როგორ გავუძლოთ ირიბ გამოხედვას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ გავუძლოთ ირიბ გამოხედვას

უპირველეს ყოვლისა, თქვენ, მშობლებმა, უნდა გააცნობიეროთ, რომ თქვენი შვილის ცხოვრებაში არის პრობლემები, რომლებიც სხვა ბავშვებს არ აქვთ. თქვენი პატარა ჩამორჩება განვითარებით და ეს ყოველთვის ასე იქნება. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ, ბევრი რამ გააკეთოთ სხვაობის შესამცირებლად. აუცილებლად მოძებნეთ თანამოაზრეები, მშობლები, რომლებიც ზრდიან გენეტიკური დაავადებების მქონე ბავშვებს, საჭირო საიტები ინტერნეტში. იქ ბევრ სასარგებლო ინფორმაციას იპოვით, მათ შორის - დედების მონათხრობს, რომლებიც თავიანთ გამოცდილებას გაგიზიარებენ, მშობლებისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელოების მიმოხილვას. განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვების მიმართ დამოკიდებულების კუთხით ჩვენი საზოგადოება, სამწუხაროდ, “გამოქვაბულის” დონეს ვერ გასცდა. ეს დაბალი კულტურისა და განათლების ბრალია და არა “აზროვნების პრობლემისა”. გასაკვირიც იქნებოდა, სხვაგვარად მომხდარიყო ქვეყანაში, სადაც ხალხმა ათეულობით წელი “ყაზარმული” რეჟიმით იცხოვრა და სადაც ნორმიდან ნებისმიერი გადახრა აღიქმებოდა როგორც უცხო და მტრული. მეორე მხრივ, არსებობს ოჯახები, სადაც ძალიან მძიმე პრობლემების მქონე ბავშვები იზრდებიან, მაგრამ ისინი არ იწვევენ გარშემო მყოფთა ირიბ გამოხედვას და გულსატკენ სიტყვებს. ეს იმიტომ, რომ, უპირველეს ყოვლისა, მშობლებმა ისწავლეს პრობლემების მქონე შვილების სიყვარული და დაფასება. ეს არც ისე იოლია, მაგრამ შესაძლებელი. ამ შემთხვევაში ვერავითარი გამოხედვა ვეღარ შეგაშინებთ.