რა აჩენს რძიანას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა აჩენს რძიანას

- როგორ მიხვდეს მშობელი, ბავშვს რძიანა აქვს თუ არა?

- შეეცადეთ, მოაშოროთ ნადები ჩაის კოვზით - რძიანას ნადები ძნელად შორდება ლორწოვანის ზედაპირს, ხოლო მოცილების შემდეგ ჩნდება სიწითლე და სისხლდენა. ადრეულ სტადიაზე რძიანა ჩვილს არ აწუხებს. მაგრამ თანდათანობით სისხლმდენი ჭრილობა უფრო და უფრო დიდი ზომის ხდება. ეს მდგომარეობა ფასდება როგორც კანდიდოზური სტომატიტი. იმატებს ტკივილი, ბავშვი ჭირვეულობს და უარს ამბობს საკვების მიღებაზე. დაავადების შემდგომ ეტაპზე თეთრი ნადები ვრცელდება ღრძილებზე, ლოყის შიგნითა ზედაპირებზე, ტუჩებზე, რასაც თან სდევს სისხლდენა, ნახეთქები და ქერქები. თუ მკურნალობა დროულად არ დავიწყეთ, ნადები გადაიქცევა მტკიცე თეთრ აპკად და შესაძლოა გავრცელდეს ხორხის მიმართულებით. მისი მოცილება ძნელია, იწვევს სისხლდენას. დაავადების ამ სტადიაზე ტემპერატურა იმატებს (ხშირად - 39 გრადუსამდეც) და ბავშვი ვერაფერს ჭამს.

- რა არის კანდიდოზი?

- კანდიდოზი რძიანას სამეცნიერო სახელწოდებაა. მისი გამომწვევია საფუარისმაგვარი სოკო კანდიდა. როგორც კი იმუნიტეტი დაქვეითდება, სოკო შეტევაზე გადადის.

- როგორ ჩნდება რძიანა?

- რძიანა როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებში საკმაოდ გავრცელებული სოკოვანი დაავადებაა. ჩვილებთან იგი გამოირჩევა თავისებური მიმდინარეობით. თუ მოზრდილებთან სოკო ძირითადად სასქესო ორგანოებს აზიანებს, ახალშობილებთან ის, როგორც წესი, პირის ღრუსა და საჭმლის მომნელებელ ტრაქტში ლოკალიზდება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სამშობიარო გზებში გავლისას ახალშობილი იღებს დედის მიკროფლორას. ამდენად, მნიშვნელოვანია დედის ჯანმრთელობა ორსულობისა და მშობიარობის დროს. თუმცა დედა ყოველთვის როდია “დამნაშავე”. საქმე ის არის, რომ კანდიდა მინიმალური რაოდენობით ყოველთვისაა ჩვენს ორგანიზმში, რადგან მოზრდილი ადამიანის ნორმალური მიკროფლორის ელემენტად ითვლება. კანდიდას აწონასწორებს სხვა სასარგებლო მიკროორგანიზმები, ამიტომ ლაბორატორიული ანალიზებით მისი აღმოჩენა შეუძლებელია. თუმცა ჩვილის ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ მიკროფლორაში სოკო შესაძლოა ძალიან სწრაფად გამრავლდეს და ავადმყოფობა გამოიწვიოს. რისკის ჯგუფში შედიან დღენაკლული ახალშობილები, ბავშვები, რომლებსაც საჭმლის მონელება მკვეთრად აქვთ დარღვეული, ასევე - ხშირად მოავადე ბავშვები და ისინი, ვისაც არამიზნობრივად მკურნალობენ ანტიბიოტიკებით. კანდიდა, როგორც მოგახსენეთ, იმუნიტეტის დაქვეითებისას მრავლდება. მაგალითად, რძიანა შესაძლოა გაჩნდეს კბილების ამოჭრის პერიოდში. ზოგჯერ კანდიდოზური სტომატიტი თავს იჩენს ბავშვის ბაგაში ნაადრევი გაგზავნისას - უცხო გარემოსთან ადაპტაცია ორგანიზმის ზოგად იმუნიტეტს აქვეითებს, ვინაიდან ორგანიზმი დიდი რაოდენობით უცხო მიკროფლორას ხვდება.

- შეიძლება თუ არა, რძიანა ჰიგიენური რეჟიმის დარღვევასთან იყოს დაკავშირებული?

- ჰიგიენის წესების დარღვევა, რა თქმა უნდა, შეიძლება რძიანას განვითარების მიზეზად იქცეს. არცთუ იშვიათად იგი თავს იჩენს, როდესაც ბავშვი დამოუკიდებლად იწყებს გადაადგილებას და ყველაფერს პირისკენ მიაქანებს. სოკოთი ინფიცირება შესაძლოა გამოიწვიოს არასათანადოდ გასტერილებულმა ჭურჭელმა და საწოვარამაც.


- ბრძანეთ, რომ კანდიდა პირის ღრუსთან ერთად საჭმლის მომნელებელ ტრაქტსაც აზიანებს. რა ხდება ამ დროს?

