკიდებულება და ხასიათი. პატარა დედისკენ იწევს, თითქოს “იჭერს” მის დამოკიდებულებას. აქ ყველაფერი მნიშვნელოვანია: მიმიკა, ჟესტები, ინტონაცია. ბავშვი ღრუბელივით ისრუტავს პირველ ინფორმაციას სამყაროსა და საკუთარი თავის შესახებ. თუ დედა თბილია, კეთილი, ფაქიზი, სამყაროც ასეთივე ფაქიზი და კეთილია.

მეორე - ბრაზიანი და მავნე ზღაპარი

ბავშვზე ზრუნვა ბევრ დროსა და ენერგიას მოითხოვს. მერე, როცა პატარა წამოიზრდება, დედა დროის განაწილებას ისწავლის, ჯერ კი ეს ძალიან უჭირს. მას უსიამოვნო აზრები მოსდის, აწმყოს თავისუფალ და უზრუნველ წარსულს ადარებს... სწყინს, ღიზიანდება, ბრაზობს კიდეც პატარაზე. რა თქმა უნდა, მოგვიანებით შერცხვება და დანაშაულის განცდა გაუჩნდება... ყველაფერი ეს თავს იყრის ცუდ ზღაპარში, რომლის სათაურია “მე ცუდი დედა ვარ!” ეს ზღაპარი დაღლილობის ნაყოფია. ცუდია, რომ დედამ შესაძლოა თავადვე დაიჯეროს ეს. ეჭვი, გაღიზიანება, უსიამოვნო ფიქრები ბუნებრივი რამაა ადამიანისთვის. მთავარია, მათ სულში დალექვის საშუალება არ მივცეთ. დრო გავა, გამოცდილებას შევიძენთ, პატარაც გაიზრდება და ყველაფერი მოგვარდება, თუ ბოროტ ზღაპარს ყოველდღე არ გავიმეორებთ. საქმე ის არის, რომ ყოველგვარი ნეგატივი, რომელსაც ჩვენში ვუშვებთ, არაცნობიერში რჩება და შიგნიდან გვღრღნის. ალბათ, სწორედ ასეთი “მღრღნელებისგან” წარმოიშობა მშობიარობის შემდგომი დეპრესია. თუ დედამ “ცუდი” ზღაპარი დაიჯერა, შემდგომში ეს მასზეც და მის შვილზეც უარყოფითად აისახება.