ჩვილის გასეირნება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჩვილის გასეირნება

სიცოცხლის პირველ დღეებში ბავშვი ეჩვევა სივრცეს მის ირგვლივ: საწოლს, ოთახს, ბინას, სახლს. წარმატებული ადაპტაციის შემდეგ შეიძლება პირველი გასეირნებისთვისაც მოვემზადოთ. დაბადებიდან მე-7-10 დღეს ბავშვის სასეირნოდ გაყვანა უკვე შეიძლება. პირველი გასეირნებისთვის 15 წუთი საკმარისია, მომდევნო დღეს შეგიძლიათ ოდნავ მეტხანს დატოვოთ სუფთა ჰაერზე. სეირნობის ხანგრძლივობა თანდათან უნდა გაზარდოთ. საბოლოოდ დღეში 2-ჯერ მოგიწევთ სასეირნოდ გასვლა, საშუალოდ 2-3 საათით. როგორ ჩავაცვათ პატარას სეირნობისას, რომ არ გადახურდეს ან არ გაიყინოს? ყველა ბავშვი სხვადასხვანაირად რეაგირებს ჰაერის ტემპერატურაზე, ამიტომ ზუსტი რეკომენდაციების გაცემა შეუძლებელია. ტანსაცმლის შერჩევა დამოკიდებულია წელიწადის დროსა და ამინდზე. შინიდან გასვლამდე გაიხედეთ ფანჯარაში, მერე კი შეხედეთ თერმომეტრს. ბავშვის სიცოცხლის პირველ 2 თვეს გარემოს ტემპერატურა არ უნდა იყოს +1 გრადუსზე ნაკლები, 2-3 თვის ასაკში - -1 გრადუსზე ნაკლები. როცა გარემოს ტემპერატურას დავადგენთ, უნდა გადავწყვიტოთ, როგორ ჩავიცვათ ჩვენ თვითონ და ერთი ფენით მეტი ჩავაცვათ ბავშვს. წელიწადის თბილ დროს:

  • თხელი ქუდი;
  • ბამბის ქსოვილის საფენი ან უღილო ზედა სამოსი;
  • თხელი შარვლები

თუ წვიმს, ჯობს, გადავაფაროთ თხელი გადასაფარებელი.

შემოდგომაზე და ზამთარში:

  • თხელი უღილო ზედა ჩასაცმელი და შარვლები;
  • ფლანელის საფენი ან თბილი კომბინეზონი;
  • თხელი ბამბის ქსოვილის ქუდი და თბილი ქუდი.

გადასაფარებელი სასურველია სინთეტიკური ქსოვილისა იყოს - ის არ გამოიწვევს ალერგიას. პატარა სასეირნოდ შეიძლება გავიყვანოთ სპეციალური თბილი კომბინეზონით - ის შესანიშნავად წყვეტს საბავშვო ეტლის ინტერიერის პრობლემას, რადგან ერთდროულად ასრულებს ლეიბის, ბალიშის და გადასაფარებლის ფუნქციას. გასეირნებისას ერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს. ისეირნეთ ქუჩებისგან, მანქანებისგან, მაღალი შენობებისგან მოშორებით. იდეალურია პარკი, ტყე, წყალსაცავის შემოგარენი - ნებისმიერი ის ადგილი, სადაც მეტი სუფთა ჰაერია და ნაკლები დაბინძურება. არიან ბავშვები, რომელთაც გარეთ მშვიდად სძინავთ და ბავშვები, რომელთაც აშინებთ ხმაური, აკრთობთ მკვეთრი ბგერები. ასეთი ბავშვების მშობლებმა უნდა შეარჩიონ წყნარი ადგილები, სადაც ხმაური მინიმალურია. გასეირნებისთვის საუკეთესოა დრო დილის 9-დან 12 საათამდე და საღამოს 19 საათის შემდეგ. სეირნობა საჭიროა წელიწადის ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ამინდში, რაც შეიძლება ხშირად. თუ მაღალ სართულზე ცხოვრობთ და გაქვთ აივანი, შეგიძლიათ, ყოველი კვების შემდეგ საბავშვო ეტლი აივანზე გაიტანოთ, ოღონდ არამც და არამც არ დატოვოთ უმეთვალყურეოდ.