- თავდაპირველად თავს იჩენს საჭმლის მონელების დარღვევა - ნაწლავთა გახშირებული მოქმედება თხიერი განავლოვანი მასებით, რომელთა ლაბორატორული გამოკვლევა სოკო კანდიდას ავლენს. კანზე, დუნდულებისა და მენჯ-ბარძაყის ნაოჭებში, გენიტალიების არეში, ჩანს ქრონიკული ანთებითი პროცესისთვის დამახასიათებელი სიწითლე, ბუშტუკები, ეროზიები. ჩვილმა, რომელსაც პირის ღრუში რძიანა აქვს, ძუძუთი კვებისას შესაძლოა დედაც დააინფიციროს. ძუძუსთავების კანდიდოზი იწვევს ნახეთქებს და ანთებით პროცესს, რომელიც ხანგრძლივ მკურნალობას მოითხოვს. დედისა და ჩვილის მკურნალობა ერთობლივად უნდა ჩატარდეს.

- როგორ დასტურდება კანდიდოზის არსებობა?

- გარდა კლინიკური ნიშნებისა, დიაგნოზის დასაზუსტებლად აუცილებელია პირის ღრუს (ან სხვა დაზიანებული ადგილიდან აღებული) ნაცხის და განავლის ლაბორატორიული გამოკვლევა.

- როგორ დავიცვათ ჩვილი კანდიდოზისგან?

- მთავარია ჰიგიენის წესების დაცვა. აუცილებელია საწოვარების სტერილიზაცია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩვილი ხელოვნურ კვებაზეა. ხელოვნურ კვებაზე მყოფ ბავშვს, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა ავადმყოფობის ხილული ნიშნები, სასურველია, პერიოდულად ჩაუტარდეს პრობიოტიკების კურსი. ეს ხელს შეუწყობს საჭმლის მონელების გაუმჯობესებას. თუ ბავშვი ძუძუს წოვს, მისი მიკროფლორა გაცილებით ჯანსაღია. დედის რძე შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც აფერხებს პათოგენური ორგანიზმების ზრდას. თუმცა მაინც საჭიროა ძუძუსთავების ჰიგიენური დამუშავება - ჩამობანა ყოველი კვების წინ და შემდეგ, სუფთა და ნატურალური ქსოვილის თეთრეულის ტარება. ჩამობანა უნდა ხდებოდეს არა საპნით, რომელიც სასარგებლო ბაქტერიებსაც ხოცავს, არამედ თბილი, სუფთა წყლით.

- რატომ უჩნდებათ ჯანმრთელ ბავშვებს პირის ღრუში რძიანა?

- სოკოს გამრავლებას ხელს უწყობს ბავშვის პირის ღრუს მჟავა არე, გაფაშრებული და უმწიფარი ლორწოვანი გარსი, თხელი კანი, რომელიც ნაკლებ უჯრედულ შრეს შეიცავს, ვიდრე მოზრდილი ადამიანისა, სუსტი და ჩამოუყალიბებელი იმუნიტეტი. ახალშობილის პირის ღრუს ლორწოვანი გარსი აქტიურად ვერ გამოყოფს ნერწყვს. პირის ღრუს სიმშრალე ხელსაყრელი პირობაა ინფექცის განვითარებისთვის. ამას ემატება ქალაქის არაჯანსაღი ატმოსფერო, დაბინძურებული ჰაერი. გარდა ამისა, ახალშობილის ნერწყვში დაქვეითებულია სოკოს დამთრგუნველი ფერმენტების, ლიზოციმისა და აპოლაქტოფერინის, აქტივობა.

- რას ურჩევთ დედას, როგორ მოიქცეს რძიანას დროს?

- დედას ვურჩევთ:

  • ძალდატანებით არ მოაცილოს ბავშვს პირის ღრუში არსებული ნადები - სოკოთი ინფიცირებული ლორწოვანი ადვილად ტრავმირდება;
  • არ შეწყვიტოს ჩვილის ძუძუთი კვება, თუ ძუძუსთავებზე კანდიდოზი აქვს; უმჯობესია, დედა-შვილმა ერთდროულად იმკურნალოს;
  • პირის ღრუს თავად ნუ დაიმუშავებს, მიმართოს ექიმს და გამოიყენოს მის მიერ გამოწერილი ხსნარები.

- როგორ მკურნალობენ რძიანას?

- ადგილობრივი სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებით, რომლებსაც ექიმი დანიშნავს. რძიანას პირველი ნიშნების გაჩენისთანავე აჩვენეთ ბავშვი უბნის პედიატრს - ის მკურნალობის სწორ ტაქტიკას შეარჩევს. პირველ ეტაპზე შეგიძლიათ მიმართოთ მარტივ მეთოდს: ყოველი კვების შემდეგ ასვით ბავშვს 10-20 მლ ჩვეულებრივი სასმელი წყალი, რათა პირის ღრუში საკვების ნარჩენები არ დარჩეს. მოამზადეთ საჭმელი სოდის წყალხსნარი - 1 ჩაის კოვზი 200 მლ წყალზე; დაიხვით საჩვენებელ თითზე ბინტი, დაასველეთ ამ ხსნარში და გაუწმინდეთ ბავშვს პირის ღრუ - ენა, ლოყები. პროცედურა ჩაატარეთ საკვების მიცემამდე, დღეში 2-3-ჯერ. იმავე ხსნარით დაიმუშავეთ ძუძუსთავები. გამოიყენეთ მხოლოდ ექიმის დანიშნული სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები. არსებობს ამ პრეპარატების თხევადი ფორმები - მათში დასველებული ერთჯერადი ჩხირებით ბავშვს პირის ღრუს ლორწოვანი დღეში 2-3-ჯერ უნდა დაუმუშაოთ.